ფუნგოდერმი 1%-იანი კრემი
Fungoderm
შემადგენლობა: პრეპარატის თითოეული გრამი შეიცავს 10 მგ თიოკონაზოლს.
სხვა ინგრედიენტები: ბენზილენის სპირიტი.
ფარმაკოლოგიური თავისებურებანი: თიოკონაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის ჯგუფის წარმოებულ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. In vitro დადგენილ იქნა, რომ თიოკონაზოლს გააჩნია დერმატოფიტების ((trichophyton, epidermophyton, microsporium და სხვა), საფუარას მსგავსი სოკოების მიმართ მაღალი ეფექტურობა. In vitro იგი სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების მიმართ ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. გარეგანი გამოყენებისას თიოკონაზოლი აღწევს stratum corneum-ში და გროვდება stratum granolozum-ში.
ჩვენება: კანის დაზიანება, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოებით, განსაკუთრებით შემდეგი მიკოზების დროს: tinea cruris, tinea pedis, tinea corporis, tinea unguium da tinea versicolor: დერმატო- და ონიქომიკოზები, გართულებული მეორადი სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციებით.
უკუჩვენება: თიოკონაზოლის ან მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებანი/სიფრთხილე: ფუნგოდერმის 1%-იანი კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. საჭიროა თავიდან ავიცილოთ მისი თვალში მოხვედრა. პრეპარატი ორსულებში არ გამოიყენება სასიცოცხლო აუცილებლობის გარეშე. პრეპარატის შეღწევა დედის რძეში არ არის დადგენილი. მეძუძურ დედებში სასიცოცხლო აუცილებლობის გარეშე პრეპარატი არ გამოიყენება.
გვერდითი მოვლენები: ფუნგოდერმის 1%-იანი კრემი ხასიათდება კარგი ამტანობით. მკურნალობის პირველ კვირაში შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების განვითარება, რომლებიც შემდგომში ქრება. კანის ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში პრეპარატის მიღებას წყვეტენ და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართავენ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: თიოკონაზოლის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.
ჰიპერდოზირება: ფუნგოდერმის 1%-იანი კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. თუ პრეპარატი შემთხვევით გამოყენებულ იქნება პერორალურად, შესაძლებელია გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების განვითარება. ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენების წარმოშობისას აუცილებელია კუჭის დაუყონებლივ ამორეცხვა და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
მიღების წესი და დოზირება: 1%-იანი ფუნგოდერმის კრემი დაიტანება დაზიანებულ კანის ზედაპირსა და მის მიმდებარე უბანზე 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში და ოდნავ შეიზელენ. თითებს შორის მაცერაციის არსებობისას დაიტანება მცირე რაოდენობით კრემი, რომელსაც კარგად შეიზელენ. მკურნალობის ხანგრძლივობა ვარირებს ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის მიხედვით. ქატოსებრი ლიქენის დროს საკმარისია მკურნალობის 7-დღიანი კურსი. ტერფის დერმატოფიტიის დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 6 კვირას. დერმატოფიტებისა და კანდიდოზების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ფუნგოდერმი 1%-იანი კრემი 20 გ ტუბში.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი
ვარგისიანობის ვადა:
24 თვე
წარმოებულია: ეჯზაჯიბაში ილაჩ სან. ვე ტიჯ.ა.შ.
კუჩუკკარიშტირანი 39780 ლულებურგაზი.