ფლოქსიმედი
FLOXIMED
თვალის წვეთები 0,3%
სავაჭრო სახელწოდება: ფლოქსიმედი
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: ციპროფლოქსაცინი
წამლის ფორმა: თვალის მალამო, თვალის წვეთები
შემადგენლობა:
ფლოქსიმედის 0,3%-იანი თვალის მალამოს 1 გ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის სახით) 3,0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.
ფლოქსიმედის 0,3%-იანი თვალის წვეთების 1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის სახით) 3,0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, მანიტოლი, გაყინული ძმარმჟავა, ნატრიუმის აცეტატი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: S01AX13
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ციპროფლოქსაცინს გააჩნია ანტიბაქტერიული (ბაქტერიციდული) მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, შედარებით ნაკლებად გამოხატულია მისი ზემოქმედება ანაერობებზე. მოქმედებს შემდეგ ბაქტერიებზე: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Campilobacter jejuni, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Enterobacter cloaceae, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Serratia marcescens, Shigella flexneri, Shigella sonnei, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Acinetobacter spp., Aeromonas caviae, Aeromonas hydrophilia, Brucella melitensis, Campylobacter coli, Edwardsiella tarda, Enterobacter aerogenes, Haemophilus ducreyi, Klebsiella oxytoca, Legionella pneumophila, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria meningitides, Pasteurella multicoda, Salmonella enteritidis, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica, Chlamydia trachomatis (ზომიერი მგრძნობელობა), Mycobacterium tuberculosis (ზომიერი მგრძნობელობა). ციპროფლოქსაცინის მიმართ არამგრძნობიარეა Pseudomonas cepacia-იას შტამების უმრავლესობა და Pseudomonas matolphilia-ს ზოგიერთი შტამი, ასევე ანაერობული ბაქტერიები, Bacteroides fragilis-ის დაClostridium difficile-ს ჩათვლით.
ჩვენებები:
_ თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტები, ბლეფაროკონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას ბაქტერიული წყლულები ჰიპოპიონით ან მის გარეშე, ბაქტერიული კერატიტები და კერატოკონიუნქტივიტები, ქრონიკული დაკრიოცისტიტები და მეიბომიტები.
_ წინასაოპერაციო პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში. პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების მკურნალობა.
_ თვალის კაკლისა და მისი დანამატების ტრავმისშემდგომი (უცხო სხეულით ან მის გარეშე) ინფექციური გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები: უკუჩვენებებს წარმოადგენს ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოქმედება: ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია _ ალერგიული რეაქციები, ქავილი, წვა, კონიუნქტივის ჰიპერემია და მსუბუქი ტკივილი, გულისრევა; იშვიათად _ ქუთუთოების შეშუპება, სინათლის შიში, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ჩაწვეთების შემდეგ პირში არასასიამოვნო გემო, მხედველობის დაქვეითება, კრისტალისებრი პრეციპიტატის გაჩენა რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში, კერატიტი, კერატოპათია, რქოვანაზე ლაქების გაჩენა ან ინფილტრაცია.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია განისაზღვროს მის მიმართ მიკრო¬ფლორის მგრძნობელობა, რომელმაც გამოიწვია დაავადება.
ფლოქსიმედი თვალის წვეთები 0,3%. პრეპარატის 1-2 წვეთის ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ პარკში. ჩაწვეთების სიხშირე დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სიმძიმეზე. მწვავე ბაქტერიული კონიუნქტივიტების, მარტივი, ქერცლოვანი და წყლულოვანი ბლეფარიტების დროს ინიშება 4-8-ჯერ დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს. კერატიტების დროს ინიშნება 1 წვეთი არანაკლებ 6-ჯერ დღეში, დადებითი ეფექტის დროს მკურნალობის მაქსიმალური კურსი რქოვანას დაზიანების სიმძიმის მიხედვით შეადგენს 2-4 კვირას. რქოვანას დაზიანებისას ლურჯ-მწვანე ჩხირით ფლოქსიმედი ინიშნება რაც შეიძლება ხშირად არანაკლებ თითო წვეთი 8-12-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და ჩვეულებრივ შეადგენს 2-3 კვირას. წინა უვეიტების დროს ხდება ერთი წვეთის ჩაწვეთება დღეში 8-12-ჯერ. მწვავე დაკრიოცისტიტებისა და კანალიკულიტების დროს ინიშნება დღეში 6-12-ჯერ, ქრონიკულის შემთხვევაში კი 4-8-ჯერ. თვალის და მისი დანამატების ჭრილობების დროს, ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისათვის თვალზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ ფლოქსიმედი ინიშნება 4-6-ჯერ დღეში მთელი პოსტოპერაციული პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ 5 დღიდან 1 თვემდე.
ფლოქსიმედის თვალის მალამო 0,3%. თავსდება კონიუნქტივალურ პარკში (ღრუ ქუთუთოების უკანა ზედაპირსა და თვალის კაკლის წინა ზედაპირს შორის). მძიმე ინფექციების დროს თვალის მალამო გამოიყენება 3-4-ჯერ დღე-ღამეში. დაავადების სიმპტომების შემსუბუქების შესაბამისად მიღებების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს. მსუბუქი ინფექციების დროს ჩვეულებრივ ინიშნება დღე-ღამეში 2-ჯერ. თვალის წვეთებთან ერთად ღამით შესაძლებელია დამატებით თვალის მალამოს გამოყენება პრეპარატთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.
ჭარბი დოზირება: პრეპარატ ფლოქსიმედის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ციპროფლოქსაცინის აქტივობა მატულობს მისი ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ამინოგლიკოზიდებთან, ვანკომიცინთან, კლინდამიცინთან და მეტრონიდაზოლთან კომბინირების შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები: ფლოქსიმედი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. იმ შემთხვევაში, თუ თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ კონიუნქტივალური ჰიპერემია გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მატულობს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. ხისტი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე: იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ფლოქსიმედის თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.
გამოყენება პედიატრიაში: ამჟამად არ არის დადგენილი პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატ ფლოქსიმედის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
გამოშვების ფორმა: ფლოქსიმედის თვალის მალამო 0,3% 5,0 გ ალუმინის ტუბში. 1 ალუმინის ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ფლოქსიმედის თვალის წვეთები 0,3% პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ (ფლაკონი წვეთებისთვის საწვეთურით) ხრახნიანი თავსახურით. ფლაკონი-საწვეთური ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ფლოქსიმედის თვალის მალამო 0,3% ინახება 30ºC ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში! ფლოქსიმედის თვალის წვეთები 0,3% ინახება 30ºC ტემპერატურამდე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა:
ფლოქსიმედის თვალის მალამო 0,3% 2 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ფლოქსიმედის თვალის წვეთები 0,3% 3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
“ ე.ი.პ.ი.კო”
ეგვიპტე, თენს ოვ რამადან სითი, პირველი საწარმოო ზონა B1, აბონენტის # 149 თენსი.
„უორლდ მედიცინ“-ისთვის, ინგლისი, 48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us):”