ამოქსიკლავი 2X 457მგ/5მლ 70მლ

ამოქსიკლავი 2X 457მგ/5მლ 70მლ

 
 
საერთაშორისო დასახელება - amoxicillin, clavulanic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
35 მლ, 50 მლ, 70 მლ ან 140 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილი

ამოქსიკლავი® 2x 400 მგ+57 მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილი
აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
შიგნით მისაღები სუსპენზიის ყოველი 5 მლ (1 დოზირებული პიპეტი) შეიცავს 400 მგ ამოქსიცილინს ტრიჰიდრატის ფორმაში და 57 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთიერებები
გაუწყოვნებული ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ქსანტის ფისი, უწყლო კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი, მანიტოლი, ველური ალუბლისა და ლიმონის სუნის მქონე არომატიზატორი.

ჩვენებები
ამოქსიკლავი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრის მქონე ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს. თავის სამკურნალო მოქმედებას ამოქსიკლავი ახდენს ბაქტერიების უჯრედოვანი კედლის სინთეზის შეფერხების გზით; შესაბამისად, ის სპობს ბაქტერიას, რომელიც წარმოადგენს ინფექციის გამომწვევს.
ამოქსიკლავი გამოიყენება ფართო სპექტრის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ჩათვლით), როგორიც არის მაგალითად, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, რეციდიული ტონზილიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ძირითადად, ბრონქოპნევმონიებისა და ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება;
-შარდ-სასქესო ტრაქტისა და აბდომინალური ინფექციები;
-კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები, მათ შორის, ცხოველთა ნაკბენი;
-მიმდებარე ქსოვილების ანთებით მიმდინარე მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები.

მიღების წესები და დოზები

დოზა
დოზას და პრეპარატის გამოყენების ჯერადობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ეს დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ასაკსა და ბავშვის წონაზე.
2 თვემდე ასაკის ახალშობილები
მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია 156,25 მგ/5მლ ამოქსიკლავის® სუსპენზიის გამოყენება.
2 თვიდან 12 წლამდე (40 კგ-მდე სხეულის წონის მქონე) ბავშვები
40 მგ-მდე წონის მქონე ბავშვებში სადღეღამისო დოზა, სხეულის წონის 1 კილოგრამზე, შეადგენს 25-45 მგ (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებაზე, რაც დამოკიდებულია ინფექციური პროცესის სიმძიმეზე.
-მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ინფექციებისას (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ასევე, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები) სადღეღემისო დოზა შეადგენს 25 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებად.
-მძიმე ინფექციების მქონე ბავშვებისათვის (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად, შუა ყურის ანთება და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქოპნევმონია და შარდგამომყოფი გზების ინფექციები), სტანდარტული სადღეღამისო დოზა შეადგენს 45 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებად.
სუსპენზიის დოზირებისა და გამოყენების გაიოლების მიზნით, მას თან ერთვის დოზირების პიპეტი (ერთ პიპეტი – 5 მლ).
პრეპარატის დოზა ბავშვებისათვის
 ასაკი (სხეულის წონა)  მძიმე ინფექცია  ზომიერი სიმძიმის ინფექცია
 7-12 წლის ბავშვები(22-40 კგ)  10,0 მლ 2-ჯერ დღეში  5,0 მლ 2-ჯერ დღ.
 2-6 წლის ბავშვები(13-21 კგ)  5,0 მლ 2-ჯერ დღეში  2,5 მლ 2-ჯერ დღ.


2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზის დაანგარიშება ხდება სხეულის წონიდან გამომდინარე.
მაგალითად, თუ ბავშვი იწონის 6,5 კგ, მაშინ საშუალო სიმძიმის ინფექციისას აუცილებელი დოზა იქნება სუსპენზიის 1,0 მლ დღეში 2-ჯერ, ხოლო მძიმე ინფექციისას 1,8 მლ დღეში 2-ჯერ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
სტანდარტული რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს დღეში 1760 მგ (დღეში 22 მლ).
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევა (კრეატინინის კლირენსი აღემატება 30 მლ/წთ): დოზა კორექციას არ საჭიროებს.
მოცემული სუსპენზიის გამოყენება არ არის რეკომენდებული 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის რეგულარული შემოწმება. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების მცირე გამოცდილება არ არის საკმარისი დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გასაწევად.
ამოქსიკლავი არ გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტთა სამკურნალოდ და პაციენტებში, რომლელთაც ამოქსიკლავით წინა თერაპიისას აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატის გამოყენების ჯერადობა
შეეცადეთ გამოიყენოთ ეს პრეპარატი დღის განრიგის შესაბამისად, მაგალითად, კვებამდე, დილით და საღამოს.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
როგორც წესი, ამოქსიკლავის სუსპენზიის გამოყენება გრძელდება სიმპტომების რეგრესის/გაუმჯობესების შემდეგ 3-4 დღის განმავლობაში, თუმცა, მისი გამოყენება არ უნდა იყოს მკურნალობის სტანდარტულად რეკომენდებულ მინიმალურ პერიოდზე ხანმოკლე. ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
ბეტა-ჰემოლიზური სტეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციებისას, მოგვიანებითი გართულებების თავიდან აცილების მიზნით (მაგალითად, რევმატოიდული ცხელება, გლომერულონეფრიტი), მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა ნაკლებ 10 დღის განმავლობაში.
არ შეწყვიტოთ მკურნალობის კურსი ექიმის მიერ დანიშნულ ვადაზე ადრე, თუნდაც ბავშვმა უკეთ იგრძნოს თავი. თუ პრეპარატით მკურნალობა შეწყდება მკურნალობის კურსის დასრულებამდე, ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს და გამოიწვიოს ინფექციის ხელახალი განვითარება.
ხოლო, თუ ბავშვმა მიიღო პრეპარატის დანიშნული რაოდენობა ან პრეპარატის გამოყენების ვადა აღწევს ორ კვირას, გაუმჯობესება კი არ ვლინდება, კონსულტაიციისათვის მიმართეთ ექიმის. თქვენ საჭიროებთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევას მაშინაც, თუ პრეპარატის ეფექტურობა არ მიგაჩნიათ საკმარისად.
სუსპენზიის დამზადება
როგორც წესი, სუსპენზია მზადდება აფთიაქში, ფარმაცევტის მიერ.
ფხვნილის გაფხვიერების მიზნით ენერგიულად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ორ ულუფად (თავდაპირველად 2/3-მდე, შემდეგ კი ნიშნულამდე) დაამატეთ საჭირო ოდენობის წყალი (იხილეთ ცხრილი), ამასთანავე, ყოველ ჯერზე, კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
 ფლაკონის ზომა  სუსპენზიის დასამზადებლად საჭირო წყლის რაოდენობა
 35 მლ  29,5 მლ
 50 მლ  42 მლ
 70 მლ  59 მლ
 140 მლ  118 მლ

ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონის შემცველობა.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ამოქსიკლავმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს ეფექტები უმნიშვნელო სიმძიმისაა და ისინი ატარებენ გარდამავალ ხასიათს. ყველაზე ხშირად განვითარებულ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრიდან (ღებინება, გულისრევა და დიარეა). გვერდითი ეფექტების გამოვლენა იქნება მინიმალური, თუ პრეპარატის გამოყენება მოხდება უშუალოდ კვების წინ ან კვების დროს.
სხვა სამკურნალო პრეპარატების უმრავლესობის მსგავსად, ამოქსიკლავი ძალიან იშვიათად ან იშვიათად იწვევს სერიოზულ არასასურველ უარყოფით რეაქციას.
იმ შემთხვევაში, თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, ბავშვს აღენიშნება ერთ-ერთი, შეწყვიტეთ ამოქსიკლავის გამოყენება, დახმარების მისაღებად დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს:
-სახის, ტუჩების, პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, რაც შეიძლება გახდეს გართულებული ყლაპვის და სუნთქვის მიზეზი;
-ქავილით მიმდინარე კანის ალერგიული რეაქციები, მაგალითად ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი;
-სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება).
ასეთ შემთხვევაში ბავშვს დაუყოვნებლივ ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ასევე, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს, თუ ბავშვს შეამჩნიეთ:
-შარდის გამუქება და განავალის გაუფერულება;
-კუჭ-ნაწლავის სისხლდენით მიმდინარე მძიმე დიარეა (არსებობს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების საშიშროება);
-ბუშტების განვითარება ან კანის აქერცვლა, ასევე, კანის სიწითლე ან კანზე სისხლჩაქცევების განვითარება;
-ჩვეულებრივთან შედარებით შარდის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (არსებობს თირკმელების ანთებითი დაავადების განვითარების საშიშროება – შარდში კრისტალების ფორმირებასთან დაკავშირებით მილების ბლოკადა ან ინტერსტიციალური ნეფრიტი);
-რეაქციები სისხლის მხრიდან, რაც იწვევს სისხლჩაქცევების, ხშირი ინფექციების (მაგალითად, ფარინგიტი) ან ანემიის განვითარებას;
-კრუნჩხვები.
ესენი არიან სერიოზული არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდებიან ძალიან იშვიათად, მაგრამ თხოულობენ სამედიცინო დახმარებას.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100-დან 1-ზე მეტ და 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-რძიანა (საფუარის სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს, საშოს და კანის ნაკეცების ინფექცია); რძიანას მკურნალობაში დახმარებისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;
-კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ღებინების, გულისრევის ან დიარეის ჩათვლით;
-პერიანალური მიდამოს კანის ქავილი.
იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000-დან 1-ზე მეტ და 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
-მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
-შესაძლებელია კბილების შეფერილობის შეცვლა, რომელიც გაივლის კბილის ჯაგრისით კბილების გაწმენდის შემდეგ;
ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-ენამ შეიძლება მიიღოს ყავისფერი ან შავი შეფერილობა;
-კრისტალები შარდში, რომლებიც, როგორ წესი, ვლინდებიან მხოლოდ მიკროსკოპში; შარდის შემღვრევა, მძიმე და მტკივნეული შარდვა;
-ჰიპერაქტიურობა, შფოთვა, ძილიანობა, გონების არევა, აგრესია;
-ცხელება.
სერიოზული, ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ ამოქსიკლავი
-თუ თქვენ ბავშვს აქვს ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-თუ თქვენ ბავშვს აქვს ალერგია სხვა პენიცილინის ან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ (მაგალითად, ცეფალოსპორინების მიმართ);
თუ ადრე, პრეპარატის გამოყენებისას, თქვენს ბავშვს აღენიშნებოდა რეაქცია კანის გამონაყარის, სახის, კისრის ან სხეულის შეშუპების, ასევე სუნთქვის გართულების სახით, მაშინ, სავარაუდოდ, მას აქვს ალერგია მოცემული პრეპარატის მიმართ.
-თუ თქვენ ბავშვს აწუხებს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ასევე, თუ ადრე, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების ან ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას, მას უვითარდებოდა ქოლესტატური სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქია;
-თუ ბავშვი დაავადებულია მონოციტარული ანგინით (ინფექციური მონონუკლეოზი) ან ლიმფოლეიკოზით.

ამოქსიკლავით მკურნალობისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
-თუ ბავშვს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები; ასეთ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი, მოახდენს პრეპარატის დოზის კორექციას ან გაზრდის პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალს;
-თუ ბავშვს აღენიშნება მძიმე ალერგიული დაავადებები ან ბრონქიალური ასთმა;
თუ თქვენ, ან თქვენს ბავშვს, როდესმე აღგენიშნებოდათ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
მძიმე დიარეის და/ან გულისრევის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
თუ ადრე, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებისას თქვენს ბავშვს უვითარდებოდა მძიმე დიარეა, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. არსებობს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების საშიშროება, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში, ფორმით.
თუ ბავშვი მოცემულ პრეპარატს იყენებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არსებობს რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციის განვითარების საშიშროება.
მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში კრისტალურიის (შარდში კრისტალების ფორმირება) განვითარების თავიდან აცილების მიზნით, ბავშვმა ჭარბად უნდა მიიღოს სითხე.
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ნებისმიერის განვითარებისას მიმართეთ მკურნალ პედიატრს.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ამოქსიკლავს იყენებთ პირადად თქვენ, და არა თქვენი შვილი, და თქვენ ხართ ორსულად (ან გაქვთ ეჭვი, რომ ხართ ორსულად), შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. სხვა პრეპარატების მსგავსად, ამოქსიკლავის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. მოცემული პრეპარატის გამოყენების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს ექიმი. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
ამოქსიკლავის გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში. დედის რძეში პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარებული სენსიბილიზაციის (ჰიპერმგრძნობელობის) განვითარების საშიშროების გარდა, მოცემული მომენტისათვის, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებზე სხვა უარყოფითი ზემოქმედება აღმოჩენილი არ არის. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომდენაცია.
ნებისმიერი სხვა პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

