ფეროპოლი 50მგ/მლ 30მლ ფლ

ფეროპოლი 50მგ/მლ 30მლ ფლ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ferrous (III) hydroxyde polymaltose complex
გამოშვების ფორმა: 50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები. ხსნარი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

 

შემადგენლობა

1მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზატი, რომელიც 50მგ რკინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერება: პროპილენგლიკოლი, საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსი-ბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, შოკოლადის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
 
სამკურნალო ფორმა
წვეთები შიგნით მიღებისთვის, ხსნარი.
 
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი
ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, სამვალენტიანი რკინის პრეპარატები შიგნით მიღებისთვის.
ათქ კოდი: B03AB05 
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი გამოიყენება რკინის დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის, მიოგლობინის და ზოგიერთი ფერმენტის შემადგენელს.
კომპლექსი შედგება ბირთვისაგან, რომელიც შეიცავს სამვალენტიანი რკინის ჰიდროოქსიდს და შემოფარგლულია პოლიმალტოზის მოლეკულებით. კომპლექსი ფიზიოლოგიურ პირობებში სტაბილურია და არ დისოცირებს რკინის იონების გამოთავისუფლებით. კომპლექსში შეკავშირება ხდება სტრუქტურაში, რომელიც რკინა_ფერიტინის ბუნებრივი შენაერთის მსგავსია. რკინის (III) შეიწოვება კომპლექსიდან აქტიური ტრანსპორტის გზით. ცილები, რომლებიც ახდენენ რკინის ბმას კუჭისა და ნაწლავების წვენებში და ეპითელიუმის ზედაპირზე, შეუძლიათ სამვალენტიანი რკინა შეიკავშირონ ლიგანდების ბმის მექანიზმის საშუალებით. შეწოვილი რკინა დეპონირდება ღვიძლში ფერიტინის სახით.
კომპლექსს არ გააჩნია პროოქსიდატული თვისებები. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ჟანგვის მიმართ აფინურობა დაქვეითებულია. 
გამოკვლევებმა ორმაგი იზოტოპების (55Fე და 59Fე) მეთოდით გვაიჩვენა, რომ რკინის აბსორბცია, რომელიც იზომება ერითროციტებში ჰემოგლობინის დონით, უკუპროპორციულია რკინის უკმარისობის პერიოდისა და მისი შეწოვის ხარისხისა (რაც უფრო დიდი ხნით გრძელდება რკინის დეფიციტი, მით უფრო ბევრი რკინა შეიწოვება).
რკინა აბსორბირდება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავებში. რკინის გამოყოფა ხდება ძირითადად კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან და შეადგენს დაახლოებით 1მგ რკინას დღეში.
არააბსორბირებული რკინა გამოიყოფა განავალთან ერთად. ქალებში გათვალისწინებული უნდა იყოს რკინის დაკარგვა მენსტრუაციის დროს.
 
გამოყენების ჩვენება
_ რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
_ რკინადეფიციტური ანემია
_ რკინადეფიციტური ანემია ორსულობის დროს
 
უკუჩვენება
ფეროპოლი უკუნაჩვენებია:
_ პაციენტებისათვის, რომელთაც ორგანიზმში აქვთ რკინის მომეტებული მარაგი (მაგ., ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი)
_ პაციენტებში რომელთაც აქვთ ჰემის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული აშლილობა (მაგ., სიდეროქრესტული ანემია, ტყვიის ანემია, ტალასემია)
_ ანემიის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (მაგ., ჰემოლითიური ანემია).
 
პრეპარატი აგრეთვე უკუნაჩვენებია:
_ პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გამოკვლევები, რომელიც ეხება ურთიერთქმედებებს, არ ჩატარებულა. იმის გათვალისწინებით, რომ რკინა იმყოფება კომპლექსური შენაერთის სახით, ურთიერთქმედება საკვები პროდუქტების კომპონენტებთან (ფიტატები, ოქსალატები, ტანინი) და ამავდროულად გამოყენებული სამკურნალო პრეპარატებით (ანტაციდები, ტეტრაციკლინი) ნაკლებსავარაუდოა. 
პრეპარატის მიღება არ ახდენს ზემოქმედებას ფარული სისხლის ტესტის შედეგებზე.
 
განსაკუთრებული მითითებები
ანემიის მკურნალობის დროს ყოველთვის აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
 
საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ანემიის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ინფექციით ან სიმსივნური პროცესით, უნდა გავითვალისწინოთ სარეზერვო რკინის მარაგი რეტიკულო_ენდოტელიალურ სისტემაში, რომელიც მოიხმარება მხოლოდ ძირითადი დაავადების განკურნების შემდეგ.
 
პრეპარატი შეიცავს საქაროზას: 1მლ (20 წვეთი) შეიცავს 0,067გ საქაროზას. საქაროზის შემცველობის გათვალისწინებით, პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ფრუქტოზის გადაუტანლობასთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი დარღვევები, გლუკოზა_გალაქტოზის მცირეაბსორბციის სინდრომი ან საქაროზა_ იზომალტაზის უკმარისობა, პრეპარატი არ უნდა მიიღონ. 
პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატს.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამუქება. ამ სიმპტომს არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა. 
 
რკინადეფიციტური მდგომარეობა და რკინის იონების უკმარისობა უნდა დამტკიცდეს ლაბორატორიული მეთოდით.
 
