დიდროფი 20მლ გელ/სპრეი

დიდროფი 20მლ გელ/სპრეი

დასახელება: დიდროფი გელი  სპრეი 20მლ  

სამკურნალო ფორმა: ნაზალური წვეთები

 

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: სპრეის 1გ შეიცავს:

  • ქაცვის ზეთი 1,5მგ
  • კალენდულას ნაყენი 10მგ
  • ეხინაცეას ნაყენი  10მგ
  • ევკალიპტის ზეთი 2მგ
  • სოჭის  ზეთი 1,5მგ
  • პიტნის ზეთი 1,5მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: კარბოქსიმეთილცელულოზა, ჟელატინი, გლიცერინი, ეთილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი და წყალი.

 

ქაცვის ზეთი – გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, აღმდგენი და ანტიოქსიდანტური თვისებები. არბილებს და კვებავს კანისა და ლორწოვანი გარსის უჯრედებს, ხელს უწყობს მათ აღდგენას, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების პროცესზე, აჩქარებს შეხორცების პროცესს. ანტიმიკრობული და ბაქტერიციდული თვისებების გამო გამოიყენება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში: სინუსიტი, ჰაიმორიტი, ფარინგიტი, ნაზოფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, რინიტი, ანგინა. ქაცვი ეფექტური საშუალებაა იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის, რის გამოც იგი გამოიყენება გაციებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების საპროფილაქტიკოდ.

 

ევკალიპტის ზეთი – ევკალიპტს „ტყეთა ალმასს“, „სიცოცხლისა და სასწაულთა ხე“–ს უწოდებენ. ევკალიპტის ზეთი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ბრონქიტის, პნევმონიის, ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. გააჩნია რა ძლიერი ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეკრეტორული თვისებები, აიოლებს ცხვირით სუნთქვას, ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას და აუმჯობესებს ამოხველებას.

 

სოჭის ზეთი – ახასიათებს მსუბუქი გამახურებელი მოქმედება, აქვს მატონიზირებელი და ბაქტერიციდული ეფექტი, აძლიერებს იმუნიტეტს. აიოლებს ცხვირით სუნთქვას გრიპისა და გაციების დროს.

 

პიტნის ზეთი – პიტნა განსაკუთრებით მდიდარია ეთეროვანი ზეთებით, რომელთაც გამაგრილებელი, მაცოცხლებელი გემო და სურნელი აქვთ. ძირითადი კომპონენტია მენთოლი, რომელსაც განსაკუთრებული ეფექტი აქვს რესპირატორული ინფექციების დროს როგორც ტკივილგამაყუჩებელ, სპაზმოლიზურ და ანტისეპტიკურ საშუალებას, იგი აგრილებს გაღიზიანებულ კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ქავილს, გამოაქვს დაგროვილი ტოქსინები.

 

კალენდულას ნაყენი – შეიცავს კაროტინოიდებს, მთრთიმლავ ნივთიერებებს, აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

 

 ექინაცეას ნაყენი – სამკურნალო მიზნით გამოიყენება ექინაცეას როგორც ყვავილი, ასევე ფოთოლი და ფესვი. მის მძლავრ იმუნომოდულაციურ თვისებას განაპირობებს შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – პოლისაქარიდების, ეთერზეთების, გლიკოზიდების, საპონინების, ორგანული მჟავების, ალკალოიდების, ფიტოსტერინების, მთრთიმლავი ნივთიერებების, პოლიენების, მინერალური ნივთიერებების სიმრავლე. ექინაცეას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიალერგიული, ანტირევმატული, სოკოს საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებები, რის გამოც ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში.

 

 

     დიდროფი გელი გამოიყენება ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას, სურდოს მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის.

 

 

მიღების წესი და დოზირება: დიდროფი გელი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვისაა.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. მოხსენით ხუფი ფლაკონს, მიმართეთ თქვენგან საპირისპირო მიმართულებით და 2-3-ჯერ ძლიერად დააწექით მექანიზმს შიგთავსის ამოფრქვევამდე. მოზრდილებში – 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში არა უმეტეს საათში ერთხელ. ბავშვებში 3 წლიდან – 1 შესხურება თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3 საათში ერთხელ.

 

შენახვის წესი: შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული ფლაკონი მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

 

მწარმოებელი : შპს „სილვანოლსი“, ლატვია, რიგა, კურბადას ქ.#2

დისტრიბუტორი: შპს „ავერსი ფარმა“ საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის 148/2