დეპრექსორი 37.5 მგ
(DEPREXOR)
ვენლაფაქსინი
(venlafaxine)
(DEPREXOR)
ვენლაფაქსინი
(venlafaxine)
შემადგენლობა
რას შეიცავს დეპრექსორი
თითოეული ტაბლეტი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს (venlafaxine hydrochloride), 37.5 მფ ან 75 მგ ვენლაფაქსინის (venlafaxine) ექვ.
სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი წითელი E172, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A).
ფარმაკოლოგიური თვისებები
დეპრექსორი განეკუთვნება იმ სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც ანტიდეპრესიულები ეწოდებათ. ისინი დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს წარმოადგენს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესიული საშუალება
ჩვენება
დეპრექსორი ნაჩვენებია დეპრესიების სიმპტომების შესამსუბუქებლად, შფოთვასთან დაკავშირებული დეპრესიული მდგომარეობების ჩათვლით;
ღეციდივების ან ახალი ეპიზოდების პრევენციისათვის.
მიღების წესი და დოზირება
დეპრექსორის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
დეპრექსორის ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ. დანიშნული დოზის თვითნებურად შეცვლა არ შეიძლება! წამლის მიღება უნდა ხდებოდეს ერთიდაიგივე დროს დილას და საღამოს.
მოზრდილები
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა ყველა ჩვენებისათვის შეადგენს 75 მგ დღეში, გაყოფილი 2 მიღებად (37.5 მგ დღეში 2-ჯერ). საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ორკვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ, ექიმს შეუძლია დოზა გაზარდოს 150 მგ-მდე დღეში, გაყოფილი 2 მიღებად (75 მგ დღეში 2-ჯერ). ექიმმა რეგულარულად უნდა ამოწმოს პაციენტის მდგომარეობა.
დეპრესიის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობებში ან ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის თანდათან გაზრდა (75 მგ-ით დღეში), დოზირების 2-კვირიანი ან მეტი, მაგრამ არა ნაკლებ 4 დღის ინტერვალებით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 375 მგ. სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
ეფექტი შეიძლება მიღებისთანავე არ გამოვლინდეს, მაგრამ ეს ნორმალურია და იმაზე მიუთითებს, რომ პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება.
დეპრექსორის უცებ მოხსნა არ შეიძლება! თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტი პრეპარატით მკურნალობას აღარ საჭიროებს, იგი ურჩევს პრეპარატის მოხსნამდე დოზის თანდათან შემცირებას. მკურნალობის შეწყვეტა ექიმისკონტროლის ქვეშუნდა მოხდეს. საჭიროა ექიმის მითითების დაცვა, ვინაიდან მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის სწრაფად შემცირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, აგზნებულობა, თავის ტკივილი, ღებინება ან გულისრევა, სიმშრალე პირში, დიარეა, უძილობა, ნერვიულობა, დაბუჟება, ოფლიანობა, კოორდინაციის დარღვევა.
თირკმლის ან ღვიძლის სერიოზული დაავადებისას ექმმა შეიძლება ურჩიოს სადღეღამისო დოზის 50%-ით შემცირება. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდებულია დოზის 50%-ით შემცირება და სადღეღამისო დოზის მიღება ჰემოდიალიზის ჩატარების შემდეგ.
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ჩვეულებრივ დოზის შემცირება საჭირო არ არის. პაციენტებში თირკმლის ასაკობრივი ცვლილებებით დოზის კორექტირება ხდება დარღვევის ხარისხის მიხედვით.
ბავშვები
დეპრექსორით მკურნალობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უკუნაჩვენებია!
უკუჩვენება
დეპრექსორის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰოპერმგრძნობელობა) ვენლაფაქსინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ ავადმყოფი იღებს ან ცოტახნის წინ (ბოლო 2 კვირის განმავლობაში) იღებდა დეპრესიის სამკურნალო სხვა წამლებს (მაოს-ინჰიბიტორები);
- ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დაავადებების დროს;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- 18 წელზე უმცროსი ასაკი.
გაფრთხილება
ექიმს უნდა ეცნობოს შემდეგი შემთხვევები:
- წარსულში არსებული ფსიქიკური დაავადება (მანია);
- წარსულში არსებული დეპრესია;
- გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება, რომელსაც ახლავს პულსის გახშირება;
- ჰიპერტენზიული დაავადება;
- ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდის ინფარქტი, ავადმყოფს აწუხებს ეპილეფსია ან ადრე ჰქონდა კრუნჩხვები;
- თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
- გლაუკომა (მაღალი თვალშიდა წნევა);
- წარსულში არსებული ან ამჟამინდელი სისხლჩაქცევები კანსა და/ლორწოვანაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეპრექსორის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. იგი გამოუსადეგარია იმ პირებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ლაქტოზას უკმარისობა, გალაქტოზემია ან მალაბსორბციის გლუკოზური/გალაქტოზური სინდრომი.
აზრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის ან შფოთვის გაუარესება
ზოგჯერ, თუ პაციენტს აქვს დეპრესია ან მშფოთვარე მდგომარეობა, შეიძლება წარმოიშვას აზრები თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის შესახებ. ისინი შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესიულების მიღების დასაწყისში, ვინაიდან ყველა ამ წამალს სჭირდება დრო, ჩვეულებრივ 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ მეტიც, ზემოქმედების გამოსავლენად.
