დექსალგინი ინექტი25მგ/მლ2მლ#5ა

დექსალგინი ინექტი
DEXALGIN INJECT
 
 
საერთაშორისო დასახელება - dexketoprofen 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

2 მლ 25მგ/მლ I/V და I/M საინიექციო ხსნარი ამპულაში №1 და №5

დექსალგინი® ინექტის ამპულა (2 მლ) შემადგენლობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლი (73.80 მგ), რაც 50 მგ დექსკეტოპროფენს შეესაბამება (INN).
სხვა კომპონენტებია ალკოჰოლი (ეთანოლი), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დექსალგინი® ინექტი განეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება საშუალოდან მძიმე ინტენსივობის მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, მაგალითად როგორიცაა ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ტკივილი თირკმლის კოლიკის დროს ან ტკივილი წელის არეში, როდესაც ტაბლეტირებული ფორმით დექსალგინის დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

მიღების წესები და დოზები
დექსალგინი® ინექტი ყოველთვის ექიმის მითითებების მიხედვით უნდა მიიღოთ. დაავადების სახეობის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის შესაბამისად თქვენი ექიმი დაგიდგენთ დექსალგინი® ინექტის თქვენთვის საჭირო დოზას. რეკომენდებული დოზა, ზოგადად, შეადგენს დექსალგინი® ინექტის თითო ამპულას (50 მგ) ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის დოზის გამეორება არანაკლებ 6 საათში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ზოგადი რეკომენდებული სადღეღამისო დოზის 150 მგ დექსალგინი® ინექტის (3 ამპულა) გადაჭარბება.
ინექტირებული თერაპია გამოიყენეთ მხოლოდ დაავადების მწვავე პერიოდში (ე.ი. არაუმეტეს ორი დღისა). შეძლებისდაგვარად ინექტირებული თერაპია უნდა შეიცვალოს პერორალური გამაყუჩებელი საშუალებებით.
ხანდაზმულ პირებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებითა და პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის დაავადებებით არ შეიძლება დექსალგინი® ინექტის ზოგადი სადღეღამისო დოზის 50 მგ (1 ამპულის) გადაჭარბება.
დანიშვნის წესი:
დექსალგინი® ინექტის დანიშვნა შეიძლება კუნთში ან ვენაში (ვენაში ინექციის მანიპულირების დეტალები მოყვანილია მე-7 ნაწილში):
დექსალგინი® ინექტის კუნთში დანიშვნისას ხსნარი ნელა და კუნთში ღრმად შეიყვანება უშუალოდ შუშის შეღებილი ამპულიდან ამოღების შემდეგ. ხსნარი გამჭვირვალე და უფერო უნდა იყოს. ნალექის ან შეფერილობის არსებობისას ხსნარის გამოყენება არ შეიძლება.
ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროს პროფესიული მუშაკებისათვის პრეპარატის ვენაში დანიშვნა:
ვენაში გადასხმა (ინფუზია):დექსალგინი® ინექტის ერთი ამპულის (2 მლ) შიგთავსი უნდა განზავდეს 30-100 მლ ფიზიოლოგიურ მარილხსნარში, გლუკოზის 5%-ან ხსნარში ან რინგერის ლაქტატის ლაქტატში. განზავებული ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ვენაში ნელი გადასხმის გზით, რომლის ხანგრძლივობაა 10-30 წუთი. ხსნარი ყოველთვის უნდა იყოს დაცული დღის ბუნებრივი სინათლის ზემოქმედებისაგან.
ვენაში შეყვანა (შეშხაპუნება):საჭიროების შემთხვევაში დექსალგინი® ინექტის ერთი ამპულის (2 მლ) შიგთავსი შეიძლება დაინიშნოს ვენაში ნელი შეყვანის გზით არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.
დექსალგინი® ინექტი უკუნაჩვენებია ეპიდურული ან სუბარაქნოიდული ანესთეზიის ჩასატარებლად პრეპარატში ალკოჰოლის შემცველობის გამო.

