ელოკომი 0.1% 15გ მალამო

ელოკომი 0.1% 15გ მალამო
ელოკომი
ELOCOM
 
 
საერთაშორისო დასახელება - mometasone
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - D07AC13

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით
;  გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი 0.1%: ტუბი 15 გ
მალამო: ტუბი 15 გ
ლოსიონი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%: ფლ.20 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები
მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე სინთეზური წარმოშობის კორტიკოსტეროიდს. მას გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და კანის სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი.

ჩვენებები
ელოკომი გამოიყენება დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი პროცესების, ქავილის შემცირებისა და ლიკვიდაციისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით, მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ბავშვებში 3 კვირაზე მეტი ხნით გამოყენებისას პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ლოსიონი გამოიყენაბა მხოლოდ თავის თმიან მიდამოში.

მიღების წესები და დოზები

თხელი ფენა უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება (მათი ალბათობა იზრდება ნახვევის გამოყენებისას) – გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ფერისმჭამელების მაგვარი გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, სტრიები. სხვა სტეროიდის შემცველ მალამოებთან შედარებით გვერდითი მოვლენები ნაკლებადაა გამოხატული.

უკუჩვენება

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია

ადექვატური, კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ, ამ უკანასკნელის ტერატოგენული პოტენციალის გამოსაკვლევად არ ჩატარებულა. ორსულობის პერიოდში კრემი იხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტი აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
კორტიკოსტეროიდის სისტემური გამოყენებისას იგი აღწევს დედის რძეში, რაც იწვევს ბავშვის სიმაღლეში ზრდის შენელებას. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

განსაკუთრებული მითითებები

სხვადასხვა ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდული პრეპარატების სისტემური აბსორბციის შედეგად შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური-თირკმელზედა ჯირკვლების სისტემის შექცევადი დათრგუნვა, აგრეთვე პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობის განვითარება. პაციენტებში, სისტემური აბსორბციის შედეგად კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია აგრეთვე კუშინგის სინდრომის, ჰიპერგლიკემიისა და გლუკოზურიის განვითარება.
იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება ჰიპოტალამო-ჰიპოფიზური-თირკმელზედას სისტემის დათრგუნვა, საჭიროა გავზარდოთ პრეპარატის მოხმარებებს შორის ინტერვალი, ვიხმაროთ შედარებით სუსტი მოქმედების კორტიკოსტეროიდი, ან შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება. ჩვეულებრივ ამ სისტემის ფუნქციის აღდგენა სწრაფად ხდება ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ჭარბი დოზირება

ელოკომის კრემის ადგილობრივად მაღალი დოზით გამოყენებისას იგი შეიძლება აბსორბირდეს რაოდენობით, რაც საკმარისია სისტემური ეფექტის მისაღწევად.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი

მწარმოებელი ქვეყანა - ბელგია