ურსობილი 250მგ #50კაფს

ურსობილი
ურსოდეოქსიქოლიური მჟავა



სავაჭრო სახელი:
ურსობილი

რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა:
ყოველი 150მგ-იანი კაფსულა შეიცავს
აქტიურ ინგრედიენტს ურსოდეოქსიქოლიურ მჟავას-150მგ

წამლის ფორმა: 150 მგ კაპსულა; 250 მგ კაპსულა; 300 მგ ტაბლეტი

თერაპიული ჩვენება: ნაღვლის წარმოქმნის რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები, აგრეთვე ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ნაღველში – ახდენს ქოლესტერინის კენჭების წარმოქმნის ინჰიბირებას, აგრეთვე ქმნის კენჭების დაშლისათვის საჭირო გარემოს. ამ წამლის ჩვენას წარმოადგენს მოფუნქციონირე ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობა ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის მოხვედრა, ან კვლავწარმოქმნა ოპერაციის შემდგომ. ბილიარული დისპეპსია

გამოყენების წესი: ხანგრძლივი დროის განმავლობაში: იმისათვის რომ შემცირდეს ნაღვლის ლითოგენური თვისებები, დღიური დოზა უნდა იყოს 5-10მგ/კგ დღეში 2-3-ჯერ.
არსებული კენჭების დაშლისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად – 4-6 თვის განმავლობაში, 12-თვემდე. დისპეპსიური სინდრომის დროს და შემანარჩუნებელი თერაპიის შემთხვევაში, გაყოფილი დღეში 2-3 მიღებად განაწილებული 300მგ დღიური დოზა არის საკმარისი. ოპტიმალური დოზა შეიძლება იყოს შერჩეული მკურნალი ექიმის მიერ, პროდუქტის მაღალი ტოლერანტობა იძლევა შედარებით მაღალი დოზის დანიშვნის შესაძლებლობას. პრეპარატი უნდა იქნეს მიღებული ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

უკუჩვენება: ურსობილი უკუნაჩვენებია პროდუქტის მიმართ ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში. უკუნაჩვენებია ორსულებსა და კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულით დაავადებულ პაციენტებში.

ჰიპერდოზირება: 4გ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევა არ არის ცნობილი.
დაუდევრობის შედეგად დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, ნაჩვენებია დეზინტოქსიაციისათვის საჭირო ზომების მიღება, და ქოლესტირამინის დანიშვენა, რადგან ამ ნივთიერებას ბაქტერიული მჟავების ქელატირების უნარი აქვს.

შეუთავსებლობა: სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობა არ აღინიშნება

ვარგისიანობა: კაფსულა 150 მგ:60 თვე
კაფსულა 250 მგ:60 თვე
ტაბლეტი 300 მგ:36 თვე

შეფუთვა: კაფსულები და ტაბლეტები შეფუთულია არატოქსიურ PVC-პოლივინილქლორიდის ბლისტერში და დაკავშირებულია ალუმინის მასალით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფი, შესაბამისი საილუსტრაციო ნიშნით და წარწერით.