დოქსიციკლინი ჰ/ქლ 0.1გ #10კაფს

დოქსიციკლინი ჰ/ქლ 0.1გ #10კაფს

დოქსიციკლინი
კაფსულები 100 მგ


სამკურნალო საშუალების შემცველობა:

მოქმედი ნივთიერება: დოქსიციკლინის ხიკლატი;
1 კაფსულა შეიცავს 100 მგ დოქსიცილინის ხიკლატს დოქსიციკლინზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: კაფსულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება, ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტკიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები. პრეპარატს გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება, ავლენს ბაქტერიოსტატულ თვისებებს. აქტიურია უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი, მათ შორის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (ტეტრაციკლინების გარდა) რეზისტენტული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. დოქსიციკლინი ასევე მოქმედებს რიკეტსიებზე, მიკოპლაზმებზე, ქლამიდიებსა და ზოგიერთ უმარტივესზე. არ მოქმედებს პროტეუსის შტამების უმრავლესობაზე, სოკოებზე, მცირე და საშუალო ვირუსებზე. 
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ნელა გამოიყოფა ორგანიზმიდან; დოზის მიხედვით თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 18-24 საათის განმავლობაში. პრეპარატის ნახევრად დაშლის პერიოდი – 12 -  22 საათია.
ჩვენებები.
დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები, მათ შორის: სასუნთქი და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (მათ შორის ფერისმჭამელები), შარდსასქესო ორგანოების ინფექციები (მათ შორის გონორეა, პირველადი და მეორადი სიფილისი), ტიფი, ბრუცელოზი, რიკეტსიოზი, ოსტეომიელიტი, ტრაქომა, ქლამიდიოზი, ტროპიკული მალარია, ქოლერა, ლეპტოსპიროზი.


უკუჩვენებები.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ტეტრაციკლინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, სოკოვანი დაავადებების დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 8 წლამდე ასაკის ბავშვებში. სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევების დროს.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას.
პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
კანდიდოზების განვითარების პროფილაქტიკისათვის დოქსიციკლინთან ერთად რეკომენდებულია ნისტატინისა ან ლევორინის გამოყენება.
არ გამოიყენება ორსულობის დროს, ვინაიდან პლაცენტაში გადასვლისას, პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ჩონჩხის ძვლების ზრდის დათრგუნვა, და ასევე ღვიძლში ცხიმოვანი ინფილტრაცია.
პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
დოქსიციკლინი არ ინიშნება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ტეტრაციკლინები, მათ შორის დოქსიციკლინი, იწვევენ კბილის ფერის ხანგრძლივ შეცვლასა და ემალის ჰიპოპლაზიას, ჩონჩხის ძვლების განივი ზრდის დათრგუნვას. 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მოცემულ სამკურნალო ფორმაში არ ინიშნება.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს სიფრთიხლეა საჭირო (შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია და მაღალი კონცენტრაციების ჰეპატოტოქსიკური მოქმედება). 
შესაძლებელია სისხლში ღვიძლის ამინოტრანსფერაზების, ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის ტრანზიტორული მომატება.
მონაცემები, რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებში არ არსებობს.

ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ალუმინის, ვისმუტის, მაგნიუმის მარილების შემცველი ანტაციდები, რკინის და კალციუმის პრეპარატები აქვეითებენ დოქსიციკლინის შეწოვას და მის დონეს სისხლის პლაზმაში, წარმოქმნიან რა პრეპარატთან არააქტიურ ქელატებს, რის გამოც მათი ერთდროული დანიშვნა არ შეიძლება.
ბარბიტურატებთან, კარბამაზეპინთან, ფენიტოინთან ერთდროული გამოყენებისას დოქსიციკლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იყოს მიზეზი მისი ანტიბაქტერიული მოქმედების შემცირებისა. 
თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის კომბინაცია პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, რომლებსაც გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება და ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკების ანტაგონისტები არიან.

განსაკუთრებული მითითებანი.
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, ჭამის შემდეგ (კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად), ჭარბი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
შეუთავსებადია ტუტე PH-ის მქონე და ასევე მჟავა გარემოში არამდგრად (ამინოფილინთან, ჰიდროკორტიზონთან, ერიტრომიცინთან) პრეპარატებთან.ღვიძლ-თირკმელის უკმარისობის დროს პრეპარატი გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლის ქვეშ.   

