დუფალაკი სიროფი 667გ/ლ
(Lactuloza)
შემადგენლობა: სიროფი 200მლ, 100მლ შეიცავს 67გ ლაქტულოზას (667გ/ლ)
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედებები: ლაქტულოზა წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ დისაქარიდს, რომელიც შედგება 1 მოლეკულა გალაქტოზისა და 1 მოლეკულა ფრუქტოზისაგან. იგი მიღების შემდეგ უცვლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავში, ვინაიდან წვრილი ნაწლავი არ შეიცავს ენზიმებს, რომლებიც შლიან ლაქტულოზას. მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზას დაშლის შედეგად წარმოიქმნება მოკლე ჯაჭვის რიგის მქონე კარბონის მჟავები, რომლებიც ამცირებენ ნაწლავის შიდა pH –ის დონეს, ზრდიან ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას. ლაქტულოზა ამცირებს თავისუფალი ამიაკის და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებს განვითარებას, უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მათ სწრაფ გამოყოფას. ამგვარად, ლაქტულოზა თავის თავზე იღებს ღვიძლის მუშაობის ნაწილს და ანეიტრალებს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის დაავადებების დროს. როდესაც ამ უკანასკნელს აღნიშნული ფუნქციის უნარი არ შესწევს, ეს იწვევს ტოქსიკური ნივთიერებების თავისუფალ სისხლმიმოქცევაში მოხვედრას, ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევას და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარებას. ლაქტულოზა ასტიმულირებს ნაწლავის მოტორიკას, იწვევს ჰიმუსის გათხევადებასა და მისი მოცულობის მომატებას. მისი საფაღარათო ეფექტი ვლინდება 1-3 დღის შემდეგ. ამის გარდა, ლაქტულოზა განავალთან ერთად გამოყოფს ნაღვლის მჟავებს, რაც იწვევს სისხლსა და ნაღველში ქოლესტერინის დონის შემცირებას. მას ასევე შესწევს მსხვილ ნაწლავში სალმონელას ზრდის ინჰიბირების უნარი. იგი არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას და არ იწვევს შეჩვევას (არ გააჩნია მოხსნის სინდრომი).
ჩვენება: ღვიძლის ქრონიკული დაავადებები; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობა და პროფილაქტიკა (მათ შორის ღვიძლის პრეკომა და კომა); ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური შემადგენლობის აღდგენა ანტიბიოტიკოთერაპიის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ; ახალშობილებსა და ბავშვებში ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ფორმირება და აღდგენა (საკეისრო კვეთა, ხელოვნური კვება), დედის ინფიცირებული რძით კვების დროს დისბაქტერიოზის განვითარების პროფილაქტიკა; ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება; ჰიპერქოლესტერინემია; ქრონიკული ყაბზობა (როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში); ყაბზობა ორსულობის პერიოდში (II ტრიმესტრი); სალმონელური მატარებლობის დროს; ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება.
წინააღმდეგჩვენებები:
გასტროინტესტინური ობსტრუქცია, როდესაც გალაქტოზას გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია. გალაქტოზემია
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით; მონაცემები ლაქტულოზას დედის რძეში გადასვლის შესახებ არ არსებობს, მიუხედავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში იგი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით; პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, მგრამ იგი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში; თითოეული პაციენტისათვის დოზა დგინდება ინდივიდუალურად; პრეპარატისა და ანტაციდური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას პრეპარატის მოქმედება მცირდება;
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად. ბავშვებში 3 წლამდე 5მლ, 3-6 წლამდე 10მლ, 6-12 წლამდე 15 მლ, 12 წლის ზევით და მოზრდილებში 15-45 მლ. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
გვერდითი მოვლენები: პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში და მისი მაღალი დოზით გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს: მეტეორიზმი, ბოყინი, სპაზმები, მუცლის არეში ტკივილი.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი: ჰოლანდია, SOLVAY PHARMA