მითითებები პრეპარატთან მოპყრობის შესახებ:

დექსალგინი® ინექტის ვენაში შეყვანის გზით დანიშვისას ხსნარი შეიყვანება დაუყოვნებლივ შუშის შეღებილი ამპულის გახსნისთანავე.
ვენაში გადასხმის (ინფუზიის) გზით პრეპარატის დანიშვნისას ხსნარი უნდა დამზადდეს ასეპტიკურ პირობებში და დაცული უნდა იყოს დღის ბუნებრივი სინათლისაგან.
გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
კომბინირება:
დექსალგინი® ინექტი კომბინირებადია მცირე მოცულობის შერევისას (მაგალითად შპრიცში), ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინისა და თეოფილინის საინექციო ხსნარებთან.
სწორი დამზადების შემთხვევაში საინექციო ხსნარი გამჭვირვალეა. დექსალგინი® ინექტმა, განზავებულმა 100 მლ ფიზიოლოგიურ მარილხსნარში ან გლუკოზის ხსნარში, გამოავლინა კომბინირებადობა შემდეგ საინექციო ხსნარებთან: დოფამინი, ჰეპარინი, ჰიდროქსიცინი, ლიდოკაინი, მორფინი, პეტიდინი და თეოფილინი.
დექსალგინი® ინექტის ხსნარის შენახვისას პლასტმასის ჭურჭელში ან წვეთოვნებში, დამზადებულში ეთილენისა და ვინაცეტატის (EVA) სოპოლიმერების, პროპიონატის ცელულოზის, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ან პოლივინილქლორიდის (პვქ) საფუძველზე, მოქმედი ნივთიერების აბსორბცია არ გამოვლენილა.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად დექსალგინი® ინექტსაც შეიძლება გვერდითი ეფექტების მოხდენა, რომლებიც, თუმცაღა, ყველა პაციენტს არ უვითარდება. პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვევით მათი განვითარების ალბათობის შესაბამისად. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, რამდენ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი ეფექტები:
ხშირი  __   100 პაციენტიდან 1-ზე მეტს და 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
არახშირი   __  1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს და 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
იშვიათი  __  10000 პაციენტიდან 1-ზე მეტს და 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
ძალიან იშვიათი __  10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

