ექინაცეის ექსტრაქტი
დოქტორ ტაისი
დოქტორ ტაისი
სარეგისტრაციო ნომერი:
№П 011790/01
სავაჭრო დასახელება:
დოქტორ ტაისი ექინაცეის ექსტრაქტი
სამკურნალწამლო ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი (2,5გ.) შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ექინაცეას ექსტრაქტი 20 მგ.
მენთოლი 2,0 მგ
დამხმარე კომპონენტები:
არომატიზატორი ბალახებისგან 25,0 მგ.
არომატიზატორი წიწვებისაგან 1,5 მგ.
საქაროზა 1468,75 მგ.
გლუკოზის სიროფი 920,25 მგ.
წყალი 62,5 მგ.
აღწერილობა:
ნახევრად გამჭვირვალე ბრტყელ ცილინდრული ღია ყავისფერი ტაბლეტები მენთოლის სუნით. ტაბლეტებში დასშვებია უმნიშვნელო ოდენობით ჰაერის ბუშტუკები და კიდეების უსწორმასწორობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის იმუნომასტიმულირებელი საშუალება.
კოდი ATX-LO3AX
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მცენარეული პრეპარატი, ახასითებს იმუნომასტიმლირებელი და ანტიანთებითი მოქმედება. უმეტესად ააქტივებს უჯრედულ იმუნიტეტს, ზრდის ლეიკოციტების რაოდენობას, აძლიერებს გრანულოციტების ფაგოციტურ აქტივობას.
ჩვენება:
ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. გრიპის (დაწყებითი სტადია და კომპლექსური თერაპია). ცხვირხახის, პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. სასუნთქი გზებისა და საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები (დამხმარე სასუალება).
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
პროგრესირებადი სისტემური დაავადებები ტუბერკულიოზი, ლეიკემია, ლეიკოზი, გაფანტული სკლეროზი).
სპიდი და ვიჩ ინფექციბი, აუტოიმუნური დაავადებები, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
არ არის რეკომენებული. რადგან მოქმედება არ არის შესწავლილი.
გამოყენების მეთოდი და დოზები:
მოზრდილებში 12 წლიდან და უფროსებში 1 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში. გავაჩეროთ პირის ღრუში სრულ გაწოვამდე. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას. მკურნალობის განმეორების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები. (კანის ჰიპერენა, სახის შეშუპება, ქოშინი). თავბუსხვევა არტეული წნევის დაქვეითება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
არ აღინიშნება.
გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები ბლისტერზე დაფარული ალუმინის ფოლგით. ბლისტერზე 12 ტაბლეტი. კოლოფში მოთავსებულია 1 ან 2 ბლისტერი.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
დოქ. ტაის ნატურვარენ გმბჰ
მიშელინშტრასსე 10,
66424 ჰომბურგი, გერმანია