ფერიმაქსი სიროფი
FERIMAX SYRUP
FERIMAX SYRUP
საერთაშორისო დასახელება - ferrous (III) hydroxyde polymaltose complex
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიანემიური პრეპარატები; შინაგანი გამოყენების
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
50მგ/5მლ 150 მლ სიროფი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერიმაქსი 50 მგ/5 მლ სიროფი შექმნილია რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პოლინუკლეარული რკინა (III) ჰიდროქსიდის ბირთვები შემოგარსულია არა-კოვალენტურად შეკავშირებული პოლიმალტოზას მოლეკულებით.
რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი სტაბილურია და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში არ გამოყოფს იონურ რკინას. პოლინუკლეარულ ბირთვებში, რკინა ისეთივე სტრუქტურით არის შეკავშირებული, როგორც ფიზიოლოგიურად მიღებული ფერიტინი და აქტიურად შეიწოვება.
რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსს არ გააჩნია პროოქსიდაციური თვისება. იგი აქვეითებს ლიპოპროტეინების (VLDL, LDL) ოქსიდაციის უნარს.
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, სადაც მოცემულია რკინის დღიური საერთო მოთხოვნილებები:
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვის შემსწავლელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ, როდესაც ბაზისად მიღებულია ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზი, რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსისა და რკინა (II) მარილების თერაპიული და ფიზიოლოგიური დოზირებებისას რკინის შეწოვა ერთნაირია. რკინის შეწოვა ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავიდან და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილიდან ხდება. ისეთი აღდგენითი ნივთიერებები, როგორებიცაა მარილმჟავა, ასკორბინის მჟავა, ხელს უწყობენ შეწოვას; ფოსფატები, ფიტატები, ტანატები და ანტაციდები შეწოვაზე უარყოფითად მოქმედებენ. მარტო 1 გრამამდე ჩ ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) რკინის შეწოვას 10%-ით ზრდის. ისეთი დაბალი დოზირება, როგორიცაა 100 მგ, მნიშვნელოვნად არ მოქმედებს რკინის შეწოვაზე. ორსულობისა და ლაქტაციის, ზრდისა და რკინა დეფიციტური ანემიის დროს, როდესაც რკინის მიმართ მოთხოვნილება მომატებულია, ორგანიზმს გააჩნია უნარი გაზარდოს რკინის შეწოვა; ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში რკინის მარაგსა და რკინის შეწოვას შორის საწინააღმდეგო კავშირი ყალიბდება. ნაწლავებში რკინის შეწოვის შემდეგ, ის ლორწოვანი უჯრედებიდან გადადის სისხლში, სადაც ტრანსფერინის ცილების მეშვეობით მიემართება ერითროციტებისაკენ, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიქმნებიან. ძვლის ტვინი ინახება რეტიკულოენდოთელურ უჯრედებში, ძირითადად ღვიძლსა და ელენთაში. რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსით რკინის მარაგის შევსებას და შრატში ფერიტინის დონის გაზრდას ცოტათი უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე რკინა (II) მარილებისათვის. ეს შეწოვის განსხვავებული მექანიზმების შედეგი და მიზეზია, რის გამოც არ ვითარდება ინტოქსიკაცია რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსით. სამვალენტიანი რკინის შეწოვა პლაზმის ფერიტინთან არის კავშირში. რკინის შეწოვილი რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ რკინის დეფიციტსა და დოზირებაზე. რკინა, რომელიც არ შეიწოვება, გამოიყოფა განავალში.
ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია რკინა დეფიციტური ანემიის და რკინის ყველა სახის სხვადასხვა წარმოშობის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ორსულობის, ლაქტაციის და რკინით დამატებითი თერაპიის დროს ბავშვთა ასაკში.
მიღების წესები და დოზები
ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ:
ბავშვები: 1-2 კოვზი დღეში (5 მლ).
უფროსები: 2-3 კოვზი დღეში (5 მლ).
მისი მიღება შეიძლება ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ერთად.
იგი გამოიყენება ექიმის მიერ რეკომენდებული პერიოდის განმავლობაში.
იგი გამოიყენება რკინის დეფიციტის ჩვენებების გაქრობიდან, სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში მარაგის შესავსებად.
გვერდითი მოვლენები
რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენებისას განავალი მუქდება. ამის მიზეზი არის რკინა, რომლის შეწოვაც არ მოხდა, ეს მდგომარეობა საზიანო არ არის. ვინაიდან რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსში შემავალი რკინა (III) ფაქტიურად არა-იონურია, არასასურველი მოვლენები, როგორებიცაა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კუჭის სისავსის შეგრძნება, გულისრევა, ფაღარათი და შეკრულობა, რომლებიც აღინიშნება რკინის იონიზირებული მარილის პრეპარატების გამოყენებისას, იშვიათია ფერიმაქსის სიროფის დროს.
არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
უკუჩვენება
იგი არ გამოიყენება პაციენტებში, რკინის დატვირთვის პირობებში ან ისეთი დარღვევების დროს, როდესაც აღინიშნება რკინის მოხმარება (მაგალითად: ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ტყვიის ანემია, სიდერო-აქრესტული ანემია და თალასემია) და სხვა ანემიები, რომლებიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით (მაგალითად: ჰემოლიზური ანემია).
ორსულობა და ლაქტაცია
A კატეგორიის პრეპარატი
რეპროდუქციულმა კვლევებმა ცხოველებში რაიმე რისკი არ გამოვლინეს. ორსულ ქალებში კონტროლირებულმა კვლევებმა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დედისა და ნაყოფისათვის საშიშროება არ გამოავლინეს. რისკი არ აღინიშნება პირველ ტრიმესტრში.
მეძუძური დედები:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, გამოიყენება ექიმის რეკომენდაციითა და მისი კონტროლის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები
იგი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კუჭის წყლულით. რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენებისას განავალის ფერი შეიძლება გამუქდეს; ეს მდგომარეობა ნორმალურია და არ საჭიროებს განსაკუთრებული ზომების მიღებას. ის არ იწვევს ცდომილებას განავალში ფარული სისხლის კვლევისას. ამიტომ ამ კვლევის დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.
ჭარბი დოზირება
ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინით მწვავე ინტოქსიკაცია. ინტოქსიკაციის შემთხვევაში გამოიყენება დესფერიოქსამინი და ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას აცეტატის კალციუმის დინატრიუმის მარილი.
დესფერიოქსამინს ტერატოგენური ეფექტი გააჩნია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვინაიდან რკინა (III), რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსში ქმნის კომპლექსს, იონური ურთიერთქმედება თანმხლებად მიღებულ საკვებთან (ფიტინი, ოქსალატი, ტანინი) და სამკურნალო საშუალებებთან (ტეტრაციკლინები ანტაციდები) ერთად არ აღინიშნება. ამის საწინააღმდეგოდ, ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებთან უხსნადი ქელატების წარმოქმნით რკინის იონები აქვეითებენ რკინის შეწოვას.
იგი არ იწვევს ცრუ შედეგებს განავალში ფარული სისხლის კვლევისას. ამიტომ ამ კვლევის დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.
რძის, ჩაისა და ხორბლის საკვების მიღება რკინის პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული, თუმცა სასარგებლოა C ვიტამინით მდიდარი სითხეებისა და საკვების მიღება (მაგალითად ფორთოხლის წვენი), რომლებიც ზრდიან შეწოვას.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
შენახვის ვადა : 24 თვე
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი ფირმა
BILIM PPHARMACEUTICALS A.S.

ასაკი | რკინა (მგ/დღეში) | ასაკი | რკინა (მგ/დღეში) | |
ჩვილები | მამაკაცები | |||
0-6 თვე | 0.27 | 9-13 წელი | 8 | |
7-12 | 11 | 14-18 წელი | 11 | |
ბავშვები | 19-30 წელი | 8 | ||
1-3 წელი | 7 | 31-50 წელი | 8 | |
4-8 წელი | 10 | 51-70 წელი | 8 | |
ორსულობა | >70 წელი | 8 | ||
>18 წელი | 27 | ქალები | ||
19-30 წელი | 27 | 9-13 წელი | 8 | |
31-50 წელი | 27 | 14-18 წელი | 15 | |
ლაქტაცია | 19-30 წელი | 18 | ||
>18 წელი | 10 | 31-50 წელი | 18 | |
19-30 წელი | 9 | 51-70 წელი | 8 | |
31-50 წელი | 9 | >70 წელი | 8 |