ეგილოკი რეტარდი 100მგ #30ტ

ეგილოკი რეტარდი 100მგ #30ტ
ეგილოკ რეტარდი
მეტოპროლოლის ტარტრატი


შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: გარსით დაფარული, ყოველი რეტარდ ტაბლეტი შეიცავს 50მგ ან 100მგ მეტოპროლოლის ტატრატს.
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, მაკროჰოლ 6000, შაქრის ბურთულები, ტრიეთილაცეტატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ეთილცელულოზა, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური დოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: მაკროჰოლ 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა.
აღწერილობა:
თეთრი ან თითქმის თეთრი ორმხრივამოზნექილი, წაგრძელებული ტაბლეტები ორივე მხარეზე გამყოფი ნაზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პრეპარატ ეგილოკ® რეტარდის აქტიური კომპონენტი – მეტოპროლოლი, მიეკუთვნება ბეტა ბლოკატორების კლასს, რომელიც გავლენას ახდენს სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე (ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე – ნერვული სისტემის ნაწილზე)
მიღების ჩვენება
ეს პრეპარატი განკუთვნილია გულის კორონარული დავადების (სტენოკარდია), ჰიპერტენზიის, ინფარქტის შემდგომ პერიოდში, გულის უკმარისობის და გულისცემის რითმის დარღვევის ზოგიერთი შემთხვევების, ასევე ჰიპერთირეოზის და შაკიკის ხანგრძლივი მკურნალობისათვის. ეგილოკ® რეტარდის ტაბლეტების გამოყენება სტენოკარდიის მწვავე შეტევის სამკურნალოდ არ შეიძლება.
უკუჩვენება
აწეული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე;
პროგრესირებადი გულის უკმარისობა;
გულისცემის რითმის მძიმე დარღვევა;
პერიფერიული არტერიების მძიმე დაავადება (ათეროსკლეროზი);
მიოკარდის მწვავე ინფარქტის ზოგიერთი შემთხვევა;
ფსორიაზი;
მაო-ს ინჰიბიტორების მიღება.
დოზირება:
დოზები და პრეპარატის გამოყენების მეთოდი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ექიმის დანიშნულებას.
ყველა ჩვენებით, პრეპარატი მიიღება დღში ერთხელ. რეკომენდირებულია სადღეღამისო დოზის მიღება დაუღეჭავად, დილით, მცირე რაოდენობა სითხესთან ერთად. ტაბლეტების მიღება შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად ან კვების დროს.
დოზა ყოველი პაციენტისთვის უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. ძირითადად ღებულობენ შემდეგ დოზებს:
საწყისი დოზა, შეადგენს დღეში 50მგ-ს.
აუცილებლობის შემთვხვევაში ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 100 ან 200მგ-მდე დღეში ერთხელ, ან დანიშნოს ერთობლივად სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.
კორონარული არტერიების დაავადება (სტენოკარდია): საწყისი რეკომენდირებული დოზა სტენოკარდიისას, შეადგენს 50მგ-ს დღეში ერთხელ. არასაკმარისი კლინიკური ეფექტისას, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 ან 200მგ-მდე, უნდა მიეცეს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
მიოკარდის ინფარქტის შემდგომი შემანარჩუნებელი თერაპია:
ძირითადად, შემანარჩუნებელი დოზაა დღე-ღამეში 200მგ.
გულის უკმარისობა, თანმხლები სიმპტომებით:
რეკომენდირებული საწყისი დოზა – 25მგ დღეში ერთხელ. ორი კვირის შემდეგ სადღეღამოისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 50მგ-მდე, ორი კვირის შემდეგ – 100მგ-მდე და საბოლოოდ კიდევ ორი კვირის შემდეგ 200მგ-მდე. გულის უკმარისობის უფრო გამოხატულ შემთხვევებში, (NYHA III) რეკომენდირებულია დაბალი დოზირების ან დაუყოვნებელი მექანიზმის ტაბლეტების გამოყენება.
არითმიები: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-200მგ დღეში ერთხელ.
ჰიპერთირეოზი: ჩვეულებრივი დოზაა 50-200მგ დღეში ერთხელ. D
გულის ფუნქციური დარღვევები გულისცმის შეგრძნებით:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-200მგ დღეში ერთხელ.
ჰიპერთირეოზის დამატებითი მკურნალობა:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-200მგ დღეში ერთხელ.
შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა:
100-200მგ დღეში.
ღვიძლის დაავადებებისას საწყისი დოზა მცირდება.
ეგილოკ® რეტარდის მიღების თვითნებური შეწყვეტა არ შეიძლება.
თუ პაციენტი თვლის, რომ ეგილოკ რეტარდის მოქმედება ძალიან ძლიერია, ან სუსტი, მაშინ მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს
ეგილოკ® რეტარდის ტაბლეტების დანიშნულ დროზე მიღების გამორჩენის შემთხვევაში საჭიროა ამ დოზის რაც შეიძლება სწრაფად მიღება, მაგრამ არა უშუალოდ მომდევნო დოზის მიღების წინ. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ასანაზღაურებლად, რადგანაც ეს არ ახდენს გამოტოვებული მიღების ეფექტის კომპენსაციას, მაგრამ ზრდის ჭარბი დოზირების რისკს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ეგილოკ® რეტარდის გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს შემდეგი მოვლენების შესახებ:
- გულშიდა გამტარებლობის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა;
- მსუბუქი და ზომიერი გულის უკმარისობა;
- ღვიძლის მძიმე დაავადება,
- ორსულობა ან ლაქტაცია,
- არითმიის, გულის დაავადებების და ჰიერტენზიის სამკურნალო სხვა საშუალებების მიღება;
- დამაწყნარებელი მოქმედების პრეპარატების მიღება;
- მოსალოდნელი ოპერაცია ნარკოზით;
- ალკოჰოლური სასმელების რეგულარული გამოყნება,
- ბრონქების ქრონიკული დაავადება, ან/და ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების მიღება (მაგალითად, ტერბუტალინი, სალბუტამოლი, ფენოტეროლი, სალმეტეროლი),
- საშვილოსნოს შეკუმშვის მასტიმულირებელი პრეპარატების მიღება (მაგალითად, ერგოტამინი),
- სახსრების ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება (დიკლოფენაკი, პიროქსიკამი, ფლურბიპროფენი),
- ქალის ჰორმონების შემცველი ზოგიერთი პრეპარატების მიღება (მაგალითად, პერორალური კონტრაცეპტივები ან ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიული საშუალებები),
- დიაბეტი ან დიაბეტის საწიანნაღმდეგო მკურნალობა (ტაბლეტები ან ინსულინი),
- მეტოპროლოლის მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატების მიღება (მაგალითად, ციმეტიდინი, რიფამპიცინი),
- თვალის წვეთების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ბეტა-ბლოკატორებს, (თიმოლოლი, ბეტაქსოლოლი, ლევობუნოლოლი),
თუ პრეპარატ ეგილოკ® რეტარდის მიღებისას ძლიერდება გულის უკმარისობის სიმპტომები (სუნთქვის გაძნელება, წვივების შეშუპება) საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია. ამ პრეპარატის მკურნალობის კურსისას შეილება შემცირდეს გულის შეკუმშვათა სიხშირე. ეს ნორმალური მოვლენაა. მაგრამ თუ ეს იწვევს არასასიამოვნო შეგრძნევბებს, აუცილებალია ამის შესახებ ეცნობოს ექიმს. იგივე მოქმედებაა საჭირო თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ გულისცემის სიხშირე ეცემა წუთში 55 დარტყმაზე დაბლა. ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაციაა საჭირო, თუ სტენოკარდიის შეტევები და მოჭერითი ტკივილები ვითარდება უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციებში ან/და გრძლელდება ჩვეულებრივზე დიდხანს და არ იხსნება ჩვეული პრეპარატების მიღებით.
ეგილოკ® რეტარდ ტაბლეტების მიღების უცებ შეწყვეტა არ შეიძლება. მკურნალობის კურსი საჭიროა შეწყდეს ნელ-ნელა და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მძიმე ალერგიის გადაუდებელი მკურნალობისას, ჰოსპიტალიზაციის ან ქირურგიული ოპერაციისას, აუცილებელია ეცნობოს სამედიცინო პერსონალს ან ანესთეზილოგს, რომ პაციენტი ღებულობს ეგილოკ® რეტარდს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გასათვალისწინებელია, რომ სხვა სამკურნალო საშუალებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ვრცელდება, როგორც ადრე მიღებულ, ასევე მომავალში მისაღებ პრეპარატებზე. თუ პაციენტი ღებულობს ან ადრე ღებულობდა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებებს (თუნდაც ურეცეპტოს) მან ამის შესახებ უნდა შეატყობინოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეგილოკ® რეტად ტაბლეტების ერთდროული მიღება საკვებთან და წვენებთან ერთად პრეპარატის შეწოვაზე და თერაპიულ ეფექტზე გავლენას არ ახდენს.
