ფუმელონი პლიუსი 5მლ თ/წვ

ფუმელონი პლიუსი 5მლ თ/წვ

ფუმელონი-პლუსი®

 ოფთალმიური სუსპენზია

 შემადგენლობა: ყოველი მლ შეიცავს

  • აქტიური: ფლურომეთოლონი (USP)  - 1.00 მგ

ტეტრაჰიდროზოლინის ჰიდროქლორიდი (KP)  -  0.25 მგ

  • არააქტიური (კონსერვანტი): 50% ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი (KP)  0.10 მგ

(0.05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდის სახით)

  • სხვა არააქტიური: ნატრიუმის ბორატი, ბორის მჟავა, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი, პოვიდონი, პოლისორბატი 80

(აღწერა) უფერო-ღია ყვითელი ფერის სუსპენზია გამჭვირვალე ბოთლში.

ჩვენება

1. მწვავე არაინფექციური კონიუნქტივიტი ან ალერგიული კონიუნქტივიტი თვალების მძიმე შეშუპებით და სიწითლით.

2. თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთება (პანუვეიტი, ეპისკლერიტი, სკლერიტი)

3. პოსტ-ოპერაციული ანთება კატარაქტის ან სიელმის, გლაუკომას ოპერაციების შემდეგ.

დოზირება და მიღების წესი

ჩაიწვეთეთ 1 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში დღეში 2-3-ჯერ. მოზრდილების შემთხვევაში, დოზირება შეიძლება გაიზარდოს 1 წვეთამდე ყოველ საათში, პირველი 24-48 საათის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები

1. არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში.

1) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

2) ორსულ, მეძუძურ ქალებში.

3) ინფქციური კერატიტის ან კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში.

4) გლაუკომის მქონე პაციენტებში.

5) თვალის სიმშრალის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით შეგრენის სინდრომის მქონე პაციენტებში).

6) რქოვანას დაზიანების და კერატოჰელკოზის ან მარტივი ჰერპეს ვირუსის და სხვა ვირუსული ინფექციების ან ბაქტერიული ან მიკოტური ინფექციების მქონე პაციენტებში.

7) 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

2) სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ პაციენტებში.

1) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლისმიმოქცევის მძიმე დარღვევები, როგორიცაა გულის კორონარული დაავადება, ჰიპერტენზია, ქრომაფინომა, სხვ.

2) ისეთი მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტებში, როგორიცაა ჰიპერთიროიდიზმი, დიაბეტი, სხვ.

3) პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო ინჰიბიტორებს.

4) პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კატარაქტი, მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექციები.

5) მშრალი რინიტის მქონე პაციენტებში.

6) ჩვილებში.

3. გვერდითი ეფექტები

1) მსუბუქი გაღიზიანებები, რომლებიც გავლენას არ ახდენს მკურნალობის მიმდინარეობაზე, შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის მიღების შემდეგ და გაგრძელდეს რამდენიმე წამს.

2) ვინაიდან ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება მოიმატოს თვალშიდა წნევამ, აუცილებელია თვალშიდა წნევის რეგულარული შემოწმება.

3) ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რეაქტიული ჰემორაგია.

4) იშვიათად აღინიშნება თვალის ეგზემა ან ალერგიული რეაქციები, წერტილოვანი კერატიტი ან დერმატიტი.

5) კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს კატარაქტი ან რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი.

6) შეიძლება განვითარდეს თვალის ქსოვილში სოკოებით გამოწვეული მეორადი ინფექციები (კერძოდ, მიკოტური ინფექციები, მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექციები).

7) მკურნალობის შემდეგ, ჭრილობის შეხორცების შეფერხება ან თვალის გუგების გაფართოვება ან ძალიან იშვიათად ფსორიაზი, ეგზოფთალმი ან ნუტრიენტთან დაკავშირებული კონიუნქტივას დაზიანება შეიძლება განვითარდეს ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ.

8) შეიძლება განვითარდეს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტი, რქოვანას გათხელება და თვალის გუგების პერფორაცია.

9) ხანგრძლივმა გამოყენებამ (განსაკუთრებით ბავშვებში) შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი ან უძილობა.

4. ზოგადი

1) მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენებას.

2) არ გამოიყენოთ ხანგრძლივად.

3) 2-3 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას, რეგულარულად შეამოწმეთ თვალისშიდა წნევა და მეორადი ინფექციის დიაგნოზი დაკავშირებული სისტემურ გვერდით ეფექტებთან.

4) თუ გრძელდება კერატოჰელკოზი, შეამოწმეთ მიკოტური ინფექციის არსებობა.

5) ამ პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს, გააქტიუროს ან გაამწვავოს თვალის ინფექციები და შენიღბოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ამ პრეპარატზე.

6) წვეთის ჩაწვეთებისას დროებით შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაბინდვა, ფრთხილად იყავით და მოერიდეთ ავტომობილების ან პოტენციურად სახიფათო დანადგარების მართვას იმ დრომდე, ვიდრე მხედველობა არ დაიწმინდება.

7) ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს ფატალური განვითარება მკურნალობის დროს წითელას ან ჩუტყვავილას ინფექციისას, აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის ზომების დაცვა:

1. ამ პრეპარატის გამოყენების წინ შეამოწმეთ სამედიცინო ისტორია წითელას ან ჩუტყვავილას არსებობაზე და ჩატარებულ ვაქცინაციებზე.

2. იმ პაციენტებში, რომლებსაც სამედიცინო ისტორიაში არ აქვთ წითელა ან ჩუტყვავილა, აუცილებელია სრულყოფილი დაკვირვება წითელას ან ჩუტყვავილას თავიდან ასაცილებლად. თუ პაციენტს აქვს ეჭვი ამ ინფექციებზე, მას დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევები და მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები.

3. გამოიჩინეთ სიფრთხილე სამედიცინო ისტორიაში წითელას ან ჩუტყვავილას და ვაქცინაციების მქონე პაციენტების შემთხვევაში კი, ვინაიდან შესაძლებელია მან გამოიწვიოს წითელა ან ჩუტყვავილა.

5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება მაო ინჰიბიტორებთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას.

6. გამოყენება ბავშვებში

ვინაიდან ამ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჩვილებში დადგენილი არ არის და შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი ეფექტები, გამოიჩინეთ სიფრთხილე მისი გამოყენებისას.

7. მკურნალობა ჭარბი დოზის მიღებისას

ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომების შესახებ ცნობილი არ არის. ტეტრაჰიდროზოლინის ძალიან მაღალი დოზის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიდრიაზი, ციანოდემა, მაღალი ტემპერატურა, გულისმიერი დარღვევები, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა და სხვ. შემთხვევით პერორალური გზით მიღებისას საჭიროა ნახშირის მიღება, კუჭის გამორეხვა, CPR ჟანგბადის გამოყენებით და ვენებში ჰიპერტენზიული პრეპარატის 5 მგ ფენტოლამინის მარილხსნარში შეყვანა. საჭიროებისას, მიიღეთ ტემპერატურის დამწევი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.

8. ინფორმაცია პაციენტებისათვის

1) რადგან პრეპარატი არის სუსპენზიის ფორმის, გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

2) გამოიყენება მხოლოდ თვალებში.

3) გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა კონტეინერის თავი არ შეეხოს პირდაპირ თვალებს.

4) დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მხოლოდ თქვენ და არ გაუზიაროთ სხვებს.

9. შენახვა

1) შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

2) შეინახეთ მშრალ, გრილ, პირდაპირი მზის სინათლისაგან დაცულ ადგილას.

3) არ მოათავსოთ სხვა კონტეინერებში, რათა არ მოხდეს პრეპარატის არასათანადოდ გამოყენება და დაცული იყოს მისი ხარისხი.

შენახვის პირობა

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე (15-250C).

შეფუთვა

5 მლ/ბოთლი

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი და დისტრიბუტორი:

HANLIM PHARM.CO.LTD.

2-27, იეონგმუნ-რო, ჩეოინ-გუ, იონგინ-სი, გიეონგი-დო, კორეა

www.hanlim.com