დროპსტარი 0.4% 0.5მლ #20ტუბ

დროპსტარი
(hyaluronic acid sodium)


საერთაშორისო დასახელება  hyaluronic acid sodium
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - S01XA20

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი 
ხსნარები ადგილობრივი გამოყენებისათვის პრეპარატები რქოვანას დატენიანებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
დროპსტარის თვალის წვეთების კოლოფი შეიცავს 20X0.5მლ თითო დოზის შემცველ კონტეინერს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დროპსტარი თვალის ლუბრიკანტია, მას ასევე ხელოვნურ ცრემლს უწოდებენ.

ჩვენებები
თვალები სიმშრალის, დაღლილობის, წვის ან უცხო სხეულით გაღიზიანებისას.

მიღების წესები და დოზები

გამოიყენება თვალში ჩასაწვეთებლად 1 წვეთი 3-ჯერ დღეში, ექიმის რჩევით. არ შეიძლება გამოწერილი დოზის გადაჭარბება.
პრობლემის გახანგრძლივების ან სიმპტომების ცვლილებების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
დროპსტარი არ შეიცავს დამცავ საშუალებებს, ამიტომ იგი გამოიყენება გახსნისთანავე, კონტეინერი უნდა განადგურდეს პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში. პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ კონტეინერი იხურება სახურავის მობრუნებითა და კონტეინერის ყელზე მისი ჩამოცმით.

გამოყენების ინსტრუქცია
ერთი კონტეინერი უნდა განცალკავდეს ჯგუფისგან. იხსნება თავსახურის ტრიალით და აწევით. თვალში ჩაწვეთება ხდება კონტეინერზე ხელის რბილად მოჭერით.
გამოყენებამდე ექიმს უნდა მიმართონ:
• ორსულებმა ან მეძუძურმა დედებმა;
• პაციენტებმა, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს.

გვერდითი მოვლენები

ბროშურაში აღნიშნული ინსტრუქციის შესრულების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების რისკი მცირდება.
თვალის წვეთების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მხედველობის დროებითი დაბინდვა, რომელიც მალე ქრება.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს წვა და გაღიზიანება, მაგრამ, ჩვეულებრივ, ეს დროებითია, თანმდევი მოვლენების გარეშე და ამიტომ მკურნალობის შეცვლა საჭირო არ არის.
ინსტრუქციაში აღწერილი მოვლენებისგან განსხვავებული სიმპტომების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს ან ექიმს.

უკუჩვენება

როდესაც პაციენტს გააჩნია ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

დროპსტარი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. სენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენება უწყვეტად დიდი ხნის განმავლობაში. თუ ექიმი თვალში მისაღებ სხვა პრეპარატებს ნიშნავს, დროპსტარის გამოყენება არ შეიძლება. პრეპარატი არ გამოიყენება გამწმენდ და მადეზინფიცირებელ ხსნარებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის სპეციალური პირობები არ არსებობს.
კოლოფზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ შეფუთვაში არსებულ პრეპარატს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი ქვეყანა 
იტალია