ფუროსემიდი 40მგ #50ტ

ფუროსემიდი


სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი;
1 ტაბლეტი ფუროსემიდის 40 მგ-ს შეიცავს;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, მაკროგოლი 6000, ლაქტოზა მონოჰიდრატი.

სამკურნალო ფორმა.
ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
დიურეზული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი. ფუროსემიდის მოქმედების მექნიზმი ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილში ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციის ბლოკადასთან არის დაკავშირებული. პრეპარატს გააჩნია გამოხატული დიურეზული, ნატრიურეზული, ქლორურეზული მოქმედება. ასევე ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის გამოყოფოას.
პერორალური მიღებისას დიურეზული ეფექტი აღინიშნება 20 – 30 წუთის შემდეგ, პრეპარატის მოქმედების მაქსიმუმი 1 – 2 საათის შემდეგ მიიღწევა, ერთჯერადი მიღების შემდეგ ეფექტი ხანგრძლივობა 4 სთ და მეტია.
პერორალური მიღების შემდეგ ფუროსემიდი შეიწოვება საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან, ბიოშეთვისებადობა 64%-ს შეადგენს. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია დოზის მომატებასთან ერთად იზრდება, თუმცა მისი მიღწევის დრო არ არის დამოკიდებული დოზაზე და დიდ ფარგლებში ვარირებს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
ფუროსემიდი გადადის პლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევრად დაშლის პერიოდი – 1 – 1,5 სთ.

ჩვენებები.
სხვადასხვა გენეზის შეშუპებითი სინდრომი, მათ შორის IIბ-III სტადიის გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის ციროზის (პორტალური ჰიპერტენზიის სინდრომი), ნეფროზული სინდრომის დროს; არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი; პრედმენსტრუალური სინდრომი, ფორსირებული დიურეზი, ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია.

უკუჩვენებები.
მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, შარდგამომყოფი გზების მექანიკური გაუვალობა, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტური კომა; წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ალკალოზი); ორსულობის პირველი ნახევარი, პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის სულფონილამიდების მიმართ), ანურია, პოდაგრა, დეკომპენსირებული არტერიული ან მიტრალური სტენოზი; გამოხატული ჰიპოტენზია, პანკრეატიტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევით, ჰიპერტროფული კარდიომიოპათია მარცხენა პარკუჭის დაღმავალი ტრაქტის ობსტრუქციით, წითელი მგლურა. 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

უსაფრთხოების ზომები.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მძიმე გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობისას, საგულე გლიკოზიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ხანდაზმულ პაციენტებში გამოხატული ათეროსკლეროზით. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სერიოზული ელექტროლიტური დარღვევების კომპენსირება.
ორსულობის პირველ ნახევარში ფუროსემიდი უკუნაჩვენებია, მეორე ნახევარში გამოიყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და მცირე დროის განმავლობაში, რომელსაც ექიმი ადგენს.
ლაქტაციის პერიოდში ფუროსემიდის მიღების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან პრეპარატს შეუძლია გადავიდეს დედის რძეში, და დათრგუნოს ლაქტაცია.
პრეპარატის გამოყენებისას არ შეიძლება გამოვრიცხოთ ყურადღების დაქვეითება, რაც მნიშვნელოვანია მძღოლებისა და მექმანიზმებთან მომუშავე პირთათვის.
24 საათის განმავლობაში ოლიგურიის შენარჩუნებისას ფუროსემიდი უნდა მოიხსნას.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს “რიკოშეტის” სინდრომის თავიდან ასაცილებლად ფუროსემიდს სულ მცირედ დღეში ორჯერ ნიშნავენ.
თუ დაავადების ნიშნები არ გაქრა, პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ან არასასურველი მოვლენები განვითარდა, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მივმართოთ ექიმს.

სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.
ფუროსემიდი ერთდროული გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან მატულობს გლიკოზიდური ინტოქსიკაციის საშიშროება, გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციაში – ჰიპოკალიემიის განვითარების საშიშროება.
ფუროსემიდი აძლიერებს მიორელაქსანტების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას. ამინოგლიკოზიდებთან, ცეფალოსპორინებთან  და ცისპლატინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციების მომატება, რამაც შეიძლება ნეფრო- და ოტოტოქსიური ეფექტები გამოიწვიოს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ ფუროსემიდის დიურეზული ეფექტი.
ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენებისას ჰიპოგლიკემიზირებელი პრეპარატების მოქმედება შეიძლება შესუსტდეს. ფუროსემიდი ერთდროულმა გამოყენებამ ლითიუმის პრეპარატებთან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მილაკებში ლითიუმის რეაბსორბციის გაძლიერება და ტოქსიკური ეფექტის განვითარება.
პრობენეციდი ზრდის კონცენტრაციას სისხლში.

განსაკუთრებული მითითებანი.
მკურნალობისას აუცილებელია ელექტროლიტების, კარბონატების, შარდოვანას დონის კონტროლი. მკურნალობა კალიუმით მდიდარი დიეტის ფონზე უნდა წარიმართოს.

გამოყენების მეთოდები და დოზები.
ფუროსემიდი ინიშნება პერორალურად ჭამამდე. დოზა შეირჩევა დაავადების სიმძიმის და ეფექტის გამოხატულობის მიხედვით. პერორალურად ღებულობენ 40 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ დილით. არსაკმარისი მოქმედებისას დოზას ზრდიან 80 – 160 მგ-მდე დღეში (2-3-ჯერ 6 საათიანი შუალედით). შეშუპებების შემცირებისას ინიშნება უფრო მცირე დოზებში 1-2 დღის შუალედით. მაქსიმალური დოზა 160 მგ-ს შეადგენს.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა  მოზრდილებში დღეში 80 მგ-ს შეადგენს, ორ მიღებად. ის პაციენტის მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს, არასათანადო ეფექტისას საჭიროა სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად დანიშვნა. გულის თანმხლები უკმარისობიბისას დღიური დოზა შეიძლება 80 მგ-მდე გაიზარდოს.
3 წლის და ზემოთ ბავშვებისათვის საშუალო დღიური დოზა, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ პერორალურად მიღებული, შეადგენს 4 – მგ/კგ-ს 1-4-ჯერ. ყველაზე ძლიერი შარდმდენი ეფექტი პირველი 3-5 დღის განმავლობაშია. შეშუპებების გაქრობის შემდეგ გადადიან ფუროსემიდის დროგამოშვებით მიღებაზე – დღეგამოშვებით ან კვირაში 1-2-ჯერ.
თუ ადრე ბავშვი ფუროსემიდს ან სხვა შარდმდენებს არ ღებულობდა, მაშინ არ არის საჭირო დიურეზულის დანიშვნა საშუალო დღიური დოზით. თავდაპირველად საჭიროა გამოვიყენოთ დიურეზული დოზით, რომელიც საშუალო დღიური დოზის ¼ - ½ -ს შეადგენს, ხოლო შემდეგ, თუ დიურეზული ეფექტი არ არის, დოზა უნდა გავზარდოთ. ბავშვებისათვის საწყისი დოზა 2 მგ/კგ-ს შეადგენს, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 1-2 მგ/კგ-მდე.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: დეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალიემია, და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, დიურეზული ეფექტით განპირობებული.
ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

გვერდითი მოვლენები.
შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერემია, კანის ქავილი, ჰიპოტენზია, გულის რითმის დარღვევა, სმენის, მხედველობის შექცევადი დარღვევები, პარესთეზიები, ინტერსტიციული ნეფრიტი. გაძლიერებული დიურეზის გამო შეიძლება განვითარდეს თავბრუ, დეპრესია; კუნთების სისუსტე, წყურვილი, დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, მეტაბოლური ალკალოზი; ტრანზიტორული ჰიპერურიკემია, ურიკოზურია, პოდაგრის გამწვავება, ცალკეულ შემთხვევებში ჰიპერგლიკემია, მდგომარეობის გაუარესება ობსტრუქციული უროპათიის დროს.

ვარგისიანობის ვადა.
2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები.
რეცეპტით.

შეფუთვა.
10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში; 5 კონტრურული შეფუთვა კოლოფში.