დ.ტაისი სალბი+ვიტ C #24ტ

დ.ტაისი სალბი+ვიტ C #24ტ
სალბის ექსტრაქტი ვიტამინ C ერთად    
DR. THEISS
Sage Extract lozenges with Vitamin C


რეგისტრაციის ნომერი
№ПN011773/01

წამლის ფორმა

საწუწნი ტაბლეტები.

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტები:
1 ტაბლეტი (2,5) შეიცავს:
სალბის ექსტრაქტი        50მგ
სალბის ზეთი            6 მგ
ასკორბინის მჟავა            20მგ
დამხმარე კომპონენტები:
ლიმონის მჟავა, გლუკოზის სიროფი, საქაროზა, წყალი.
    
აღწერილობა:
ნახევრად გამჭირვალე ღია ყავისფერი მოსაწუწნი ტაბლეტები არომატული სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის, ანტისეფტიური საშუალება.
კოდი: ATX R02AA20

ფარმაკოდინამიკა:
ანტისეფტიური, ანტიმიკრობული, მთრთილავი, ადგილობრივი ანთების საწიააღმდეგო საშუალება მცენარეული წარმოშობის.

ჩვენება:

პირის ღრუს და ყელის ანთებითი დაავადებები (ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარალური მოვლენები ზემო სასუნთქი გზების მხრივ).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ბავშვები და მოზარდები (16წ)
სიფრთხილით ინიშნება დიაბეტით დაავადებულებში (პრეპარატში შაქრის შემცველობის გამო)
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
არ არის რეკომენდებული.

დოზირება და მიღების წესი:
1-ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, არაუმეტეს 4 ტაბლეტისა დღეში. აჩერებენ პირში სრულ გაწოვამდე. მკურნალობის საშუალო ვადა 7 დღე. მკურნალობის გახანგრძლივება და განმეორება ექიმის რეკომენდაციით.

გვერდით მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტებზე

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასკორბინის მჟავას (ვიტ. C)
სამკურნალო დოზა და დღიური მოთხოვნილება. რათა თავიდან იქნეს აცილებული დოზის გადაჭარბება ვიტ. C–ს შემცველი სხვა პოლივიტამინის გამოყენებისას.
პრეპარატის 1 ტაბლეტი შეიცავს 20მგ. ასკორბინის მჟავას.  მოზრდილი ადამიანის– თვის ვიტ. C–ს დღიური დოზა შეადგენს 70–100მგ.

გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები ბლისტერზე დაფარული ალუმინის ფოლგით. ბლისტერზე 12 ტაბლეტი კოლოფში მოთავსებულია 1 ან 2 ბლისტერი.


შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25ºC.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:
3 წელი

გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი და მისი მისამართი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany