აქტისომი
ACTISOM
ნატურალური სედატიური სიროფი ბავშვებისთვის
შემადგენლობა: 5 მლ-ში შედის:
- აგავის ორგანული სიროფი 2500 მგ
- ხილის ოლიგოსაქარიდები 710 მგ
- კუნელის თხევადი ექსტრაქტი 200 მგ
- ფორთოხლის (ყვავილის) ექსტრაქტი 10 მგ
- გვირილის ექსტრაქტი 10მგ
- ბარამბოს ექსტრაქტი 10მგ
+ მაგნიუმის გლიცეროფოსფატი და მარგანეცი
აქტისომის კომბინირებული შემადგენლობა ავლენს სედატიურ მოქმედებას, ხელს უწყობს რელაქსაციას და უზრუნველყოფს ბუნებრივ, ღრმა და ნორმალურ ძილს ღამის განმავლობაში. ამცირებს ცენტრარული ნერვული სისტემის აგზნებადობას. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. არეგულირებს არტერიულ და ქალასშიდა წნევას, თრგუნავს კუნთების კრუნჩხვით რეაქციებს, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. აქტისომი აგრეთვე ავლენს ანტიარითმიულ, კარდიოტონურ, ანტიანგინურ, ანტიჰიპოქსიურ, სპაზმოლიზურ, ნაღვლმდენ მოქმედებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვების კედლების გამკვრივებას, ფსიქიკის სტაბილიზაციას და გუნება-განწყობილების ამაღლებას.
ჩვენებები:
ძილის დარღვევა; სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა; ღამის გამოღვიძებები; მოუსვენრობა,შფოთვა;
სტრესის შემდგომი მდგომარეობა; შიში, დაძაბულობა; მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
ფსიქო-ემოციური ლაბილურობა; კონცენტრაციის დაქვეითება; გადაღლა; მსუბუქი დეპრესია; მოუსვენრობა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები (დისპეპსიური სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი);
ჰიპერთირეოზი; ქავანა დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება).
გამოშვების ფორმა: 100 მლ-იანი ბოთლი; ალუბლის გემო
მიღების წესი და დოზირება:
აქტისომი მიიღება დღეში ერთხელ ძილის წინ 30 წუთით ადრე
0- წლამდე - 5 მლ
5 წლის ზემოთ - 10 მლ
მკურნალობის კურსი - მინიმუმ 10 დღე, მაქსიმალური კურსი 1-2 თვე
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება წელიწადში რამოდენიმეჯერ. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. გამოიყენება გახსნიდან 20 დღის განმავლობაში.
მწარმოებელი: Laboratories Vitarmonyl 85612 Montaigu- FRANCE