ფაქტივი 320მგ #7ტ

ფაქტივი



საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჰემიფლოქსაცინი

სამკურნალო ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთირება: ჰემიფლოქსაცინ მეზილატი (სესქვიჰიდრატის ფორმით) ჰემიფლოქსაცინის უწყლო ფუზეძე გადათვლით – 160 ან 320 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი (პოვიდონი), პოლიპლასდონი ИКС ЭЛ – 10 (კროსპოვიდონი), მაგნიუმის სტეარატი; გარსი; ოპადრაი П

აღწერილობა: მოგრძო ფორმის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკით შემოგარსული ტაბლეტები. 160 მგ ტაბლეტები ნაზოლის გარეშე. 320 მგ-ნი ტაბლეტები ორივე მხარეს ნაზოლით.
ფარმაკოკინეტიკური ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება, ფთორქინოლონი.
ათქ კოდი: [J01MA15]

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰემიფლოქსაცინი – ეს არის ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან, გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით, გრამუარყოფით, ატიპიურ და ანაერობულ მიკროორგანიზმებზე. ჰემიფლოქსაცინი არღვევს ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, რეპარაციისა და ტრანსკრიპციის პროცესებს ბაქტერიების ზრდისათვის აუცილებელი დნმ-ჰირაზები (ტოპოიზომერაზები II) და ტოპოიზომერაზები IV ფერმენტების ინჰიბირების საშუალებით. ჰემიფლოქსაცინი გამოირჩევა ბაქტერიულ ტოპოიზომერაზებთან II (დნმ-ჰირაზა) და IV კავშირის მაღალი ხარისხით.
Streptococcus pneumonis შტამები, გენებში მუტაციებით, რომლებიც აკოდირებენ ამ ფერმენტებს, რეზისტენტული არიან ფტორქინოლონების უმრავლესობის მიმართ. თუმცა, თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით ჰემიფლოქსაცინს შეუძლია შეცვლილი ფერმენტების ინჰიბირება. ასეთი სახით, Streptococcus pneumonis შტამებიდან ზოგიერთი, რომლებიც რეზისტენტული არიან ფტორქინოლონის მიმართ, შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი ჰემიფლოქსაცინის  მიმართაც.
ფტორქინოლონების, მათ შორის ჰემიფლოქსაცინის, მოქმედების მექანიზმი, განსხვავდება ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მაკროლიდების, ამინოგლიკოზიდებისა და ტეტრაციკლინების მოქმედების მექნიზმისგან. არ შეინიშნება ჰემიფლოქსაცინსა და ანტიბიოტიკებსის ამ ჯგუფებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა.
ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის განვითარების ძირითად მქანიზმს წარმოადგენს მუტაციები დნმ-ჰირაზების და დნმ-ტოპოიზომერაზების IV გენებში, რომელთა წარმოშობის სიხშირე შეადგენს 10-7 – 10-10 და ნაკლებს.
ჰემიფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობასთან მიმართებაში, როგორც in vitro, ისე in vivo პირობებში:

ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Streptococcus pneumoniae (მათ შორის პენიცილინისა და მაკროლიდების მიმართ მდგრადი და ოფლოქსაცინი/ლევოფლოქსაცინის მიმართ მდგრადი უმრავლესობა და MDRSP*),
Streptococcus pyogenes (მათ შორის მაკროლიდების მიმართ მდგრადი), Streptococcus viridans, Streptococcus agalactiae, Streptococcus milleris, Streptococcus anginosius, Streptococcus constellatus, Streptococcus mitis და სტრეპტოკოკების სხვა სახეობები.
Staphylococcus aureus (მეტიცილის მიმართ მგრძნობიარე), Staphylococcus epidermidis,  Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus haemoliticus და სტაფილოკოკების სხვა სახეობები.
Enterococcus faecalis, Enterococcus faecium და ენტეროკოკების სხვა სახეობები.
*MDRSP - Streptococcus pneumoniae –ს შტამების ჯგუფი, რომელიც მოიცავს სახეობას, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც PRSP (პენიცილინის მიმართ მდგრადი Streptococcus pneumoniae) და გაერთიანებული შტამები, რომლებიც მგარადი არიან ქვემოთჩამოთვლილთაგან ორის ან მეტის მიმართ: პენიცილინები, მეორე თაობის ცეფალოსპორინები, მაკროლიდები, ტეტრაციკლინები და ტრიმეტროპრიმ/სულფამეტოქსზოლი.
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:
Haemophilus influenzae (მატ შორის ბეტა-ლაქტამაზის არსებობით),
Haemophilus parainfluenzae  და Haemophilus-ის სხვა სახეობები.
Moraxella catarrhalis (უარყოფითი და დადებითი ბეტა-ლაქტამაზით) და Moraxella-ს სხვა სახეობები.
Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxutoxa Klebsiella-ს სხვა სახეობები.
Escherichia coli; Neisseria gonorrhoeae; Acinetobacter iwoffi, Acinetobacter anitratus, Acinetobacter calcoaceticus, Acinetobacter haemoticus და  Acinetobacter-ის სხვა სახეობები; Citrobacter freundii, Citrobacter koseri და Citrobacter-ის სხვა სახეობები.
Salmonella, Shigella; Enterobacter aerogenes და Enterobacter-ის სხვა სახეობები; Serratia marcescens და Serratia-ს სხვა სახეობები; Proteus mirabilis, Proteus vulgaris და Proteus-ის სხვა სახეობები; Providencia; Morganella morgani და Morganella-ს სხვა სახეობები.
Yersinia; Pseodomonas aeruginosa და Pseudomonas-ს სხვა სახეობები. Bordetella pertussis და Bordetella-ს სხვა სახეობები.
ატიპიური:
Coxiella burnetti და Coxiella-ს სხვა სახეობები, Micoplasma pneumoniae და Micoplasma-ს სხვა სახეობები, Legionella pneumophilia და Legionella-ს სხვა სახეობები, Clamidia pneuomoniae და Clamidia-ს სხვა სახეობები.
ანაერობული:
Peptostreptococcus, Clostridium, non-perfringes, Clostridium perfringes და სხვა სახეობის Clostridium, Fusobacterium, Porphyromonas, Prevotella.

ფარმაკოკინეტიკა
ჰემოფლოქსაცინს გააჩნია ხაზოვანი ხასიათი 40-60მგ დოზის ფარგლებში. პრეპარატი პრაქტიკულად არ აკუმულირდება (30%-ზე ნაკლები 640 მგ დოზის შემთხვევაში 7 დღის განმავლობაში). პრეპარტაის კურსის ჩატარებისას 320 მგ ჰემიფლოქსაცინი დღეში ერთხელ დოზირებით კონცენტრაციის წონასწორობა მიიღწევა მესამე დღეს.
ჰემიფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (T Cmax) შეადგენს 0.5-2 საათს ერთი ტაბლეტის მიღების შემდეგ. პრეპარატის 320 მგ განმეორებითი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 1.61 ± 0.51 μგ/მლ (0.70-2.62 μგ/მლ),. მრუდის ქვედა არე – 9.93 ± 3.07 μგ/სთ/მლ (4.71-20.1 μგ/სთ/მლ). ჰემოფლოქსაცინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 71%-ს.
საკვების მიღება პრაქტიკულად არ ცვლის ჰემიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკას, ამიტომ პრეპარატის მიღება შეიძლება კვებასთან დამოუკიდებლად.
განმეორებითი მიღებისას პრეპარატის 55-73 % უკავშირდება პლაზმის ცილებს, შეკავშირებული ფრაქციის წილი არ არის დამოკიდებული ასაკზე.
ჰემიფლოქსაცინის კონცენტრაცია ბრონქოალვეოლურ უფრო მაღალია, ვიდრე მისი კონცენტარცია პლაზმაში. ჰემიფლოქსაცინი ადვილად აღწევს ფილტვის ქსოვილში.
მცირე რაოდენობით ჰემიფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მიღებიდან 4 საათის შემდეგ შეუცვლელი ჰემიფლოქსაცინის კონცენტრაცია ჭარბობს პრეპარატის მეატბოლიტების კონცენტრაციას. (65%) სისხლის პლაზმაში.
ჰემიფლოქსაცინი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემით და არ აინჰიბირებს მეტაბოლიტურ აქტივობას.
ჯანმრთელ პირებში ჰემიფლოქსაცინის დოზის 61 ± 9.5 % გამოიყოფა ნაწლავებით, ხოლო 36 ± 9.3 % შარდით შეუცვლელი პრეპარატისა და მეატბოლიზმის პროდუქტების სახით.
პლაზმიდან და შარდიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს შესაბამისად დაახლოებით 8 და 15 საათებს.
ჰემოდიალიზის დროს პლაზმიდან გამოიყოფა ჰემიფლოქსაცინის დოზის 20-30%.
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში შესწავლილი არ არის.

ასაკი არ ახდენს ზეგავლენას ჰემიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე. ღვიძლის უკმარისობის დროს შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ჰემიფლოქსაცინის პიკური კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, რომელიც არ საჭიროებს დოზის კორექციას.
თირკმლის უკმარისობისას აღინიშნება პლაზამიდან ჰემიფლოქსაცინის ელიმინაციის დროის მცირეოდენი გაზრდა, მაქსიმალური კონცენტრაციის ცვლილების გარეშე.
იმ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირნსი > 40 მლ/წთ-ზე დოზის გაზრდა არ არის საჭირო. ხოლო იმ პაციენტებში, რომელთა კლირენსი ≤ 40 მლ/წთ, რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის შეცვლა (იხ. "დოზები და მიღების მეთოდები")

თერაპიული ჩვენებები
ინფექციური დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; არაჰოსპიტალური პნევმონია, მათ შორის პოლირეზისტენტული შტამებით გამოწვეული.
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
მწვავე სინუსიტი.

უკუჩვენებები
ჰემიფლოქსაცინის ან სხვა ფთორქინოლონების ინდივიდუალური აუტანლობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
18 წლამდე ასაკი.
ეკგ-ზე QT ინტერვალის გაგრძელება, მათ შორის თანდაყოლილის.
მყესების დაზიანება, ფტორქინოლონების გამოყენების შედეგად.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებსაც:
აქვთ არითმიების განვითარების რისკი, მათ შორის ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია და მიოკარდიუმის მწვავე იშემია.
აქვთ გლუკოზო-6- ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი (ჰემოლიზური რეაქციების განვითარების რისკი)
რომლებიც იღებენ სტეროიდებს, განსაკუთრებით ასაკოვნები, მყესების დაზიანების მომატებული რისკის გამო.
აქვთ ეპილეფსია და კრუნჩხვებისკენ მიდრეკილება.
პრეპარატი დიდი სიფრთხილით გამოიყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აგრძელებენ QT ინტერვალს; 1 A კლასის (ქინიდინი, პროკაინამიდი) და მე-3 კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიული პრეპარატები. აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ წყალ-ელექტროლიტური ბალანსი (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია)

დოზირების რეჟიმი
შიგნით. მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
რეკომენდირბული სადღეღამისო დოზა – 320 მგ 1-ჯერ დღეში.
არაჰოსპიტალური პნევმონია – 320 მგ 1-ჯერ დრეში – 7 დღე.
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება – 320 მგ 1-ჯერ დღეში – 5 დღე.
მწვავე სინუსიტი – 320 მგ 1-ჯერ დღეში – 5 დღე.
დოზის კორექცია არ არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობის მსუბუქი და ზომიერი ფორმები (კრეატინინის კლირენსი 40 მლ/წთ-ზე მეტი0. ტთირკმლის უკმარისობის მძიმე  ფორმების დროს (კრეატინის კლირენსი 40 მლ/წთ-ზე ნაკლები), აგრეთვე ჰემოდიალიზზე და მუდმივ პერიტონიალურ დიალიზზე მყოფი პაცეიენტების რეკომენდირებული დოზაა – 160 მგ 1-ჯერ დღეში.
ღვიძლსი უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
არ არის საწირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებშიც.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: ხანდახან: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება; ერთეულ შემთხვევევბში – სტივენ-ჯონსონის სინდრომი (ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი); ძალიან იშვიათად : მომატებული ფოტომგრძნობელობა, ალერგიული პნევმონიტი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა. იშვიათად -  ღებინება, აბდომინალური მოვლენები, მეტეორიზმი, ანორექსია; ძალიან იშვიათად – ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ჰეპატიტი.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად -  ტრემორი, მოუსვენრობა, შფოთვა, ცნობიერების დარღვევა, ჰალუციანციები, პარანოიდული სინდრომი, დეპრესია, ძილიანობა. ცნს–ს დაზიანების სიმპტომების გამოვლენისას წყდება ჰემიფლოქსაცინის მიღება. ერთეულ შემთხვევვებში: სენსორული ან სენსომოტორული აქსონალური პოლინეიროპათიები, რომლებიც ვლინდება პარესთეზიებით, ჰიპოესთეზიებით და მგრძნობელობის სხვა დარღვევევბით, და სისუსტით.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – გემოვნებისს და ყნოსვის დარღვევევბი, მხედველობის დარღვევევბი, (დიპლოპია, ფერების არქმის შეცვლა), ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხანდახან – ლეიკოპენია; იშვიათად -  თრომბოციტოპენია; ძალაინ იშვიათად – პანციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი ან/და სხვა ჰემატოლოგიური დარღვევევბი; ერთეულ შემთხვევებში – ანემია, მათ შორის ჰემოლიზური და აპლაზიური.
საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად – კრისტალურია, იშვიათ შემთხვევბში – ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ლაბორატორიული მაჩვენებელის მხრივ: იშვიათად -  ნატრიუმის მომატებული შემცველობა, კალიუმის დონის დაქვეითება, საერთო ბილირუბინის მომატება, კალციუმის მაჩვენებლის დაქვეითება, თრომბოციტების რაოდენობის მომატება, სისხლის ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება, ჰემატოკრიტის ცვლილება, `ღვიძლის~ ტარნსაამინაზების და კრეატინფოსფატკინაზების კონცენტრაციის მომატება.
სხვა: ძალიან იშვიათად -  ართრალგია, ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მიალგია, ვასკულიტები, სუპერინფექციები, (კანდიდოზი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი), მყესების გაწყვეტები. მყესების დაზიანების რისკი შეიძლება გაიზარდოს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, განსაკუთრებით ასაკოვნებში. ფიზიკური დარტვირთვის დროს მყესებში ტკივილის გამოვლენისას, მყესების გაწყვეტის ან ანთების შემთხვევაში წყდება ჰემიფლოქსაცინის მიღება (მყესების გაწყვეტევბი შეიძლება აღინიშნებოდეს როგორც ნებისმიერი ფტორქინოლონით მკურნალობის პროცესში, ისე მის შემდეგ). ფსევდომემბრანოზული კოლიტი შეიძლება საეჭვო იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა, ჰემიფლოქსაცინით მკურნალობის დაწყების შემდეგ. კოლიტის მეტნაკლებად ხშირ გამომწვევად ითვლება Clostridium difficle. ხშირ შემთხვევაში საკმარისია ჰემიფლოქსაცინის მიღების შეწყვეტა კოლიტის სიმპტომების გასაქრობად. (იშვიათ შემთხვევვებში შეიძლება საჭირო გახდეს იმ ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც მგრძნობიარენი არიან C. difficile-ს მიმართ)

ჭარბი დოზირება
სიმპტომური მკურნალობა. არ არის ცნობილი სპეციფიური ანტიდოტი. დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდირებულია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხეები და დინამიური დაკვირვება. ჰემოდიალიზით გამოიყოფა ჰემიფლოქსაცინის დოზის 20-30% სისხლის პლაზმიდან.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ანტაციდები: ანტაციდების დანიშვნისას, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს ან რკინის სულფატს, ქვეითდება ჰემიფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა. ანტაციდების მიღება უნდა მოხდეს ჰემიფლოქსაცინის მიღებამდე არა უმცირეს 3 საათისა ან მისი მიღებიდან არა უმცირეს 2 საათისა. სუკრალფატი ამცირებს ჰემიფლოქსაცინის ბიოშეღწევადობას. მისი მიღება უნდა მოხდეს ჰემიფლოქსაცინის მიღებიდან არა უმცირეს 2 საათისა.
პერორალური კონტრაცეპტივები: ესტროგენ-პროჯესტერინული კონტრაცეპტივები უმნიშვნელოდ ამცირებენ ჰემიფლოქსაცინის ბიოშეღწევადობას. ჰემიფლოქსაცინის რეკომენდირებული კურსით მიღება არ ახდენს ზეგავლენას ეთინილესტრადიოლურ/ ლევონორგესტრელურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე.

განსაკუთრებული მითითებები
ჰემიფლოქსცინისთ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიწოდება ნორმალური დიურეზის უზრუნველსაყოფად.
პრეპარატის მიღებისას (ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონების მიღებისას) შეიძლება გამოვლინდეს ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ამიტომ რეკომენდირებულია მზის პირდაპირ სხივებთან კონტაქტის თავიდან აცილება. თუ გამოვლინდა ფოტოსენსიბილიზაციის სიმპტომები, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ტენდინიტის (ტკივილი და შეშუპება მყესების არეში) პირველივე სიმპტომებისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა, ფიზიკური დატვირთვის გამორიცხვა და ექიმის კონსულტაცია.
პრეპარატის აუცილებელი მიღებისას ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ავტომობილის მართვისას და სხვა საქმანობის პოტენციურად სახიფათო სახეობებით დაკავებისას, რომლებიც ითხოვენ ყურადრების მომატებულ კონცენტრირებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს, განსაკუთრებით ეთანოლთან ერთად გამოყენებისას.

გამოშვების ფორმა

5 ან 7 ტაბლეტი პოლიმერულ ქილაში ან პოლიმერულ ფლაკონში.
5 ან 5 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
5, 7 ტაბლეტიანი ქილა ან ფლაკონი ან 5, 7 ტაბლეტიანი 1  კონტურიანი უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

შენახვის პირობები
B სია. მშრალ, სინათლისაგან დაცვულ ადგილზე არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგლას.

შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

მწარმოებელი
ღია სააქციო საზოგადოება "ვეროფარმი"
ფაქტიური მისამართი: რუსეთი. 105082, ქ. მოსკოვი. ბოლშაია პოჩტოვაიას ქუჩა, კ. 36
წარმოების და საჩივრების მიღების მისამართი: რუსეთი, 308013, ქ. ბელგოროდი, რაბოჩაიას ქუჩა. ბინა 14