დესლოდინი® 2.5 მგ / 5 მლ სიროფი
მიიღება პერორალურად
- პრეპარატული სუბსტანცია: 2.5 მგ დესლორატადინი 5 მლ-ში
- დამხმარე საშუალებები: პროპილენგლიკოლი (E1520), სორბიტოლი (E420), უწყლო ლიმონმჟავა (E330), ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი (E331), ნატრიუმის ბენზოატი (E211), დინატრიუმის ედეტატი, საქაროზა, ფორთოხლის არომატიზატორი, საღეჭი რეზინის არომატიზატორი, დაისის ფერი ყვითელი (E110), გასუფთავებული წყალი.
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს.
- გამოყენების დროს, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, უთხარით თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
- მკაცრად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
- რას არის დესლოდინი®და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ დესლოდინის®გამოყენების წინ
- როგორ გამოიყენება დესლოდინი®
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება დესლოდინი®
1.რა არის დესლოდინი®და რისთვის გამოიყენება
დესლოდინი® შეფუთულია 150 მლ ბოთლებში ბავშვებისაგან დამცავი დახურვის სისტემით.
დესლოდინი® არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ხელს უწყობს ალერგიული რეაქციებისა და მისი სიმპტომების კონტროლს.
დესლოდინი® ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, სურდო და ცხვირის ქავილი, სასის ქავილი და თვალების ქავილი, თვალების სიწითლე ან წყლიანი თვალები, რაც ასოცირებულია ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, სახლის მტვერზე ალერგია).
დესლოდინი® ასევე გამოიყენება ისეთი სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ქავილი ჭინჭრის ციებით, შეშუპება და კანის სიწითლე.
ეს სიმპტომები იხნება მთელი დღის განმავლობაში და გეხმარებათ ნორმალური ყოველდღიური საქმიანობის შესრულების და ძილის აღდგენაში.
2. რა უნდა იცოდეთ დესლოდინის® გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ დესლოდინი® შემდეგ შემთხვევებში
თუ
- გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) დესლოდინის® რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, როგორიცაა დესლორატადინი, ლორატადინი ან განსაკუთრებით საღებავი დაისისფერი ყვითელი E110.
დესლოდინი® გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან 11 წლამდე, მოზარდებში (12 წლის და ზემოთ), მოზრდილებში, ხანდაზმულების ჩათვლით.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დესლოდინის® გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში
თუ,
- გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.
დესლოდინის® გამოყენება საკვებთან და სასმელთან
დესლოდინის® მიღება შეიძლება უზმოზე ან ნაჭამზე.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმs ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ დესლოდინი®.
თუ მკურნალობის დროს დადგება ფეხმძიმობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ დესლოდინი® თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
მოსალოდნელი არ არის, რომ დესლოდინმა® გამოიწვიოს ძილიანობა ან ყურადღების გაფანტვა რეკომენდებული დოზების მიღებისას. მიუხედავად ამისა, დესლოდინმა® შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ზოგიერთ პაციენტში, თუმცა ეს ძალიან იშვიათია. ძილიანობის განვითარებამ შეიძლება შეაფერხოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლოდინის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დესლოდინი® შეიცავს სორბიტოლს და საქაროზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
დესლოდინი® შეიცავს საღებავ ნივთიერებას დაისისფერ ყვითელს E110, რომელმაც შეუძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქიები.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 37.386 მგ ნატრიუმს. ეს დოზა რეკომენდებულია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის. ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ, თუ აკონტროლებთ საკვებში ნატრიუმის შემცველობას.
სხვა პრეპარატების გამოყენება
ცნობილი არ არის დესლოდინის® სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების შესახებ.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.
3. როგორ გამოიყენება დესლოდინი®
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების ინტერვალების შესახებ:
6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 2 მლ სიროფი დღეში ერთხელ.
1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ სიროფი დღეში ერთხელ.
6 წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ სიროფი დღეში ერთხელ.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის და ზემოთ: 10 მლ სიროფი დღეში ერთხელ.
ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას ალერგიული რინიტის სახეობის განსაზღვრის საფუძველზე.
