ვენენ გელი
DR. THEISS
VENEN GEL
DR. THEISS
VENEN GEL
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
100 გ. გელი შეიცავს:
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი-3გ
გულყვითელას ყვავილების ექსტრაქტი-0.4გ
დამხმარე ნივთიერებები:
გლუკამატი, სეპიგელი, ეთილის სპირტი 96%, სურნელი, წყალი.
ფორმა:
გელი 100გ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი, მცენარეული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრპარატის აქტიური ნივთიერებებს ესცინსა და კალენდულას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. წასმის შემდეგ გელი ხსნის ტკივილს, შეშუპებას, დაძაბულობის შეგრძნებას. აჩქარებს ზედაპირული ჰემატომების გაწოვას. აქვს სასიამოვნო გამაგრილებელი ეფექტი. არ ახასიათებს სისტემური მოქმედება.
ჩვენება:
კიდურების ტკივილი და შეშუპება, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამით, სხვადასხვა ხარისხის ვენური უკმარისობით გამოწვეული კანის ქავილი, ტრავმული ხასიათის ტკივილები და შეშუპებები. ნაღრძობები, დაჭიმულობები, დაჟეჟილობები და სხვა.
სიფრთხილე:
კანის საფარის მთლიანობის დარღვეულ უბნებზე პრეპარატის შეზელვა ნებადართული არ არის!
აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული ყველა დამატებითი რჩევების მკაცრად დაცვა, როგორიცაა: ფეხების შეხვევა, ელასტიური წინდების ტარება, ფეხების გრილი აბაზანები. ისეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, როგორიცაა: შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, გადაღლა და სიცხის შეგრძნება, ტკივილი, განსაკუთრებით ცალ ფეხში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის შემთხვევით თვალში და ლორწოვანზე მოხვედრისას, საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანვა.
დოზირება და მიღების წესი:
გელის თხელი ფენა იცხება კანის დაზიანებულ უბნებზე და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა დღეში რამდენჯერმე.
შენახვის ვადა:
3 წელი
შენახვის პირობები:
არა უმეტეს +25ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა:
100გ ტუბში
გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი და მისი მისამართი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany