ერინიტი
სავაჭრო დასახელება: ერინიტი
ერინიტი-პენტაერითრიტის ტეტრანიტრატი (ტეტრანიტროპენტაერითრიტი)
თეთრი კრისტალური ფხვნილი. იგი არ იხსნება წყალში და იხსნება სპირტში.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,01 გ პენთაერითრიტის ტეტრანიტრატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ორგანული ნიტრატი, ანტიანგინალური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას ნიტროგლიცერინთან, მაგრამ მასთან შედარებით იგი ნელა შეიწოვება ლორწოვანი გარსით და ავლენს შედარებით ნელა, მაგრამ შედარებით ხანგრძლივ მოქმედებას. პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ მისი სასურველი შედეგი აღინიშნება 30-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 4-5 სთ-ის განმავლობაში.
გამოყენების ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის, გულის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში.
სტენოკარდიის შეტევის კუპირებისათვის პრეპარატი ნაკლებად ვარგისია, ვინაიდან მისი მიღებისას სასურველი შედეგი აღინიშნება ნელა.
წინააღმდეგჩვენება:
გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რომელიც მიმდინარეობს ჰიპოტონიით, ჰემორაგიული ინსულტი, თავის ტვინის ტრავმვა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, პრეპარატისა და სხვა ორგანული ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მიღების წესი და დოზირება:
ერინიტი გამოიყენება პერორალურად (საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე) დოზით 0,01-0,02 გ (1-2 ტაბლეტი). ღამით სტენოკარდიის შეტევის პრევენციისათვის პრეპარატი ინიშნება დოზით 0,02 გ ძილის წინ. მკურნალობის კურსის ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 კვირას. მკურნალობის განმეორებითი კურსი ინიშნება შესვენებებით, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია მისი მიმართ ტოლერანტობის განვითარება.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, ხანდახან აღინიშნება ფაღარათი. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები დოზის შემცირების და/ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ქრება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციისას უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. დიჰიდროერგოტამინისა და ერინიტის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ანტიანგინალური ეფექტის დაქვეითება, რის გამოც მათი კომბინაცია ითვლება არარაციონალურად. ანაპრინილისა და ერინიტის კომბინაცია დასაშვებია.
განსაკუთრებული მითითებანი: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავება.
გამოშვების ფორმა: N10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში, N50 მინის ქილაში.
შენახვის პირობები: ბ სია. ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი: “ბიოსინთეზი”