ფიბსი 1მლ #10ა

ფიბსი საინექციო

     

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: უფერო გამჭვირვალე ხსნარი სუსტი სპეციფიკური სუნით.

შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს: ლიმანის გადამუშავებულ ტალახს 1მლ-მდე, კუმარინს-0,0001გ, ფენილ აკრილის მჟავას-0,0004გ-ს
დამხმარე ნივთიერება-ნატრიუმის ქლორიდი. 

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება. ბიოგენური სტიმულატორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფიბსი წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელ საშუალებას, იგი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას და ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს და სხვა.

ფარმაკოკინეტიკა:
შესწავლილი არ არის.

გამოყენების ჩვენებები:
ფიბსი ინიშნება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში ბლეფარიტების, კონიუნქტივიტების, კერატიტების, მინისებრი სხეულის შემღვრევის, მიოპური ქორიორეტინიტის, პიგმენტური რეტინიტის, თვალის სისხლძარღვების ანთებითი პროცესების, მხედველობითი ნერვის ატროფიის, ტრაქომის სამკურნალოდ და სხვა. პრეპარატს იყენებენ აგრეთვე ართრიტების, რადიკულიტების, მიალგიის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების, ქსოვილების შეხორცებითი ცვლილებების, კანის ტროფიკული წყლულების და სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული (კანის და ხორხის ტუბერკულოზური წყლულები, პეპტიური წყლული და სხვა) ტროფიკული პროცესების სხვა დარღვევების  დროს.
 
გამოყენების წესი და დოზები:
ფიბსი შეყავთ კანქვეშ. მოზრდილებში პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 1მლ-ს. იღებენ ერთხელ დღეში 30-35 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 თვის შემდეგ. სასუნთი გზების ტუბერკულოზური დაზიანებების დროს ფიბსის გამოყენებას იწყებენ 0,3მლ-ით, დოზის თანდათანობით მომატებით.
მონაცემები პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ ცნობილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:
კანზე გამონაყარი, ტემპერატურის მომატება.

უკუჩვენებები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ჰიპერტენზია, ორსულობა (განსაკუთრებით II ტრიმესტრი), კუჭ-ნაწლავის მწვავე დარღვევები, ნეფროზო ნეფრიტის გართულებული ფორმები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.

გამოყენების თავისებურებები:
მტკივნეული ინექციის დროს პრეპარატი ინიშნება ნოვოკაინის 0,5მლ 0,5% ხსნარის წინასწარი ინექციის  შემდეგ.
 
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა-4 წელი.

გაცემის წესი:
ურეცეპტოთ

შეფუთვა:
1მლ ამპულები, N10 კოლოფებში,  N10 (5X2) კონტურულ შეფუთვაში.

მწარმოებელი:
”ბიოსტიმულატორი”
უკრაინა