მეტად შესაძლებელია ასეთი აზრების წარმოქმნა:
- თუ ავადმყოფს ადრე უკვე ჰქონდა აზრები თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის შესახებ.
- თუ ავადმყოფი ახალგაზრდა ასაკისაა. კლინიკური კვლევების დროს მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ სუიციდური საქციელის რისკი მაღალია ახალგაზრდა მოზრდილებში (25 წელზე უმცროსი) ფსიქიატრიული დარღვევებით, რომლებიც ანტიდეპრესიულებით მკურნალობდნენ.
აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა თუ ავადმყოფს გაუჩნდა აზრები თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის შესახებ.
დეპრესიის ან ნერვული აშლილობის წარმოქმნის შემთხვევაშია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
სხვა წამლების მიღება
ექიმს უნდა ეცნობოს ადრე მიღებული ან ამჟამად სარგებლობაში მყოფი წამლების შესახებ, იმათი ჩათვლით, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს წამლებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე (ვარფარინი); პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ ფუტკარას ექსტრაქტს, შაკიკის სამკურნალო წამლებს, სიბუტრამინს (წამალი სხეულის მასის კონტროლისათვის), დექსტრომეტორფანს (ხველის სამკურნალო); კლოზაპინს (შიზოფრენიის სამკურნალო); ციმეტიდინს (წყლულოვანი დაავადების სამკურნალო); ზოლპიდემს (საძილე).
დეპრექსორით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან ლაქტაციის შემთხვევაში წამლის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობის დროს ამ წამლის გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის, ამიტომ დეპრექსორი ორსულებს არ ენიშნებათ.
მეძუძური დედების დეპრექსორით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
დეპრექსორს შეუძლია იმოქმედოს აზროვნებაზე ან მოძრაობით ფუნქციებზე. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის დაწყებამდე პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მკურნალობა ფსიქომოტორულ უნარებს არ შეხებია.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში
შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების განვითარება: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისცემა, გაძნელებული და არაკოორდინირებული მოძრაობები, კრუნჩხვები. აუცილებელია სასწრაფოდ ექიმთან მიმართვა!
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ გამოტოვებულია ერთი დოზა, მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მისი მიღება ჩვეულებრივად უნდა მოხდეს. გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. წამლის მიღება დანიშნულებისამებრ უნდა გაგრძელდეს.
გვერდითი ეფეტქები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად დეპრექსორს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხადავ იმისა, რომ ისინი ყველა პაციენტს შეიძლება არ აღენიშნებოდეს.
ჩვეულებრივ დეპრექსორი კარგად აიტანება. ზოგჯერ, მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, უმადობა; კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმშრალე პირში, უძილობა, ნერვიულობა, ძილიანობა, პათოლოგიური სიზმრები, სუნთქვის დარღვევა, მთქნარება, ოფლიანობა, მხედველობითი დარღვევები, წონის მომატება ან დაკლება.
იშვიათად დეპრექსორს შეუძლია გამოიწვიოს სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვანებში, სისხლდენის დროს გახანგრძლივება, გულის რითმის გახშირება ან დარღვევა, კბილებით შეუცნობელი კრაჭუნი, კუნთების სპაზმი, ჰალუცინაციები, ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების დარღვევა, მძიმე ალერგიული რეაქციები.
ზოგიერთი პაციენტი გრძნობს თავბრუსხვევას ან არასტაბილურობას სხეულის მდგომარეობის შეცვლისას სისხლის წნევის უცებ დაწევის გამო. შესაძლებელია სისხლის წნევის აწევა, სისხლში ქოლესტერინისა და ნატრიუმის დონეების უმნიშვნელოდ შეცვლა, დარღვევები სისხლის უჯრედებში ან ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები.
ძალიან იშვიათად დეპრექსორს შეუძლია გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მომატება, აზროვნების დარღვევა, კუნთების დაჭიმულობა.
დეპრექსორმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლში ჰორმონის პროლაქტინი დონის მომატება, შარდის შეკავება.
სხვა გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ძალიან იშვიათად აღინიშნება: კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, შარდის შეკავება.
ამ და სხვა რეაქციების შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს.
შეფუთვა
ტაბლეტები 37.5 მგ – მრგვალი, ბრტყელი, ნაზოლითა და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს, 8 მმ დიამეტრით; ფერი – ღია-ვარდისფერი, დაიშვება მოზაიკა; უსუნო.
ტაბლეტები 75 მგ – მრგვალი, ბრტყელი, ნაზოლითა და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს, 10 მმ დიამეტრით; ფერი – ღია-ვარდისფერი, დაიშვება მოზაიკა; უსუნო.
პირველადი შეფუთვა
37.5 მგ ან 75 მგ-იანი 10 (ათი) ტაბლეტი მაგარი, თეთრი, გაუმჭვირვალე პვქ ფირფიტისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
მეორეული შეფუთვა
3 (სამი) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
6 (ექვსი) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ვარგისობს ვადა
2 წელი
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი
გაიცემა რეცეპტით
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკო შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი.