აკატინოლი 10მგ #30ტ

აკატინოლი 10მგ #30ტ
(Memantine hydrochloride)

გამოშვების ფორმა, შეფუთვა: 
შეფუთვაში მოთავსებული  30 და 90 ცალი გარსით დაფარული აკატინოლ მემანტინის ტაბლები. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.
50 ან 100 მკ მუქი ფერის მინი ფლაკონში ასხია აკატინოლ მემანტინის წვეთები, რომელიც შინაგანი მიღებისთვისაა განკუთვნილი. 1 მკ (20 წვეთი) აკატინოლ მემანტინი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.

შემადგენლობა:
მემანტინის ჰიდროქლორიდი (Memantine hydrochloride)

მწარმოებელი: 
Merz Pharma  (გერმანია)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დემენციის სამკურნალო ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მემანტინი არის N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორების არაკონკურენტული ანტაგონისტი, რომელიც ახდენს გლუტამატერგული სისტემის მოდულაციას. იგი პათოგენეზურად ზემოქმედებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დეგენერაციულ პროცესებზე. მემანტინი არეგულირებს იონების ტრანსპორტს და ბლოკირებას უკეთებს კალციუმის არხებს. გარდა ამისა,  გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება, აწესრიგებს მემბრანულ პოტენციალს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას, კოგნიტურ პროცესებს, მეხსიერებასა და სწავლის უნარს, აუმჯობესებს ყოველდღიურ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა:
აკატინოლ მემანტინი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-6 სთ-ში, თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში, პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება. პრეპარატი გამოიყოფა ორ ფაზად. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი პირველ ფაზაში შეადგენს 4-9 სთ-ს, ხოლო მეორე ფაზაში - 40-65 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად (75-90%).

ჩვენება:
-დეგენერაციული დემენცია (ალცჰაიმერის ტიპის), სისხლძარღვოვანი დემენცია. ნებისმიერი სიმძიმის შერეული ტიპის დემენცია;
-მეხსიერების, კონცენტრაციისა და სწავლის უნარის დაქვეითება;
-ქალა-ტვინის ტრავმის, გაფანტული სკლეროზის და ინსულტის შედეგად განვითარებული ცერებრალური და სპინალური სპასტიური სინდრომი.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
აკატინოლ მემანტინის დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზით.

დემენცია მოზრდილებში: 
მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 5 მგ/დღეში აკატინოლ მემანტინი,  მეორე კვირას - 10 მგ/დღეში, მესამე კვირას - 15-20 მგ/ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის ყოველკვირეული ზრდა 10-10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 30 მგ-ს.

ცნს-ის პათოლოგიით განპირობებული სპასტიური სინდრომი:
მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 10 მგ/დღეში აკატინოლ მემანტინი, მეორე კვირას 10 მგ/დღეში, მესამე კვირას - 20-30 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის ყოველკვირეული ზრდა 10-10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 60 მგ-ს. შემანარჩუნებელი დოზა საშუალოდ 1-20 მგ/დღეში შეადგენს.
სადღეღამისო დოზა თანაბრად იყოფა დღის განმავლობაში რამოდენიმე მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს. უკანასკნელი დოზა მიიღება ვახშმამდე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა დგინდება ინდივიდუალურად კლინიკური ეფექტიდან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდში თირკმლის ფუნქციის კონტროლით.
1 წელზე ზემოთ ბავშვებიში დღიური დოზა შეადგენს 500 მგ/კგ მასაზე.

გვერდითი მოვლენები: 
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, დაღლილობა, შფოთვა, აგზნება, გულისრევა და თავში სიმძიმის შეგრძნება და ქალაშიდა წნევის მომატება;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
გულისრევა.

უკუჩვენება:
-პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
-თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირეოტოქსიკოზით და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები:
ოპტიმალური დოზა მიიღწევა თანდათან, დოზის ყოველკვირეული მომატებით.

ჰიპერდოზირება:
აღინიშნება გვერდითი მოვლენების გაძლიერება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა  კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის გამოყენება, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აკატინოლ მემანტინის ბარბიტურატებთან, ნეიროლეპტიკებთან, ანტიქოლინერგულ საშუალებებთან, L-დოფასთან, დოფამინეგრულ აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი) და ამანტადინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს აღნიშნული პრეპარატების მოქმედება. დანტროლენთან ან ბაკლოფენთან ერთდროული მიღებისას მემანტინმა შეიძლება შეცვალოს (გააძლიეროს ან შეამციროს) მათი მოქმედება, შესაბამისად აღნიშნული პრეპარატების დოზები უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. იგი  ვარგისიანია 3 წელი.