დიუტაქსი 5მგ/50მგ #10ტ

დიუტაქსი
(DIUTAKS)


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ჰიდროქლოროთიაზიდი _ 50 მგ.
ამილორიდის ჰიდროქლორიდი _ 5 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიუტაკსი დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელშიც შერწყმულია ჰიდროქლოროთიაზიდის მძლავრი ნატრიურეტიული და ამილორიდის ჰიდროქლორიდის კალიუმშემნახველი თვისებები.
ჰიდროქლოროთიაზიდი აქვეითებს ელექტროლიტების რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში, რის შედეგადაც ძლიერდება ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის, მაგნიუმის და შესაბამისად წყლის ექსკრეცია. შიგნით მიღების შემდეგ თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 საათში და მაქსიმუმს აღწევს 4 საათის განმავლობაში.
ამილორიდის ჰიდროქლორიდი მსუბუქი დიურეზული საშუალებაა, რომელიც მოქმედებს ძირითადად თირკმლის დისტალურ მილაკებზე. აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორის იონების და ამცირებს კალიუმის იონების გამოყოფას.

ჩვენებები:
- არტერიული ჰიპერტენზია
- შეშუპება გულის უკმარისობის დროს
- ღვიძლის ციროზი ასციტით და შეშუპებით
- პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ დიურეზული საშუალებების ხანგრძლივი მიღება (ჰიპოკალემიის განვითარების ან კალიუმის ზედმეტად დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით)
- ჰიპერტენზიის დროს, როდესაც აუცილებელია კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნება, მაგალითად: პაციენტები რომლებიც რებულობენ სათითურას პრეპარატებს, პაციენტები არიტმიებით.

დოზირება:
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი ერთჯერ დღეში ან გაყოფილი ორ მიღებაზე.

უკუჩვენებები:
- ჰიპოკალემია (5,5 მექვ/ლ მეტი)
- კალიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება
- თირკმლების ფუნქციების დარღვევა
- პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ორსულობა (ტერატოგენული მოქმედება არ აღნიშნულა)

გაფრთხილება:
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, დიაბეტი ან რესპირაციული და მეტაბოლური აციდოზი.

გვერდითი მოვლენები:
დიუტაკსი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს გვერდითი მოვლენები თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, მეტეორიზმის ან გამონაყარის სახით.

გამოშვების ფორმა:
დიუტაკსი ტაბლეტები #10.

მწარმოებელი:
Amoun Pharmaceutical Co, S.A.E
El-Obour City, Cairo, Egypt.