ენტეროლი 250მგ პაკეტები #10
შემადგენლობა: თითოეული პაკეტი შეიცავს 282,5 მგ ლიოფილიზირებულ
Saccharomyces boulardii-ს (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32,5 მგ ლაქტოზა)
დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა: კოლოფი 10 პაკეტით და ფლაკონი 10 კაფსულით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიდიარეული მიკრობული პრეპარატი
ჩვენება:
-მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა.
-მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.
- ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
-Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
-შიდსთან ასოცირებული დიარეა.
-გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.
-დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
დოზირება და მიღების წესი:
1 წლამდე: 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალსა ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ფუნგემია.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ
მწარმოებელი: ლაბორატორია ბიოკოდექსი. ბარბესი 19. 92120 მონრუჟი, პარიზი, საფრანგეთი