დისეპავიტი
Disepavit
ხსნარი ი/მ და ი/ვ ინექციისათვის
Disepavit
ხსნარი ი/მ და ი/ვ ინექციისათვის
შემადგენლობა:
I ამპულა (წითელი ფერის) შეიცავს: აქტიური კომპონენტები: 2.5 მგ ციანოკობალამინი, 0.70 მგ ფოლიუმის მჟავა, 12 მგ ნიკოტინამიდი.
დამხმარე საშუალებები: ნატრიუმის ტარტრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
II ამპულა (უფერო) შეიცავს: აქტიური კომპონენტი: 150 მგ ასკორბინის მჟავა.
დამხმარე საშუალებები: ნატრიუმის დითიონიტი, ნატრიუმის ბიკარბონატი, საინექციო წყალი.
ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა:
სტერილური საინექციო ხსნარი
1 მლ ამპულა I + 1.5 მლ ამპულა II, 6+6 ამპულა შეფუთვაში.
გამოიყენება კუნთში და ვენაში ინექციის სახით
ფარმაკოთერაპიული კატეგორია:
ვიტამინების კომპლექსი.
საბაზრო ნებართვის მფლობელი
“So. Se. PHARM S.r.l” – Via del Castelli Romani 22 – 00040 pomecia (romi) Italia
მწარმოებელი და საბოლოო მაკონტროლებელი
Special Product’s Line S.p.A. – Via Campobello 15 – 00040 Pomezia (Rome) Italy
თერაპიული ჩვენებები:
B12 ვიტამინის, ნიკოტინამიდის, ასკორბინის მჟავის, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ურთიერთქმედებები:
არ არის ცნობილი.
განსაკუთრებული გაფრთხილებები:
ფოლიუმის მჟავის ან მისი წარმოებულების, განსაკუთრებით კი B12 ვიტამინის, შემცველი პროდუქტები არ გამოიყენება ანემიურ ადამიანებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი ინიშნება გამოკვლევების საფუძველზე, რომელთა მიზანია არსებული ანემიის ზუსტი წარმომავლობის დადგენა.
მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჰემატოლოგიური კონტროლის ქვეშ. ავთვისებიანი ანემიის შემთხვევაში, აუცილებელია B12 ვიტამინის დოზის ინტეგრაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა რაოდენობრივი შემადგენლობა კონკრეტულ თერაპიულ მოთხოვნებს.
ანემიის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არასწორი დიაგნოსტიკური შედეგები. პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის წითელი შეფერილობა. აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს არაორდინალურ მოვლენას.
პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის დითიონიტს. ამ კომპონენტმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
პრეპარატის გამოყენება არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სამკურნალო საშუალებები უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები: საშუალო დოზირება: 2-3 დოზა ყოველკვირეულად. ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია 1-2 დოზის მიღება ყოველდღიურად.
დისეპავიტის გამოყენება შეიძლება კუნთში და ვენაში; იგი შეყვანილ უნდა იქნას ნელი ვენოზური პერფუზიების სახით თუ გაზავებულია 250-500 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზაში.
გამოყენებისას ორივე ამპულის შემცველობა ამოღებული უნდა იყოს ერთ შპრიცში.
ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობილი.
არასასურველი ეფექტები:
პრეპარატის მიღების შემდეგ შეძლება ადგილი ქონდეს მომატებულ მგრძნობელობით რეაქციებს (მაგ. ასთენია, ციება, ჰიპოტენზია, ტაქიპნოე, გამონაყარი, ქავილი).
ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი ქონდა ანაფილაქსიას.
შესაძლებელია აღინიშნოს გაწითლება, შესივება და ტკივილი ინიექციის გაკეთების ადგილას.
ჩანართ-ფურცელში მოცემული მითითებების დაცვა უზრუნველყოფს არასასურველი ეფექტების განვითარების რისკის შემცირებას.
ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად უნდა ეცნობოს ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შესახებ.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის წესი:
გაფრთხილება: პროდუქტი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.