ევკალიპტის ნაყენი
Tinctura Eucalypti
Tinctura Eucalypti
მომზადებულია ევკალიპტის ფოთლებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
შემადგენლობა:
ევკალიპტის ფოთლები; ეთილის სპირტი 70%;
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, სუსტი სედაციური და ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, სოკოებზე, უმარტივესებზე, ოქროსფერ სტაფილოკოკზე, ეშერიხიაზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, დიზენტერიის გამომწვევ ამებაზე, ტრიქომონადებზე.
ჩვენება
> კუჭ-ნაწლავის დაავადებები;
> სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი;
> ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი.
უკუჩვენება:
არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.
მიღების წესი და დოზირება
პერორულად: 15-30 წვეთი 3-4- ჯერ დღეში.
გამოსავლებად: 10-15 წვეთი 1 ჭიქა წყალზე.
გამოშვების ფორმა
50 მლ ნაყენი ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის წესი: მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.