ერითრომიცინი
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ერითრომიცინი
აღწერილობა: ყვითელი ან მოყავისფრო-მოყვითალო ფერის მალამო, რომლიც შეიცავს ანტიბიოტიკს ერითრომიცინს.
შემცველობა
1 გ მალამო შეიცავს 10 000 ერთ. ერითრომიცინს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი განეკუთვნება კანის პათოლოგიის სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს. ანტიმიკრობული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ანტიბიოტიკის ერითრომიცინის მიერ.
ერითრომიცინი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი, ჰონოკოკი, მენინგოკოკი), მათ შორის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (პენიცილინები, ტეტრაციკლინები, სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი და სხვ.) მდგრად შტამებზე. პრეპარატი აქტიურია ასევე ბრუცელების, ტრაქომისა და სიფილისის გამომწვევი რიკეტსიის მიმართ.
გამოყენების ჩვენებები
კანის ჩირქიანი დაავადებები, ინფიცირებული ჭრილობები, ნაწოლები, II და III ხარისხის დამწვრობები, ტროპიკული წყლულები.
უკუჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა.
გამოყენების წესი და დოზები
მალამო წაისმევა 2-3-ჯერ დღეში, დამწვრობებისას 2-3-ჯერ კვირაში.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ზომიერი გამაღიზიანებელი მოქმედება, რომელიც გამოვლინდება ქავილის, კანის გაწითლების სახით, ამ შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა სეწყდეს.
ერითრომიცინი ყვითელი ან მოყავისფრო-მოყვითალო ფერის მალამო, რომლიც შეიცავს ანტიბიოტიკს ერითრომიცინს.1 გ მალამო შეიცავს 10 000 ერთ. ერითრომიცინს.პრეპარატი განეკუთვნება კანის პათოლოგიის სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს. ანტიმიკრობული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ანტიბიოტიკის ერითრომიცინის მიერ.ერითრომიცინი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი, ჰონოკოკი, მენინგოკოკი), მათ შორის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (პენიცილინები, ტეტრაციკლინები, სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი და სხვ.) მდგრად შტამებზე. პრეპარატი აქტიურია ასევე ბრუცელების, ტრაქომისა და სიფილისის გამომწვევი რიკეტსიის მიმართ.კანის ჩირქიანი დაავადებები, ინფიცირებული ჭრილობები, ნაწოლები, II და III ხარისხის დამწვრობები, ტროპიკული წყლულები.ინდივიდუალური აუტანლობა.მალამო წაისმევა 2-3-ჯერ დღეში, დამწვრობებისას 2-3-ჯერ კვირაში.შესაძლებელია ზომიერი გამაღიზიანებელი მოქმედება, რომელიც გამოვლინდება ქავილის, კანის გაწითლების სახით, ამ შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა სეწყდეს.
გამოშვების ფორმა
15 გ ალუმინის ტუბებში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
მწარმოებელი:
ღსს “ნიჟფარმი”
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 30-72-28
ფაქსი: (8312) 78-80-88