ფლავამედი
Flavamed
Flavamed
საერთაშორისო დასახელება - ambroxol hydrochloride
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R05CB06
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 30 მგ: 20 ც.
მოქმედი სამკურნალო კომპონენტი:
1 ტაბლეტი შეიცას 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ფხვნილის ცელულოზა, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი (მნიშვნელობა K=30), მაგნიუმის სტეარატი.
დოზირება
თუ რამე განსხვავებული დანიშნულება არ არის, რეკომენდებულია ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების შემდეგი დოზებით მიღება:
6-დან 12 წლამდე ბავშვებს:
როგორც წესი, ენიშნებათ პრეპარატი ფლავამედის® 1/2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღე-ღამეში. (შესაბამისად 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 2-3 ჯერ დღეში).
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვები:
როგორც წესი, პირველი 2-3 დღის განმავლობაში ენიშნებათ პრეპარატი ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების თითო ტაბლეტი 3 ჯერ დღე-ღამეში (შესაბამისად 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 3 ჯერ დღეში), შემდეგ პრეპარატი ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების თითო ტაბლეტი 2 ჯერ დღეში (შესაბამისად 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 2 ჯერ დღეში).
მითითება
აუცილებლობის შემთხვევაში მოზრდილების დოზის დანიშვნის დროს შეიძლება პრეპარატის ეფექტურობის გაზრდა 2 ტაბლეტის 2 ჯერ დღეში დანიშვნის გზით (რაც შეესაბამება 120 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს/დღე-ღამეში).
მიღების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მითითება
სითხის მიღების ხარჯზე პრეპარატი ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების ნახველის გათხელებისაკენ მიმართული მოქმედება უმჯობესდება, ამიტომ მკურნალობის დროს საჭიროა ორგანიზმის დიდი რაოდენობის სითხით მომარაგება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. არ შეიძლება ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება არ უნდა აღემატებოდეს 4-5 დღეს ექიმის კონსულტაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტებსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოქმედება. გვერდითი მოვლენების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:
ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს | ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს |
ზოგჯერ: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს | იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტს |
ძალიან იშვიათი: 10.000 პაციენტიდან 1-ს ან ნაკლებს, ერთეული შემთხვევების ჩათვლით. |
გენერალიზებული დარღვევები:
ზოგჯერ (> 0,1% - <1%): მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ქოშინი, კანის ქავილი), სხეულის ტემპერატურის მომატება.
ძალიან იშვიათად (<0,1%): ანაფილაქსიური რეაქცია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ზოგჯერ: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება.
კანის მხრივ:
ძალიან იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები, მაგალითად, ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
უკუჩვენება
ამოსახველებელი საშუალება ფლავამედის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შესახებ, აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღების წინ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია
ქალებში ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება საკმარისი არ არის, ამიტომ ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების ფუნქციის შეზღუდვის ან ღვიძლის მძიმე დაავადების შემთხვევაში ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით (ე.ი. მიღებებს შორის ინტერვალის გახანგრძლივებით და დოზის შემცირებით).
ჭარბი ნახველების დაგროვების თანხლებით მიმდინარე ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადების შემთხვევაში (მაგალითად, ავთვისებიანი წამწამოვანი სინდრომი) სეკრეტის შესაძლო შეგუბების გამო ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება განსაკუთრეული სიფრთხილის დაცვით, ე.ი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბავშვები მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო პრეპარატი ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ არ არის მიზანშეწონილი.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
განსაკუთრებული მითითება არ არსებობს.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა, რომელიც შეაფასებს მდგომარეობის სიმძიმეს და, აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებს საჭირო ზომებს.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების და მოწამვლის შემთხვევების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. არსებობს მონაცემები მოუსვენრობის ხანმოკლე ეპიზოდების და ფაღარათის შესახებ.
დოზის ძლიერი გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნერწყვის გამოყოფის მომატებას, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას და სისხლის წნევის დაცემას. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის და ხველების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებულმა მიღებამ ხველების რეფლექსის შესუსტების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის შეგუბება, რაც საშიშია, ამიტომ აღნიშნული კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობა საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
ფლავამედი® ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია