დიკლოსალ გელი 1%
შემადგენლობა
100 გ გელი შეიცავს: ნატრიუმის დიკლოფენაკს – 1 გ და ექსციპიენტებს: ეთანოლს 96%, პროპილენგლიკოლს, ტროლამინს, კარბომერს 980, მეთილ რ-ჰიდროქსიბენზოატს, გაწმენდილ წყალს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის.
თერაპიული ჩვენებები
ანთებითი დაავადებები და მყესების იოგების და სახსრების ტრავმები. ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმატული შეშუპებები.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
- კანის დაავადებები ისეთი როგორიცაა: ეგზემა, ინფექციური დაავადებები, დამწვრობა, წყლულები;
- ორსულობის მე-3 ტრიმესტრი.
უსაფრთხოების ზომები
არ შეიძლება პრეპარატის წასმა ლორწოვან გარსზე, განსაკუთრებით თვალების არეში.
პრეპარატის დიკლოსალ გელის 1% დატანის შემდეგ კანის გაღიზიანების გაჩენისას აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
ურთიერთქმედებები
პრეპარატის დიკლოსალ გელის 1% მცირე დოზებით სისტემატური შეზელვისას, მისი რეკომენდაციების შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა სამკურნალწამლო ურთიერთქმედებების წარმოქმნა.
განსაკუთრებული მითითებები
ბავშვები:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ გამოკვლევების არარსებობის გამო, პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელია პრეპარატი გამოიყენება ორსულობის მხოლოდ პირველი 5 თვე; ორსულობის მე-6 თვიდან პრეპარატის გამოყენება – უკუნაჩვენებია, ნაყოფის კარდიოპულმონალური ტოქსიკურობის რისკის გამო, რომელიც განპირობებულია სისტემატური შეწოვით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენების შემთხვევაში.
გამოყენების სხვა გზების შემთხვევაში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აღწევენ დედის რძეში. ექსტრაპოლაციისას და სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდებულია არ გამოიყენონ პრეპარატი დიკლოსალ გელი 1% ქალებმა, ძუძუთი კვების პერიოდში.
ავტომობილების მართვის ან აღჭურვილობის გამოყენების უნარი
დიკლოსალ გელი 1% არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და აღჭურვილობის გამოყენების უნარზე.
გამოყენების წესი და დოზები
გარეგანი გამოყენების პრეპარატის დიკლოსალ გელის 1% დატანა ხდება დღე-ღამეში 2-4 ჯერ თანაბარ თხელ ფენად დაზიანებულ უბანზე.
პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს.
სრული შეწოვისათვის აუცილებელია დაზიანებული უბნის კანში ოდნავ შეზელვა. ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების გულდასმით დაბანა.
გვერდითი ეფექტები
კანის ადგილობრივი გაღიზიანებები: იშვიათად, ჩნდება ალერგიული გამოვლინებები, კანის ქავილი ან ლოკალიზებული ერითემა.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:
- დერმატოლოგიური;
- სასუნთქი: ძალიან იშვიათად ჩნდება ბრონქული ასთმის შეტევები, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში;
- ზოგადი: ძალიან იშვიათად, ანაფილაქსიური რეაქციები, აგრეთვე კანის მომატებული შეღწევადობის შემთხვევაში.
აასს-ს სხვა ზოგადი სისტემატური რეაქციები (მაგალითად: საკვების მომნელებელი სისტემისა და თირკმლის მხრივ) შეიძლება გაჩნდეს აქტიური სუბსტანციები კანის მომატებული შეღწევადობის დატანილი გელის დიდი რაოდენობის დატანის დიდი ფართობის კანის დაავადებების არსებობის ხანგრძლივი მკურნალობის და მოჭერილი ნახვევების გამოყენების შემთხვევაში.
ჭარბი დოზირება
დიკლოსალ გელის 1% გამოყენების დროს ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ თუ ეს მოხდა, ზედაპირი, რომელზეც დატანილი იყო გელი, აუცილებელია გულდასმით მოიბანოს წყლის დიდი რაოდენობით.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეინახეთ 25ºС ტემპერატურაზე, ორიგინალური შეფუთვით.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
კოლოფი 1 ალუმინის ტუბით 25 გ გელით.
მწარმოებელი
S.C. Slavia Pharm S.R.L.
ტეოდორ პალადის გამზირი № 44С,
სექტორი 3, ბუქარესტი, რუმინეთი
ბაზარზე მიწოდების ავტორიზაციის მფლობელი
S.C. Slavia Pharm S.R.L.
შტირბეი ვოდეს ქ., № 53-55, ბუქარესტი, რუმინეთი