ორსულობა და ლაქტაცია
ექსპერიმეტებით ცხოველებზე, მეტოპროლილის ფეტოტოქსიური თვისებები აღმოჩენილი არა არის. ეგილოკ® რეტარდის აქტიური ნივიერება გამოიყოფა დედის რძეში.
იმასთან დაკავირებით, რომ ეგილოკ რეტარდის ორსულობისას და ლაქტაციისას მიღების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებოსბს, პრეპარატის მიღება არ შეიძლება, იმ შემთხვევების გამოლკლებით, როდესაც ექიმის აზრით, პრეპარატის მოსალოდნელი სარგებელი, ამართლებს მოსალოდნელ რისკს. აუცილებელია, რომ ექიმს ეცნობოს ორსულობის ან მოსალოდნელი ორსულობის შესახებ. თუ ეს შესაძლებელია, საჭიროა რომ ეგილოკ® რეტარდის მიღება შეწყდეს მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე. თუ პრეპარატის მიღება გარდაუვალია, საჭიროა დაწესდეს კონტროლი ნაყოფზე და ახალშობილზე, მშობიარობიდან მე-2 მე-3 დღემდე.
ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
მეტოპროლოლმა შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა ამ ფუქციების შესრულებაზე. განსაკუთრებით კურსის დასწყისში და ალკოჰოლის ერთობლივი გამოყენებისას; ამიტომ ის დოზა, რომლის მიღების დროსაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა, განისაზღვრება ექიმის მიერ თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ეგილოკ® რეტარდის ზოგიერთ კომპონენტზე:
ეს პრეპარატი შეიცავს შაქრის ბურთულებს. მისი მიღება არ შეიძლება პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დაღვეა, ასევე საქრაზა/იზომალტაზას უკმარისობა.
გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს ეგილკ® რეტარდსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
ნებისმიერი ქმემოჩამოთვლილი სიმპტომის აღმოჩენისას, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატ ეგილოკ® რეტარდის მიღება და მიმართოს ექიმს. უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება ან მიმართოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
- ხელების, ფეხების, ტუჩების, პირის ღრუს და საყლაპავის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
- გრძნობის დაკარგვა (სრული ან ნაწილობრივი).
ეს გვერდითი ეფექტები ძალიან მძიმეა, მაგრამ ვითარდება ძალიან იშვიათად.
ამ ეფექტებიდან ნებისმიერი შეიძლება იყოს ეგილოკ® რეტარდზე ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) მწვავე რექციის ნიშანი. ამ დროს პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დაუყოვნებლივი დახმარება და ჰოსპიტალიზაცია.
- ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება ასევე წარმოადგენს ალერგიული რეაქციის სიმპტომს. აუცილებელია პრეპარატ ეგილოკ® რეტარდის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია, მომავალ მკურნალობასთან დაკავშირებით. თუ სიმპტომებს გააჩნია სერიოზული გამოხატულება და გავრცელებულია მთელ სხელუზე სეიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტები გხვხვდება ძალიან იშვიათად.
ექიმის კონსულტაცია საჭიროა ნებისმიერი შემდეგი ეფექტის გამოვლენისას.
უმეტეს შემთხვევებში მოვლენებს და სიმპტომებს გააჩნია წარმავალი ხასიათი და ნორმალიზდება დოზის შემცირებით.
სისხლი:
ძალიან იშვიათად შეიძლება შემცირდეს თრობოცოტების და სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვი.
ნივთიერებათა ცვლა და კვება:
მეტოპროლოლის მიღებასთან დაკავშირებით, აღწერილია ცხიმოვანი ცვლის დარღვევები. მარალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის შემცირება და ტრიგლიცერიდების დონის მომატება, აღინიშნება საერთო ქოლესტერინის ნორმალური დონის ფონზე.
იშვიათად აღინიშნება სხეულის მასის მომატება.
