ფორტუმი 1გ ფლ

ფორტუმი
FORTUM


საერთაშორისო დასახელება - ceftazidime

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - J01DA11

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები)
; მესამე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1 გ: ფლ.1ც.

ფხვნილი, საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონი, შეფუთვაში 1 ც.
1 ფლ.
ცეფტაზიდიმის პენტაჰიდრატი . . . 500 მგ
ფხვნილი, საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონი, შეფუთვაში 1 ც
. 1 ფლ.
ცეფტაზიდიმის პენტაჰიდრატი . . . . . 1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფორტუმი წარმოადგენს III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პარენტერალური გამოყენებისათვის. ფორტუმის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით, ფერმენტ ტრანსპეპტიდაზას ბლოკირების შედეგად. პრეპარატი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების (უმრავლესი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული, როგორც პენიცილინაზას, აგრეთვე ცეფალოსპორინაზას) მიმართ.
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტაზიდიმი აქტიურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas spp., Klebsiella spp. (მათ შორის K. pneumoniae), Proteus spp. (მათ შორის P. mirabilis, P. vulgaris, P. rettgeri), Morganella morganii, Providencia spp., Echerichia coli, Enterobacter spp., Citrobacter spp., Serratia spp., Salmonella spp., Shigellea spp., Yersinia enterocolitica, Pasteurella multocida, Acinetobacter spp., Neisseria gonorrhoeae, N. meningitidis, Haemophilus influenzae, H. parainfluenzae (ამპიცილინის მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით).
გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus, Staphylococcus ეპიდერმიდის (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები), Micrococcus spp., Streptococcus spp. (maT Soris St. pyogenes, St. pneumoniae, St. mitis, St. faecalis- ის გარდა).
ანაერობული მიკროორგანიზმები: Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., propionibacterium spp., Clostridium perfringehs, Fusobacterium spp., Bacteroides spp., (Bacteroides fragilis- ის მრავალი შტამები რეზისტენტულია). fortumi არის პირველი რიგის პრეპარატი ლურჯ-მწვანე ჩხირით _ Pseudomonas aeruginosa - გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
in vitro ცეფტაზიდიმი არააქტიურია მეტიცილინის მიმართ მდგრადი Staphylococcus, Streptococcus faecalis და სხვა მრავალი Enterococcus, Listeria monocytogenes, Campylobacter spp. და Clostridium difficile- ის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ადვილად შეიწოვება ორგანოებსა და ქსოვილებში (მათ შორის ძვლის ქსოვილში), ნახველში, სინოვიალურ, პლევრულ, პერიტონეულ სითხეში, თვალის ქსოვილსა და ლორწოვანში.
განაწილება: აქტიური ნივთიერების თერაპიული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 8-12 საათის განმავლობაში. სისხლის პლაზმის ცილებთან პრეპარატის კავშირი შეადგენს 10%-ს. ფორტუმი ცუდად გადის ინტაქტურ ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ხოლო მენინგიტის დროს თავ-ზურგ-ტვინის სითხეში მიიღწევა მისი თერაპიული კონცენტრაცია.
მეტაბოლიზმი: ფორტუმი არ განიცდის მეტაბოლიზმს. გამოყოფა: გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით შეუცვლელი სახით 24 სთ-ის განმავლობაში (80-90%) გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.8 სთ-ს.
განსაკუთრებული შემთხვევების ფარმაკოკინეტიკა: თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ნახევრადდაშლის პერიოდი 2.2 საათამდე ხანგრძლივდება.

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, მუკოვისციდოზის ფონზე განვითარებული ფილტვის ინფექციები);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება, მასტოიდიტი, სინუსიტი);
- საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ბაქტერიული ურეთრიტი, თირკმლის აბსცესი კენჭოვანი დაავადების ფონზე);
- რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, წითელი ქარი, პერიტონიტი, ჭრილობის ინფექციები, მასტიტი, კანის დაწყლულება);
- ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, რეტროპერიტონული აბსცესი, პერიტონიტი, დივერტიკულიტი, ენტეროკოლიტი);
- მცირე მენჯის ღრუს ინფექციები;
- გონორეა (განსაკუთრებით პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს);
- სხვა ინფექციები (მათ შორის სეპტიცემია, მენინგიტი);
- დიალიზთან დაკავშირებული ინფექციები.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატი ნაჩვენებია მხოლოდ პარენტერალური გამოყენებისათვის. დოზა ინდივიდუალურად დგინდება დაავადების სიმძიმის, ინფექციური პროცესის გამომწვევის, ავადმყოფის ასაკის, სხეულის მასის და თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.
მოზრდილებში ინიშნება სადღეღამისო დოზით _ 1-6 გ. საშარდე გზების ინფექციების დროს ინიშნება 0.5-1 გ ყოველ 12 საათში ერთხელ.
უმრავლესი ინფექციების სამკურნალოდ ეფექტური დოზაა 1 გ 8 საათში ერთხელ ან 2 გ ყოველ 12 საათში. მძიმე ინფექციების დროს, განსაკუთრებით იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე (მათ შორის ნეიტროპენია), ინიშნება 2 გ 8 ან 12 საათში ერთხელ.
მუკოვისციდოზის ფონზე განვითარებული ფილტვების ინფექციების დროს მოზრდილ ავადმყოფებს ფორტუმი ენიშნებათ სადღეღამისო დოზით 100-150 მგ/კგ გაყოფილი 2-3-ჯერად ინექციაზე.
ბავშვებს 2 თვის ასაკის ზევით ენიშნებათ სადღეღამისო დოზით 30-100 მგ/კგ, გაყოფილი 3-ჯერად ინექციაზე. ბავშვებს მუკოვისციდოზის ან მენინგიტის დროს დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ენიშნებათ სადღეღამისო დოზით 150 მგ/კგ (მაქსიმალური დღიური დოზა 6 გ), გაყოფილი 2-ჯერად ინექციაზე.
2 თვემდე ასაკის ახალშობილებში ინიშნება 25-60 მგ/კგ დღეღამეში, 2-ჯერადი ინექციის სახით. თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზა დგინდება კრეატინინის კლირენსის ინდექსის მიხედვით.

 კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) დოზირების რეჟიმი
 50-31 1 გ 12 სთ-ში ერთხელ
 30-16 1 გ 24 სთ-ში ერთხელ
 15-6 500 მგ 24 სთ-ში ერთხელ
 5-ზე ნაკლები 500 მგ 48 საათში ერთხელ

პერიტონეალური დიალიზის დროს შეიძლება ფორტუმის შერევა დიალიზურ სითხეში დოზით 125-250 მგ დიალიზური ხსნარის ყოველ 2 ლ-ზე.

გვერდითი მოვლენები

გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში; იშვიათად სტომატიტი, კოლიტი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები.
ლაბორატიული მაჩვენებლების მხრივ: ეოზინოფილია, კუმბსის დადებითი სინჯი ჰემოლიზის გარეშე, სისხლის შრატში ტრანსამინაზებისა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება.
ქიმიოთერაპიული მოქმედებით განპირობებული ეფექტი: სუპერინფექცია (კანდიდოზი, საშოს კანდიდოზის ჩათვლით).
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ცხელება, ქავილი, ბრონქოსპაზმი.
ადგილობრივი რეაქციები: ვენაში შეყვანისას ფლებიტი ან თრომბოფლებიტი; ტკივილი ინტრამუსკულური ინექციის ადგილში.

უკუჩვენება

ფორტუმის, ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ექსპერიმენტულ კვლევებში ფორტუმის ემბრიოპათიული და ტერატოგენული ეფექტები არ დადასტურებულა. ყველა სხვა ანტიბიოტიკის მსგავსად პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში.

განსაკუთრებული მითითებები

ფორტუმისა და მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება ნებადართული არ არის. საინექციოდ უმჯობესია ახლად მომზადებული ხსნარის გამოყენება. პრეპარატის აქტივობა ნარჩუნდება ხსნარის მომზადებიდან 18 სთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე შენახვის პირობებში, ხოლო მაცივარში შენახვისას (4°C) _ 7 დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ნევროლოგიური დარღვევები (მათ შორის ენცეფალოპატია, კრუნჩხვები, კომა). სისხლში ფორტუმის კონცენტრაციის შემცირება ჰემოდიალიზის საშუალებით ხდება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ფორტუმის ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში გამოყენებისას აღინიშნება პრეპარატის ადიტიური ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი