დ.ტაისი ანგი სეპტი სალბით#24ტ

ანგი სეპტი
DR. THEISS
Angi Sept

რეგისტრაციის ნომერი:
П №015486/01

ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები 2,5გ ალუბლის, ლიმნის, სალბის, ქაცვის, თაფლისა და ცაცხვის არომატით

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი  შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები
მენთოლი                       5,4მგ
ანეთოლი                  2,4მგ
2,4-დიქლორბენზილის სპირიტი  1,2მგ
პიტნის ზეთი              0,6მგ

არაქტიური ინგრედიენტები:

ტაბლეტები ალუბლის არომატით
საქაროზა, გლუკოზის სიროფი, ალუბლის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, მღებავი E162, წყალი.

ტაბლეტები ლიმნის არომატით:
საქაროზა, გლუკოზის სიროფი, ლიმონმჟავა, ლიმნის ზეთების არომატული ნაზავი, ლიმეტის არომატიზატორი, წითელი ფორთოხლის არომატიზატორი, ბეტა კაროტინი 1%, წყალი.

ტაბლეტები სალბის არომატით:
საქაროზა, გლუკოზის სიროფი, სალბის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, კარამელი E150ც, ევკალიპტის ზეთი, წყალი.

ტაბლეტები ქაცვის არომატით:
საქაროზა, გლუკოზის სიროფი, ქაცვის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, წითელი ჭარხლის ექსტრაქტი, გარდენიას ექსტრაქტი, წყალი.

ტაბლეტები თაფლისა და ცაცხვის არომატით:
საქაროზა, გლუკოზის სიროფი, ცაცხვის ყვავილების არომატიზატორი, თაფლი, კარამელი E150ც, გარდენიას ექსტრაქტი, წყალი.

დახასიათება:
მრგვალი, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები.
ტაბლეტები ალუბლის არომატით -  წითელი ფერის.
ტაბლეტები ლიმნის არომატით – ყვითელი ფერის.
ტაბლეტები სალბის არომატით – მუქი-ყავისფერი.
ტაბლეტები ქაცვის არომატით –  მოწითალო–ნარინჯისფერი.
ტაბლეტები თაფლისა და ცაცხვის არომატით  -  ბაცი-ყავისფერი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტისეფტიური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პირის ღრუს ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული, ანტიმიკრობული პრეპარატი.
ახასიატებს ანტისეპტიკური მოქმედება.
აქტიურად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
 
ჩვენება:
პირის ღრუს და ყელის ინფექციური და ანთებითი დაავადებების  სამკურნალოდ (ტკივილი ყლაპვის დროს).
 
წინააღმდეგჩვენება:
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების  მიმართ.
•    ბავშვთა ასაკი 5 წლამდე.

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები და ბავშვებში 5 წლის ზევით:
გაიწუწნოს  1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
მაქსიმალური დღეღამის დოზა _ 8 ტაბლეტი.

გვერდით მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.

დოზის გადაჭარბება:

ნაკლებდასაშვებია, მაგრამ შესაძლებელია დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის დისკომფორტის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება).
მკურნალობა სიმპტომატური.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
არ ვლინდება.

განსაკუთრებული თავისებურებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება პირის ღრუს  და ყელის სისხლმდენი ჭრილობების დროს. აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტი უნდა მოიწუწნოს გასაკუთრებული სიფრთხილით.
ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატის მიღების შემდეგ საჭიროა თავის შეკავება საკვების და სითხის მიღებაზე.

შეფუთვა:
12 და 24 ტაბლეტი
 
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25ºC
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის ვადა:
5 წელი

გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი და მისი მისამართი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany