გენტამიცინის მალ.თვ0.3% 5გ(ბულ

გენტამიცინი
GENTAMICIN

 
ფორმა, შეფუთვა: თვალის მალამო 0.3%: ტუბში 5 გ
1 გ შეიცავს 300 მგ გენტამიცინის სულფატს 
დამხმარე ნივთიერებები:
პაროქსიბენზოის მჟავას მეთილის ეთერი, პარაოქსიბენზოის მჟავას პროპილი ეთერი, გაწმენდილი წყალი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

შემადგენლობა -
gentamicin sulfate

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: გენტამიცინი წარმოადგენს ბაქტერიციდული მოქმედების ამინგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს. იგი აქტიურად გაივლის ბაქტერიის გარსს, უკავშირდება ბაქტერიული რიბოსომების სუბერთეულის სპეციფიკურ რეცეპტორულ ცილას 30 S, ურთიერთქმედებს T-რნმ-ს და 30 S სუბერთეულის საწყის კომპლექსებს შორის და ამ გზით დნმ-ის ცრუ ინფორმაციის საფუძველზე თრგუნავს ცილის სინთეზს, რითაც ხელს უწყობს არაფუნქციური ცილების წარმოქნის პროცესს.
გენტამიცინი აქტიურია ფართო სპექტრის პათოგენური გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ - Staphilococcus (კოაგულაზა დადებითი. კოაგულაზა უარყოფითი და ზოგიერთი პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამების მიმართ) Streptococcus (ალფა-ჰემოლიზური და ბეტა - ჰემოლიზური ჯგუფების), Mycobacterium t.b.c. და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების - Eschericia coli, Pseudomonas aeruginosa, Klebsiella sp, Citrobacter sp., Providencia sp., Yersinia მიმართ.
ჩვეულებრივ გენტამიცინის მიმართ რეზისტენტულია Streptococcus pneuminiae განსაკუთრებით კი  D ჯგუფის Streptococcus და ანაერობული ბაქტერიები როგორიცაა Bacteroides sp., და Clostridium sp.

ფარმაკოკინეტიკა
- გენტამიცინის თვალის მალამოს წასმის შემდეგ მისი რეზორბციის პროცესი ძალიან სწრაფია.

ჩვენება
-  გენტამიცინის თვალის მალამოს იყენებენ გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის და ქუთუთოს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
- კონიუნქტივიტი;
- ბლეფარტი;
- ბლეფარო-კონიუნქტივიტი;
- საცრემლე პარკის ანთება;
- ულკუს სერპენსი;
- მეორადი ინფექციები ულცუს ცორნეაე და ჰერპეს ცორნეაე-ის დროს;
- თვალის ჭრილობები, თვალის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი პერიოდი.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი მკურნალობა წარმოებს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატი ენიშნებათ მოზრდილებს და ბავშვებს.
1.5 სმ მალამოს ისმევენ კონიუნქტივურ პარკზე 2-3-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში ყოველ 3-4 სთ-ში სრულ გამოჯანმრთელებამდე.


გვერდითი მოვლენები:
თვალის (თვალების) მსუბუქი ხასიათის წვა, სიწითლე, გაღიზიანება ან ალერგიული რეაქციები, ცრემლდენა, ქუთუთოს შეშუპება და ქავილი, წერტილოვანი კერატიტი. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა გენტამიცინის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
დღეისათვის არ არსებობს ორსულებში ნაყოფის დაზიანების შესახებ მონაცემები, მიუხედავად ამისა პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდში მოსალოდნელი არასასურველი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის ან ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:
გენტამიცინს არ იყენებენ ბანალური ინფექციების დროს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეზისტენტული მიკროორგანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული საშიშროების გამო.
პრეპარატის წასმის დროს საჭიროა სიფრთხილე, რათა ტუბის სარქველი არ მოხვდეს თვალის ქსოვილზე დაბინძურების ან დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია ავტოტრანსპორტის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პროცესის დროებით შეწყვეტა, თვალების დაბინდვასთან დაკავშირებული საშიშროების წარმოქმნის გამო. თუ ეს შეუძლებელია, მალამოს წასმა წარმოებს საღამოს ძილის წინ.  

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გენტამიცინის თვალის მალამოს ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გაყინვა დაუშვებელია.  ვარგისიანობის ვადა შეადგენ 3 წელს.

მწარმოებელი - BALKANPHARMA-TROYAN (ბულგარეთი)