ნერვული სისტემა:
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გვერდითი მოქმედება (მომატებული გადაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი) შეიმჩნევა ძალიან ხშირად (≤10%), განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში. ზოგჯერ შეიმჩნევა ძილის დარღვევა, ძილიანობა, სიზმრების გახშირება, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის შემცირება, კუნთური სპაზმები. იშვიათ შემთხვევებში აღწერილია ნერვული აგზნებადობა და განგაში. ძალიან იშვიათად მეხსიერების დარღვევა ან შესუსტება, ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები. იშვიათად კუნთური სისუსტე და ძალიან იშვიათად არასასიამოვნო შეგრძნებები. პიროვნების ცვალებადობა (მაგალითად ემოციური ლაბილობა და ხანმოკლე მეხსიერების შემცირება) აღნიშნულია გამონაკლის შემთხვევებში.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს არასასიამოვნო საგემოვნო შეგრძნებები, სმენის დარღვევა და ხმაური ყურებში.
თვალის ფუნქციის დარღვევა:
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება კონიუქტივიტი, ცრემლის გამოყოფის შემცირება (რამაც შეიძლება სირთულე გამოიწვიოს იმ პირებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს). მხედველობის დარღვევა, თვალების გაღიზიაება.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
ხშირად (1%-10%) შეიმჩნევა ორთოსტატიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის შემცირება სხეულის მდგომარეობის შეცვლისას, მაგალითად, ჰორიზონტალურიდან მჯდომიარე ან მდგომიარეში გადასვლისას), რომელიც ძალიან იშვიათად (<0,01%) დაკავშირებულია გონების კარგვასთან. ასევე ხშირად შეიმჩნევა გულისცემის გაძლიერება, გულისცემის რითმის სიხშირის შემცირება და კიდურების გაცივება.
ცალკეულ შემთხვევებში (0,1%-1%) შეიმჩნევა ფეხების შეშუპება, ტკივილი გულის არეში და გულის უკმარისობა. იშვიათ შემთხვევებში (0,01%-0,1%) აღწერილია გულისცემის რითმის დარღვევა.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ავადმყოფებში სტენოკარდიით, იზრდება გულის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილების სიხშირე და ინტენსივობა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ძლიერდება პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ადრე არსებული დარღვევები (განგრენის განვითარებამდეც კი)
რესპირატორული დაავადებები:
სასუნთქი გზების იმპედანსის შესალო მომატებასთან დაკავშირებით ბრონქოსპაზმის მიმართ წინასწარგანწყობილ პაციენტებში ხშირად შეიმჩნევა სუნქვის დარღვევა, ნაკლებად ხშირად – სასუნთქი გზების ობსტრუქცია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს ცხელება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი:
შესაძლებელია კუჭის და ნაწლავების ფუნქციების მოვლითი ხასიათის დარღვევები (გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, შეკრულობა).
ღვიძლის ფუნქციების და სანაღვლე გზების დარღვევები:
იშვიათ ემთხვევებში აღინიშნება ღვიძლის ფუნქციების დარღვევის ნიშნები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ჰეპატიტი.
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
გამონაკლის შემთხვევებში შეიმჩნევა კანის ალერგიული რეაქციები (კანის გაწითლება, ქავილი, გამონაყარი) და ოფლის გამოყოფის მომატება. იშვიათ შემთხვევებსი შეიმჩნებვა თმების ცვენა და ფოტოსენსიბილიზაცია განათებისას, გამონაყარით. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შეიმჩნევა ფსორიაზი და კანის ფსორიაზის მსგავსი დაზიანებები.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებები:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება სახსრების ტკივილი.
დარღვევები თირკმლის ფუნქციის და შარდსასქესო სისტემის მხრივ:
იშვიათ შემთხვევებში შეიმჩნევა ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია და პეირონის ტკივილი (საქესო ასოს მტკივნეული ერექცია)
სხვა გვერდითი ეფექტები
მეტოპროლოლს შეუძლია შენიღბოს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები.
თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, შეიმჩნევა დიდი ხნის განმავლობაში და რეალური მიზეზის გარეშე, პრეპარატის მიღება წყდება.
გამოშვების ფორმა
30 ტაბლეტი პოლიპროპილენ-ალუმინის კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში, მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ინახება 30°C–მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისისნობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ამოწურვის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს ფარმაცევტული ქარქანა ეგისი
უნგრეთი
მწარმოებელი: ციმექს აგ, ბირსვერგი 2, ცჰ-4253, ლისბერგი, შვეიცარია.