ხშირი გვერდითი ეფექტები:
ღებინება და/ან გულისრევა, ტკივილი ინექციის ადგილას.
არახშირი გვერდითი ეფექტები:
გულისრევა სისხლით, არტერიული წნევის დაწევა, ცხელება, დაბინდული მხედველობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ანემია, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევები, დიარეა, სიმშრალე პირში, წამოხურება, გამონაყარი კანზე, დერმატიტი, ქავილი, ჭარბი ოფლდენა, მოთენთილობა, ტკივილი, კანკალი, კანის რეაქციები ინექციის ადგილას, მაგალითად ანთება, სისხლჩაქცევები ან სისხლდენები.
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, სუნთქვის სიხშირის შენელება, ზედაპირული ვენების ანთება თრომბების გნვითარების გამო (ზედაპირული ვენბის თრომბოფლებიტი), ექსტრასისტოლები (გულის რიგგარეშე შეკუმშვა), გულისცემის გახშირება, პერიფერიული შეშუპება, მგრძნობელობის დარღვევა, კანკალი და ცხელება, შუილი ყურებში (ტინიტუსი), კანზე ქავადი გამონაყარი, სიყვითლე, ფერიჭამიები, წელის ტკივილი, თირკმელების ტკივილი, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, კუნთების შებოჭილობა, სახსრების შებოჭილობა (შებოჭილი მოძრაობა), კუნთების სპაზმები, ღვიძლის ფუნქციური ანალიზების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია), სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), შარდში კეტონური სხეულების აღმოჩენა (კეტონურია), შარდში ცილა (პროტეინურია).
ძალიან იშვიათი:
ანაფილაქსიური რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომელსაც შეუძლია კოლაფსის გამოწვევა), კანის, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვანის გარსების დაწყლულება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი), შეშუპება სახის, ტუჩებისა და/ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის შეკავება სასუნთქი გზების მიდამოებში მდებარე კუნთების სპაზმის გამო (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, პანკრეატიტი, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), კანის მგრძნობელობის რეაქციები და კანის მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ, თირკმლის ფუნქციის დარღვვები, სისხლის ნაცხში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).
კუჭ-ნაწლავის მხრიდან გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში (მაგალითად ტკივილი, წვა კუჭის არეში ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) ამ პრეპარატით თერაპიის დასაწყისში (ან ანამნეზში გვერდითი ეფექტები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას), აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული
კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსების (მაგალითად პირის ღრუს ლორწოვანი გარსის) დაზიანების ან ალერგიის პირველი ნიშნებისას დექსალგინი® ინექტით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით თერაპიისას შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით ქვედა კიდურების არეში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
დექსალგინი® ინექტის მსგავსი პრეპარატებით თერაპია შეიძლება უკავშირდებოდეს გულის შეტევების (“მიოკარდიუმის ინფარქტი”) ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელო მომატებას.
სისტემური წითელი მგლურათი ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც ეხება შემაერთებელ ქსოვილს) დაავადებულ პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელების, თავის ტკივილისა და წელისა და კისრის კუნთების რიგიდულობის (შებოჭილობის) განვითარება.
თუ დექსალგინი® ინექტით თერაპიის დროს წარმოიქმნა ან გაუარესდა ინფექციური დაავადების სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ განვითარდა სერიოზული გვერდითი ეფექტები ან ამ ფურცელ-ჩანართში მიუთითებელი გვერდითი ეფექტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში დექსალგინ ® ინექტის გამოყენება არ შეიძლება და უნდა ეცნობოს ექიმს:
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ;
• ალერგია აცეტილსალიცილის მჟავის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების მიმართ;
• ხუთვის მწვავე შეტევა, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების ხანმოკლე ეპიზოდები), ცხვირში პოლიპები (ცხვირში ალერგიული გენეზის შესიება), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის დარღვევა) ან ხიხინი ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ;
• კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (ამჟამად ან ანამნეზში) (პეპტიური წყლული);
• სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებასთან (აას);
• საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა (მაგალითად, მოუნელებლობა, გულძმარვა) ან ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
• გულის გამოხატული უკმარისობა, ზომიერი ან მძიმე ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა;
• სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;
• ბრონქული ასთმა; (ამჟამად ან ანამნეზში)
• ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე იმყოფება
ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში დექსალგინი ინექტის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, რის შესახებაც უნდა ეცნობოს ექიმს:
• ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
• დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები; (ამჟამად ან ანამნეზში)
• თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის განვითარების რისკს ან ანტიდეპრესანტებს (რომლებიც განეკუთვნება სუსი-ს ჯგუფს – სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), ანტიაგრეგანტებს (მაგალითად ასპირინი) ან ანტიკოაგულანტებს (მაგალითად ვარფარინი). ამ შემთხვევებში დექსალგინი® ინექტის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომელსაც, შეუძლია დაენიშნოს კუჭის დამცავი სხვა დამატებითი წამლები (მაგალითად მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კუჭის წვენის წარმოქმნას);
• გულის მხრივ პრობლემები, ინსულტი ან თუ არსებობს ამ მდგომარეობათა განვითარების რისკი (მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველი) საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია
• დექსალგინი® ინექტის მაგვარი მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (“მიოკარდის ინფარქტი”) ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელოდ გაზრდასთან. ნებისმიერი გართულების განვითარების რისკი იზრდება მაღალი დოზებისა და ხანგრძლივი თერაპიისას. არ შეიძლება რეკომენდებული დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გადააჭარბება;
• ხანდაზმულ პაციენტებს გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა მეტი აქვთ (იხ. ნაწილი 4). გვერდითი ეფექტების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია;
• ალერგია ან ალერგიული რეაქციები ანამნეზში;
• თირკმლის, ღვიძლის ან გულის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერტონია და/ან გულის უკმარისობა), ორგანიზმში სითხის შეკავება, (ამჟამად ან ანამნეზში)
• თუ პაციენტი იღებს დიურეზულ პრეპარატებს ან გაუწყლოებულია და ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება აღენიშნება სითხის დაკარგვის გამო (მაგალითად, რომელიც დაკავშირებულია დიურეზთან ერთად, დიარეისა და გულისრევის დროს სითხის ჭარბ დაკარგვასთან);
• ქალებში ფერტილობის პრობლემებით (დექსალგინი® ინექტს შეუძლია რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, შედეგად, თუ თქვენ გეგმავთ დაორსულებას ან გადიხართ ანალიზებს ფერტილობაზე, ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება);
• ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში;
• სისხლის წარმოქმნის დარღვევები ;
• სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (იმუნური სისტემის დაავადებები, რომლებიც ეხება შემაერთებელ ქსოვილს) ;
• 18 წელზე ნაკლები ასაკი

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დექსალგინი® ინექტის გამოყენება არ შეიძლება.
ნებისმერი წამლის მიღება/გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია:
• თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, ვინაიდან ამ სიტუაციაში დექსალგინი® ინექტის მიღება შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს
• თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გყავთ, დექსალგინი® ინექტის გამოყენება არ შეიძლება. კონსულტაცის უნდა გაიაროთ ექიმთან.

