ფლატონი
FLATON
FLATON
საერთაშორისო დასახელება - pancreatine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
30 ტაბლეტი
თითოეული დრაჟე ნაწლავში ხსნადი გარსით შეიცავს:
პანკრეატინი 87.5 მგ
(ამილაზა 3150, ლიპაზა 1050, პროტეაზა 210)
ჰემიცელულოზა 50 მგ
ხარის ნაღველი 25 მგ
სიმეთიკონი 50 მგ
(აგრეთვე შეიცავს ტიტანის დიოქსიდსა და შაქარს, როგორც შემომგარსველ საშუალებას)
ფარმაკოლოგიური თვისებები
პანკრეატინი წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელიც მიიღება პანკრეასისაგან და გააჩნია პროტეოლიზური, ლიპაზური და ამილაზური აქტივობა.
ლიპაზა, პროტეაზა და ამილაზა შლის ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს. ტაბლეტები შემოგარსულია, რათა დაცული იყოს კუჭის წვენისა და პეპსინის ზემოქმედებისაგან და ინგრედიენტები გამოთავისუფლდნენ 12-გოჯა ნაწლავში. ჰემიცელულოზა ახდენს ცელულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები. ცელულოზა წარმოადგენს უხსნად პოლისაქარიდს, რომელიც შეიცავს B-D- გლუკოპირაზონის ერთეულებს. იგი არ ჰიდროლიზდება ადამიანის ორგანიზმში, რადგანაც B – კავშირის მაჰიდროლიზებელი ფერმენტი არ მოიპოვება.
ნაღვლის მჟავები და ნაღვლის მარილები (ნაღვლის ექსტრაქტი) სტეროიდული ბირთვისა და გვერდით ჯაჭვებში ჰიდროფილური მჟავა ჯგუფების არსებობის გამო წარმოადგენენ ზედაპირულად აქტიურ აგენტებს. ნაღვლის მარილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცხიმების აბსორბციაში, რაც დაკავშირებულია ფერმენტ ლიპაზას ფააქტიურებასთან და ცხიმების დაშლასთან. ნაწლავებში ბუნებრივი ცხიმების შეწოვისათვის, აგრეთვე საჭიროა გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები, ქოლესტეროლი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A,D,E და K). სიმეთიკონი არის გააქტივებული დიმეთიკონი, რომელსაც გააჩნია თვისება, რომლის გამო იგი მოქმედებს კუჭსა და ნაწლავებში, ცვლის აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და აერთიანებს მათ. ეს განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.
ჩვენებები
- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება, მეტეორიზმი, გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს.
- ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან.
- საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან, გულძმარვა.
- რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.
მიღების წესები და დოზები
1-2 შემოგარსული ტაბლეტი საკვებთან ერთად, პრეპარატი არ უნდა დაიღეჭოს. ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე ყოველი კვების შემდეგ გამოიყენება 2 შემოგარსული ტაბლეტი. ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და დიარეა. მოულოდნელი გვერდითი მოვლენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
ფლატონი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გამოხატული დისფუნქცია, ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ბილირუბინის მაღალი დონე, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია და ილეუსი.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
შენახვის ვადა - 24 თვე
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (რეცეპტის გარეშე)
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ბილიმ ფარმასიუტიკალსი
თურქეთი