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ახდენს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე.
სამკურნალო პროდუქტი ფეროპოლი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
 
ზემოქმედება მექანიკური საშუალებების მართვისა და მექანიკური მოწყობილობების მომსახურების უნარზე
ფეროპოლი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
 
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.
 
დოზირება
ბავშვები, მოზრდილები და დედები ლაქტაციის პერიოდში:
 
რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა:
ბავშვები (1 წელამდე): 6_10 წვეთი (15_25მგ რკინა) დღეღამეში
ბავშვები (1_12 წლის): 10_20 წვეთი (25_50მგ რკინა) დღეღამეში
 
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები და დედები ლაქტაციის პერიოდში: 20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში
 
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1_2 თვეს.
 
რკინადეფიციტური ანემია:
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 3_5 თვეს, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციამდე. შემდგომში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე კვირა, რკინის მარაგის შესავსებად.
 
ბავშვები (1 წლამდე): საწყისი დოზა შეადგენს 10 წვეთს (25მგ რკინა) დღეღამეში. შემდეგ დოზა უნდა გაიზარდოს 20 წვეთამდე (50მგ რკინა) დღეღამეში.
ბავშვები (1_12 წელი): 20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში
12 წელზე უფროსი ბავშვები, უფროსები და დედები ლაქტაციის პერიოდში:
40_120 წვეთი (100_300მგ რკინა) დღეღამეში.
 
ორსულები:
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.
 
რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა:
20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში.
 
რკინადეფიციტური ანემია:
80_120 წვეთი (200_300მგ რკინა) დღეღამეში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე. 
შემდეგ 40 წვეთი (100მგ რკინა) დღეღამეში, როგორც მინიმუმ ორსულობის ბოლომდე, რკინის მარაგის შესავსებად.
 
პრეპარატ ფეროპოლის სადღეღამისო დოზები, რკინის უკმარისობის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს 

 

რკინადეფიციტურიანემია

რკინის ლატენტურიდეფიციტი

პროფილაქტიკა

1 წლამდე ასაკის ბავშვები

10_20 წვეთი(25_50რკინა)

6_10 წვეთი(15_25რკინა)

2_4 წვეთი(5_10რკინა)

ბავშვები (1_12 წლის)

20_40 წვეთი(50_100რკინა)

10_20 წვეთი(25_50რკინა)

4_6 წვეთი(10_15რკინა)

12 წელზე უფროსი ბავშვები, პერიოდში:

40_120 წვეთი(100_300რკინა)

20_40 წვეთი(50_100რკინა)

4_6 წვეთი(10_15რკინა)

ორსულები

80_120 წვეთი(200_300რკინა)

40 წვეთი (100რკინა)

20_40 წვეთი(50_100რკინა)

 
დღენაკლულ ბავშვებში რეკომენდირებულია 2,5მგ_5მგ (1_2 წვეთი/კგ სხეულის მასა) დღეში 3_5 თვის განმავლობაში.
შეყვანის წესი
შიგნით.
სადღეღამისო დოზა შესაძლოა მიღებული იქნას ერთჯერადად ან რამდენიმე მიღებაზე. სასურველია პრეპარატი მიიღოთ საკვების მიღების დროს ან მისი დამთავრებისთანავე. პრეპარატი შესაძლებელია შერეული იქნეს ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ან დამატებული ექნეს ბავშვის საკვებს.
პრეპარატი არ იწვევს კბილის ემალის ფერის შეცვლას.
წვეთების ფერის უმნიშვნელო ცვლილება არ მოქმედებს სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობაზე.
ჭარბი დოზირება
დღევანდელ დღემდე ჭარბი დოზირების შემთხვევებში ინტოქსიკაციისა და ორგანიზმში რკინის დონის მომატების ნიშნები აღწერილი არ ყოფილა, იმიტომ, რომ რკინის და რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის იონები კუჭ_ნაწლავის ტრაქტში არ იმყოფება თავისუფალი ფორმით და არ შეიწოვება პასიური დიფუზიის გზით.
გვერდითი მოვლენები
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის პრეპარატი როგორც წესი კარგად გადაიტანება.
არასასურველი ეფექტები, რომლებიც თითოეული ჯგუფის ფარგლებში გარკვეული სიხშირით გვხვდება მოყვანილია შესაბამისად გამოხატულების შემცირებისა.
დარღვევები კუჭ_ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ძალიან იშვიათად (<1/10 000): გულისრევა, შეკრულობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის გადავსების შეგრძნება.
განავლის მუქად შეფერვას, რომელიც აღინიშნება პრეპარატის მიღების დროს, არ გააჩნია საყურადღებო კლინიკური მნიშვნელობა.
პრეპარატი არ იწვევს კბილების ემალის ფერის შეცვლას.
ყველა სახის (მათ შორის უჩვეულო) გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთის რომელიც არ არის აღწერილი ჩანართ ფურცელში, გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია აცნობოთ მკურნალ ექიმს.
შეფუთვა
შუშის ფლაკონები 30მლ, ხრახნიანი სახურავით, საგარანტიო რგოლით და საწვეთურიანი სახურავით. ყველა ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
შენახვის ვადა
2 წელი
გახსნილი ფლაკონის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობა
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა ურეცეპტოდ