განსაკუთრებული მითითებები

საკვებისა და სასმელის გამოყენება
პრეპარატი გამოიყენება უშუალოდ კვების წინ, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის დარღვევების განვითარების თავიდან აცილებას.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
ამოქსიკლავი ახდენს ძალიან სუსტ მოქმედებას სატრანსპორტო საშუალებებისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე; თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, ცნობიერების არევა.

ჭარბი დოზირება

თუ ბავშვმა მიიღო პრეპარატი ჭარბად, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარების პუნქტებს. ანახეთ ექიმს სამკურნალო საშუალების შეფუთვა.
პაციენტთა უმრავლესობაში ჭარბი დოზის სიმპტომები ან არ აღინიშნებოდა, ან ვლინდებოდა უმნიშვნელოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან - გულისრევის, ღებინების, მუცლის ტკივილის და დიარეის ჩათვლით. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა კანის გამონაყარი, ჰიპერაქტიულობა ან ძილიანობა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ისეთი კლინიკური სიმპტომები, როგორიც არის, აღგზნებადობა და უძილობა, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა - შარდში კრისტალების ფორმირების გამო.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ბავშვისათვის ამოქსიკლავის მიცემა
თუ თქვენ დაგავიწყდათ ბავშვისათვის პრეპარატის დანიშნული დოზის მიცემა, გააკეთეთ ეს პირველივე შესაძლებლობისას. პრეპარატის მიღების ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს მცირე, არა ნაკლებ 4 საათისა. შეეცადეთ დაუბრუნდეთ ბავშვის მიერ პრეპარატის მიღების ჩვეულ რეჟიმს (პრეპარატის შემდეგი მიღება უნდა მოხდეს 12 საათის შემდეგ). დავიწყებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მისცეთ ბავშვს ორმაგი დოზა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თუ თქვენი ბავშვი იყენებს ან ახლო წარსულში იყენებდა სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენი ბავშვი იყენებს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატს:
-ნებისმიერი ბაქტერიოსტატული ქიმიოთერაპიულ/ანტიბაქტერიული პრეპარატი (ქლორამფენიკოლი, მაკროლიდები, ტეტრაციკლინები ან სულფანილამიდები);
-მეტოტრექსატი;
-ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ);
-ორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი);
-პრობენეციდი;
-სულფასალაზინი;
-დიგოქსინი (საგულე საშუალება);
-დისულფირამი.
იმ შემთხვევაში, თუ ამოქსიკლავის სუსპენზიას იღებთ პირადად თქვენ, შეატყობინეთ ექიმს, თუ იყენებთ ორალურ კონტრაცეპტივებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება შეამციროს ორალური კონტრაცეპტივის ეფექტურობა, შესაბამისად, ამოქსიკლავით მკურნალობის პერიოდში, დაორსულების პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება, მაგალითად პრეზერვატივი.
პრეპარატი ამოქსიკლავით მურნალობის პერიოდში გლუკოზაზე შეიძლება განვითარდეს ცრუდადებითი რეაქცია შარდში, ასევე, შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზის შედეგი. თუ ბავშვს ჩაუტარდება სისხლის ანალიზი, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან მედ.დას, რომ ის იღებს ამოქსიკლავს.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ინახება მშრალ ადგილას, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25ºC.
მზა სუსპენზია ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში, ტემპერატურა 2-8ºC.
პრეპარატის გამოყენებისთანავე, ფლაკონს მჭიდროდ დააფარეთ ხუფი.
გამოყენებადე ენერგიულად შეანჯღრიეთ!
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით.