ევკალიპტი+C #20საწ.ტ (საქ)

ევკალიპტი+C #20საწ.ტ (საქ)
ევკალიპტი +C
eucalipty + C
ტაბლეტები  



პარასამკურნალო საშუალება შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.


შემადგენლობა:
ევკალიპტის ზეთი  - 6მგ,
მენთოლი  - 5მგ,
ასკორბინის მჟავა   - 20მგ,
                         
დამხმარე ნივთიერებები:  შაქარი; სორბიტი; ტალკი; კალციუმის ან მაგნიუმის  სტეარატი; აეროსილი; ყავისფერი პიგმენტი; 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდური, ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.

გამოყენების ჩვენება:
გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი საშუალება.

-პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა).
-ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).

უკუჩვენება:
ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში: 8 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსი არ აღემატება 5 დღეს.

გამოშვების ფორმა:
10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერზე. ერთ ან ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე

გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.