გენერიული დასახელება : მებევერინის ჰიდროქლორიდი
წამლის ფორმა : კაფსულა რეტარდი 200 მგ
შემადგენლობა : 1 კაფსულა შეიცავს 200 მგ მებევერინის ჰიდროქლორიდს .
დამხმარე ნივთიერებები : მაგნიუმის სტეარატი , პოლიმეთაკრილის მჟავას ეთერების სოპოლიმერი , ტალკი , მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა , მეტაკრილის და აკრილის მჟავას ეთერების სოპოლიმერი , ტრიაცეტინი , მყარი გაუმჭვირვალე ჟელატინირებული თეთრი ფერის კაფსულა .
ფარმაკოლოგიური მოქმედება : პრეპარატი წარმოადგენს სპაზმოლიზურ საშუალებას , რომელიც კუჭ - ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას . იგი ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკაზე ზემოქმედების გარეშე ხსნის სპაზმს .
ჩვენება :
მოზრდილებში
პრეპარატი გამოიყენება მუცლის ღრუს სპაზმების სიმპტომატური მკურნალობისას , ასევე ნაწლავების ფუნქციის მხრივ დარღვევების და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის სამკურნალოდ . პრეპარატი გამოიყენება კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მიდამოში მეორადი სპაზმების შესამცირებლად , რომელიც გამოწვეულია ორგანული დაავადებებით .
უკუჩვენება : პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა .
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები . მათ შორის : ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება , სახის შეშუპება და ეკზანთემა .
დოზირება :
თითო ტაბლეტი 2- ჯერ დღეში დილა - საღამოს .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
ცნობილი არ არის .
ჭარბი დოზირება
სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს . რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა .
გამოშვების ფორმა
10 კაფსულა პვქ / ალუმინის ბლისტერში , 2 ან 3 ბლისტერი კოლოფში .
ვარგისობის ვადა
3 წელი
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავსვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი
გაიცემა რეცეპტით !
მწარმოებელი
Solvay Pharmaceuticals B.V.