ფეროპლექსი
FERROPLEX
FERROPLEX
საერთაშორისო დასახელება - ferrouse sulfate, acidum ascorbinicum
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - B03AA07
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიანემიური პრეპარატები; შინაგანი გამოყენების
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
50მგ/30მგ 100ც დრაჟე
1 დრაჟე
რკინის სულფატი...................................................50 მგ
ასკორბინის მჟავა...................................................30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სტეარინი, ტალკი, მაგნიუმის ჟანგი, მცენარეულ ზეთი, ლაქტოზა და საქაროზა, არაბეთის გუმფისი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი აღადგენს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის, ასკორბინის მჟავა კი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვის გაუმჯობესებას. პრეპარატის მიღების შემდეგ რკინის შეწოვა ხდება უშუალოდ წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში. შეწოვა იზრდება ორგანიზმში რკინის მარაგის დაქვეითებისას.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივი სისხლდენების, არარეგულარული და არასრულყოფილი კვების შედეგად გამოწვეული რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ.
მოზრდილებში პრეპარატს იყენებენ 3 დრაჟეს 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. პრეპარატი ანალოგიური დოზით ინიშნება ორსულობისა (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფეროპლექსი გამოიყება ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე ისეთივე დაავადებისას, როგორიცაა: აპლასტური და ჰემოლიზური ანემია, თალასემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, რკინის შეთვისების დარღვევისას (სიდერობლასტური? ანემია, პერნიციოზული ანემია, ვიტამინ B12-ის უკმარისობა).
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინისა და ფერიტინის დონის გამოკვლევა. პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისხლის სურათის ნორმალიზებამდე (8-12 კვირა). პრეპარატის მიღების შემთხვევაში დამახასიათებელია შავი ფერის განავალი რკინის სულფიდის წარმოქმნის გამო, ბენზიდინის ცრუდადებითი სინჯი. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება ამცირებს რკინის იონების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეწოვას. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას კუჭისა და 12-გოჟა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტერიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დაზირების სიმპტომებს წარმოადგენს: გულისრევა, ღებინება, დიარეა. იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ჭარბი დოზირების მხრივ ეჭვი, აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინისა და ფერიტინის დონის გამოკვლევა, კუჭის ამორეცხვა, რძისა და უმი კვერცხის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის იონების შებოჭვის და მათი შემდგომი გამოყოფის გასაძლიერებლად. თუკი შრატში აღინიშნება ფერიტინის მაჩვენებლის მომატება, მაშინ აუცილებელია რკინის ქელატორის (დესფერალი) მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტაციდურ პრეპარატებთან, ქოლესტირამინთან, მეთილდოფასთან, თუთიის, მაგნიუმის, კალციუმის, ფოსფორის და ალუმინის შემცველ პრეპარატებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, პენიცილამინთან, ციპროფლოქსაცინთან, ნორფლოქსაცინთან, ოფლოქსაცინთან ფეროპლექსის ერთდროული გამოყენებისას რკინის შეწოვა მცირდება.
ფეროპლექსის რკინის შემცველ სხვა პრეპარატებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
TEVA Pharmaceutical works CO LTD
უნგრეთი