ფურალგინი
ფორმა: ხსნარი 5გ ფლაკონში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
მწარმოებელი: ООО «ЭСКУЛАП» (სომხეთი).
წს N 001776 29.08.06
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
კომბინირებული საშუალება
პრეპარატის შემადგენლობა
ანტიპირინი 7გ
დიკაინი 2,5გ
ფურაცილინი 0,2გ
გლიცერინი 100გ-მდე
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების კომბინირებული მოქმედებით.
ანტიპირინს, როგორც სხვა პიროზოლონის წარმოებულებს, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სხვადასხვა ხარისხის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. თავისი ანალგეზიური და სიცხის დამწევი აქტივობით ამ ჯგუფის პრეპარატები ახლოს არის სალიცილის მჟავას წარმოებულებთან.
პიროზოლონის წარმოებულები ამცირებენ კაპილარების განვლადობას და ხელს უშლიან ანთებითი რეაქციის განვითარებას.
ანტიპირინის ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება.
ფურაცილი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ საშუალებას, რომელიც მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე ( სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პარატიფის სალმონელა, აეროვანი განგრენა და სხვა). იგი ინიშნება გარეგანად ჩირქოვან- ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და პერორალურად _ ბაქტერიული დიზენტერიის სამკურანლოდ. ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტების დროს გამოიყენება ფურაცილინის სპირტიანი ხსნარი წვეთების სახით. ამის გარდა პრეპარატი ინიშნება გარე სასმენი მილის ფურუნკულის დროს და ცხვირის ახლო წიაღების ემპიემის დროს ფურაცილინის მალამოს სახით.
ფურაცილინი ასევე ინიშნება სხვა ჩირქოვანი პროცესების დროს, რომლებიც საჭიროებს ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნას. გარეგანი გამოყენებისას ფურაცილი ხასიათდება კარგი ამტანობით. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია დერმატიტების განვითარება, რაც მოითხოვს პრეპარატის დროებით, ან სრულ მოხსნას.
დიკაინი _ ძლიერი ადგილობრივი მაანესთეზირებელი საშუალებაა, რომელიც თავისი აქტიურობით აღემატება ნოვოკაინს ადგილობრივი გამოყენებისას. დიკაინი გამოიყენება სიფრთხილით და ინიშნება ზედაპირული ანესთეზიისათვის.
ჩვენებები
ოტიტების სიმპტომური მკურნალობა, როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბაქტერიული საშუალება. შუა ყურის კატარალური ანთების მკურნალობა, სასმენი მილის ინფექციური დაავადებები, სასმენი მილის მშრალი და სველი ეგზემა, ფურუნკულოზი.
გამოყენების წესი:
შუა ყურის ჩირქოვანი დაავადებების დროს მისი დამუშავების შემდეგ ჩაიწვეთება 5-6 წვეთი. ყური გადაწეულია 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ყურში თავსდება ბამბის ტამპონო.
სასმენი მილის ეგზემის დროს დაზიანებული უბანი მუშავდება პრეპარატით და დაიფარება ბამბის ტამპონით. საკმარისია 3-4 პროცედურა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ქრონიკული ალერგიული დერმატოზები, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში თირკმელების დაავადებით, ავადმყოფთა მძიმე მდგომარეობა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებისას თავიდან უნდა ავიცილოთ მისი თვალსა და ლორწოვან
გარსზე მოხვედრა. მოვარიდოთ ბავშვებს.
დიკაინთან მუშაობის დროს ინსტრუმენტები და შპრიცები არ უნდა შეიცავდეს ტუტეს, ვინაიდან მასთან კონთაქტის დროს დიკაინი ნალექში გამოიყოფა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
წამლისმიერი ურთიერთქმედება განპირობებულია დიკაინით, რომელიც წარმოადგენს ამინოსალიცილის მჟავასა და სულფონამიდების ანტაგონისტს.
შენახვის პირობები და ვადა:
მჭიდროდ დახურულ ყუთში, რომელიც იცავს სინათლისაგან.
5 წელი
გამოშვების ფორმა
5გ ფლაკონები
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