დიფარდინი
დიფარდინის შემადგენლობა: ერთი კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 5 მლრდ
ლიოფილიზირებული Saccharomyces Boulardii, 4 მლრდ Lactobacillus Rhamnosus.
დამხმარე ნივთიერებები: სოიოს, რძისა და მათი წარმოებულების ნაწილაკები, შეწებების
საწინააღმდეგო აგენტი - სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო საშუალება, ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება. ჩვენებები: მწვავე ბაქტერიული და ვირუსული ფაღარათის მკურნალობა და პროფილაქტიკა, მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი, ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეა, მოგზაურთა დიარეა, ფაღარათი გამოწვეული ხანგრძლივი ენტერალური კვებით, Clostridium Difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ლაქტოზას აუტანლობა.
დოზირება და მიღების წესი: 1 წლამდე: ნახევარი კაფსულის შიგთავსი ერთხელ დღეში. 1-6 წლის ასაკი: 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. 6 წლიდან ზემოთ: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. კაფსულა მიიღება უზმოზე, წყლის მიყოლებით. არ უნდა მოხდეს მისი დაღეჭვა, რეკომენდირებულ დოზას გადაჭარბება.
გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #10 კაფსულა.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ. მწარმოებელი: დიფას ინტერნეშნალ ს.რ.ლ. ლოკ. ცერასოლო - კორიანო (RN), იტალია.