გამოყენების მეთოდი და დოზები. ინიშნება პერორალურად მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. მკურნალობის პირველ დღეს ინიშნება დღეში 200 მგ. მომდევნო დღეებში – 100-200 მგ დღეში, დაავადების კლინიკური მიმდინარეობის შესაბამისად. მიღების ჯერადობა – 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად დგინდება, დაავადების სიმპტომების გაქრობისა და სხეულის ტემპერატურის მოწესრიგების შემდეგ მკრნალობა გრძელდება სულ მცირე 24 – 48 საათს.
გონორეის მკურნალობისას ინიშნება: ავადმყოფებს მწვავე გაურთულებელი ურეთრიტით – კურსის დოზით 500 მგ (პირველი მიღება – 300 მგ, მომდევნო 2 მიღება – 100-100 მგ 6 საათიანი ინტერვალით); გონორეის გართულებული ფორმის დროს ანტიბიოტიკის კურსის დოზა (800 – 900 მგ) იყოფა 6 – 7 მიღებად (300 მგ პირველ მიღებაზე, 100-100 მგ 6 სთ. ინტერვალით – 5-6 მომდევნო მიღებაზე).
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ურეთრის, საშვილოსნოს ყელის და რექტალური ზონის გაურთულებელი ინფექციების დროს – 100 მგ 2-ჯერ დღეში, არა ნაკლებ 7 დღის განმავლობაში.
Chlamydia trachomatis-ით ან Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული ორქიტის ან ეპიდიდიმიტის დროს – 100 მგ 2-ჯერ დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 10 დღისა.
მამაკაცებში Ureaplasma urealyticum-ით გამოწვეული სასქესო ორგანოების ინფექციების დროს, პაციენტმა და მისმა პარტნიორმა უნდა გაიარონ პრეპარატით მკურნალობის კურსი დოზით 100 მგ 2-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.
პირველადი და მეორადი სიფილისი დროს პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 300 მგ-ს რამდენიმე მიღებად, მკურნალობის კურსი – არა ნაკლებ 10 დღისა.
ქლოროქინის მიმართ რეზისტენტული ტროპიკული მალარიას დროს, პრეპარატი გამოიყენება დღიური დოზით 200 მგ არა ნაკლებ 7 დღის განმავლობაში. მალარიას პროფილაქტიკისათვის – 100 მგ დღეში უფროსებისათვის. პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება შეიძლება არასაიმედო ეპიდემიური სიტუაციის რეგიონში გამგზავრებამდე 1-2 დღით ადრე და დაბრუნების შემდეგ       უნდა გაგრძელდეს 4 კვირა.
ავადმყოფების მკურნალობა ტიფით ტარდება ერთჯერადად დოზით 100-200 მგ.
უფროსებში ქოლერის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ინიშნება დოქსიციკლინის 300 მგ ერთჯერადად; იაპონური მდინარის ცხელების პროფილაქტიკისათვის – ერთჯერადად პრეპარატის 200 მგ.
ლეპტოსპიროზის მკურნალობისათვის ინიშნება 100 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზა. დღეისათვის პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები.
შესაძლებელია მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, ენის ანთება, ყლაპვის გაძნელება, პირის, კუჭისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსების ანთება. შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები, კანის ან კანქვეშა ქსოვილის ან ლორწოვანი გარსების ალერგიული შეშუპება.
სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ შესაძლებელია სისხლის ფორმულის შეცვლა.
პრეპარატი იწვევს კანის ჰიპერმგრძნობელობას ულტრაიისფერი დასხივების მიმართ, ბავშვებში კბილების ფერის შეცვლას.
გვერდითი მოვლენების ან სხვა რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლენისთანავე აუცილებლად მიმართ ექიმს და იკითხეთ თუ შეიძლება პრეპარატის მიღების გაგრძელება
ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე (კანზე გამონაყარი, შეშუპებები) შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

ვარგისიანობა.
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.

შეფუთვა. 10 კაფსულა კონტურულ შეფუთვაში, 1 შეფუთვა კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები.
რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი.
დსს სსც “ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ. 17.