ბავშვები და მოზარდები
18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებისათვის დექსალგინი® ინექტის გამოყენება არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დექსალგინი® ინექტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დექსალგინი® ინექტის თითოეული ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს, რაც შეესაბამება 5 მლ ლუდის ან 2.08 მლ ღვინის შემცველობას ერთ დოზაში.
პრეპარატი შესაძლოა საშიშროებას წარმოადგენდეს ალკოჰოლიზმით დაავადებული პირებისათვის.
ალკოჰოლის შემცველობა ასევე გასათვალისწინებელია ორსულ ან მეძუძურ დედებში, ბავშვებში, ასევე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის, მაგალითად პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით ან რომლებსაც ეპილეფსია აწუხებთ. აღნიშნული პროდუქტის ერთი ამპულა შეიცავს 1 მილი მოლზე ნაკლებ ნატრიუმის (23 მგ), ანუ არსებითად “არ შეიცავს ნატრიუმს”.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე
დექსალგინი® ინექტმა შეიძლება უმნიშვნელოდ იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე, რაც დაკავშირებულია თავბრუსხვევისა და ძილიანობის განვითარების შესაძლებლობასთან როგორც თერაპიის გვერდითი ეფექტები. თუ გამოგივლინდათ აღნიშნული გვერდითი ეფექტები, სიმპტომების გაქრობამდე არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა. ამის შესახებ აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება

თუ პრეპარატის ჭარბი დოზა მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ დაგავიწყდეთ პრეპარატის შეფუთვის ან ამ ფურცელ-ჩანართის თან წაღება.
თუ დაგავიწყდათ დექსალგინი® ინექტის მიღება
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. პრეპარატის გამოყენება დანიშნული რეჟიმით განაგრძეთ (მე-3 ნაწილის “როგორ გამოიყენება დექსალგინი® ინექტი” შესაბამისდ).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თუ თქვენ იღებთ ან ცოტახნის წინ იღებდით რაიმე მედიკამენტებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ზოგიერთი პრეპარატის დექსალგინი® ინექტთან ერთად გამოყენება არ შეიძლება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ერთად დანიშვნისას საჭიროა პრეპარატების დოზების კორექტირება.
ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, კბილის ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ დექსალგინი® ინექტთან ერთად იღებთ/გამოიყენებთ შემდეგ პრეპარატებს:
არარეკომენდებული კომბინაციები:
• აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები;
• ვარფარინი, ჰეპარინი და გარკვეული ემოციური დარღვევებისას გამოყენებული თერაპიული საშუალებები;
• მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება რევმატიული ართრიტისა და კიბოს თერაპიისათვის;
• ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის თერაპიისათვის;
• სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების თერაპიისათვის.
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილეს:
• აგფ-ის ინჰიბიტორები, დიურეზულები, ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორები და ანგიოტენზინი II-ის ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ;
• პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ვენების ქრონიკული წყლულების თერაპიისათვის;
• ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების თერაპიისათვის;
• ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის თერაპიისათვის;
კომბინაციები, რომლებიც კარგ ანალიზს საჭიროებენ:
• ქინოლინის რიგის ანტიბაქტერიულები (მაგალითად ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების თერაპიისათვის;
• ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებათა თერაპიისათვის და ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ;
• სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები, ე.ი. თრომბების დამშლელი პრეპარატები;
• პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;
• დიგოქსინი გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის თერაპიისათვის;
• მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად;
• სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესიულები (სუსი);
• საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბების ფორმირებას.
თუ რაიმე ეჭვი გაქვთ დექსალგინი® ინექტთან ერთად სხვა მედიკამენტების მიღების/გამოყენების თაობაზე, კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დექსალგინი® ინექტის გამოყენება ამპულებზე ან მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება. ვარგისიანობის ვადის გასვლა ეკუთვნის მითითებული თვის ბოლო დღეს.
ამპულები ინახება ორიგინალურ მუყაოს შეფუთვაში მზის სხივების ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით.
თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარს გაუჩნდა ნალექი ან არ არის უფერო, დექსალგინი® ინექტის გამოყენება არ შეიძლება. ხსნარი დექსალგინი® ინექტი (ვენაში გადასასხმელი ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი) განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის და შეყვანილი უნდა იყოს უშუალოდ ამპულის გახსნის შემდეგ. გამოუყენებელ პროდუქტს უტილიზება უნდა ჩაუტარდეს (ქვემოთ იხ. უტილიზების მითითებები).
უტილიზება
სამედიცინო პროდუქტების უტილიზება კანალიზაციაში ან სახლის ნაგავთან ერთად არ შეიძლება. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოახდინოთ პრეპარატის არასაჭირო რაოდენობებისა და გამოყენებული შპრიცებისა და ნემსების უტილიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას
ვარგისიანობის ვადა 4 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
A. Menarini Manufacturing Logistics and Services s.r.l

იტალია