თუ თქვენი ალერგიული რინიტი არის პერიოდული (სიმპტომები გრძელდება კვირაში 4 დღეზე ნაკლებ ხანს ან 4 კვირაზე ნაკლები პერიოდი), ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის რეჟიმს თქვენი დაავადების ისტორიის შეფასების საფუძველზე.
თუ თქვენი ალერგიული რინიტის სახეობა არის მუდმივი/პერსისტენტული პერიოდული (სიმპტომები გრძელდება კვირაში 4 დღეზე მეტ ხანს ან 4 კვირაზე მეტი პერიოდი), ექიმი მოგცემთ უფრო გრძელვადიანი მკურნალობის რეკომენდაციას.
ჭინჭრის ციების შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს სხვადასხვა პაციენტში და ამიტომ, აუცილებელია თქვენი ექიმის მითითებების შესრულება.
მიღების წესი
გადაყლაპეთ სიროფი და შემდეგ დალიეთ ცოტაოდენი წყალი. დესლოდინის® მიღება შეიძლება ცალკე ან საკვებთან ერთად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
დესლოდინის® სიროფის გამოყენება შეიძლება 6 თვის ასაკიდან.
გამოყენება ხანდაზმულებში:
დესლოდინის® ეფექტიანობა და უსაფრთხოება ხანდაზმულებში ჯერ დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მდგომარეობები:
გამოყენება ღვიძლის უკმარისობისას:
მონაცემები ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების შესახებ არ არსებობს.
გამოყენება თირკმლის უკმარისობისას:
დესლოდინი® სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობისას.
თუ ფიქრობთ, რომ დესლოდინის® ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი დესლოდინი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
დესლოდინი® გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნული დოზით. შემთხვევით ზედოზირებასთან ასოცირებული სერიოზული პრობლემა მოსალოდნელი არ არის.
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დესლოდინი®, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დესლოდინის® გამოყენება:
თუ დაგავიწყდათ დოზის დანიშნულ დროს მიღება, როგორც კი გაგახსენდებათ მიიღეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივ გააგრძელეთ მკურნალობა.
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზები.
შესაძლო ეფექტები დესლოდინის® შეწყვეტისას:
ცნობილი არ არის ეფექტების შესახებ.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა დესლოდინის® ინგრედიენტების მიმართ. მოზრდილებში გამოვლენილი უარყოფითი ეფექტები პლაცებოს (პრეპარატის სახეობა სამკურნალო თვისებების გარეშე) მიღებისას გამოვლენილი ეფექტების მსგავსია. მიუხედავად ამისა, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირია ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დიარეა, ცხელება და უძილობა, ხოლო მოზრდილებში - დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი. ეს ეფექტები ვითარდება უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირეები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
სხვადასხვა ორგანოთა სისტემებში:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000 - <1/100); იშვიათი (>1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
ხშირი: დაღლილობა.
არახშირი: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, ურტიკარია (გამონაყარი), ჰალუცინაციები, ინსულტი, აგზნება მოძრაობის მომატებით, პულსაცია, გულისცემის სიხშირის მომატება, დარღვევები ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში, ღვიძლის ანთება, თავბრუსხვევა, ფიზიკური და ფსიქიკური ჰიპერმობილურობა, კუჭის ტკივილი, გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), ღებინება, დიარეა, უძილობა, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, მუცლის შებერილობა.
თუ განვითარდა გვერითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის მოცემულ ინსტრუქციის ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება დესლოდინი®
შეინახეთ დესლოდინი® ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 250C-მდე, საკუთარ შეფუთვაში.
გამოყენება ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ დესლოდინი® კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ.
თუ შენიშნეთ პროდუქტის და/ან შეფუთვის დეფექტები, არ გამოიყენოთ დესლოდინი®.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Biofarma Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი ჩად. N 156
სანკაკტეპე / სტამბოლი/თურქეთი
წარმოების ადგილი:
Biofarma Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი ჩად. N 156
სანკაკტეპე / სტამბოლი/თურქეთი
ეს პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი დამტკიცდა 30.05.2015წ.
პროდუქტის დასახელება: პროს. დესლოდინი 2.5 მგ / 5 მლ სიროფი
ფერი: პროცესი შავი C
ზომები: 210x180 მმ