გარდე 0,5გ
(GARDE)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეროპენემი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრიდან ღია მოყვითალო ფერამდე ფხვნილი;
შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს:
მეროპენემის ტრიჰიდრატს, 0.5 გ ან 1 გ მეროპენემის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბონატი უწყლო.
გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კარბაპენემების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ათქ-კოდი: J01DH02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გარდე წარმოადგენს კარბაპენემების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისათვის, რომელიც მდგრადია ადამიანის დეჰიდროპეპტიდაზა-1-ის მიმართ. პრეპარატის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევით.
ბაქტერიის უჯრედის კედლის გავლის სიადვილე, პრაქტიკულად ყველა ბეტა-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობის მაღალი დონე და პენიცილინის შემაკავშირებელ ცილებთან მნიშვნელოვანი აფინიტეტი განაპირობებს მეროპენემის მძლავრ ბაქტერიციდულ მოქმედებას აერობული და ანაერობული ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ.
პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაციები ჩვეულებრივ იგივეა, რაც მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციები. In vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ მეროპენემს გააჩნია პოსტანტიბიოტიკური ეფექტი.
მეროპენემის ანტიბაქტერიული სპექტრი, განსაზღვრული in vitro, მოიცავს პრაქტიკულად ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან გრამდადებით და გრამუარყოფით აერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმს:
გრამდადებითი აერობები: Bacillus spp., Corynebacterium diphtheriae, Enterococcus faecalis, Enterococcus liquifaciens, Enterococcus avium, Listeria monocytogenes, Lactobacillus spp., Nocardia asteroides, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, მათ შორის Staphylococcus epidermidis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus capitis, Staphylococcus cohnii, Staphylococcus xylosus, Staphylococcus warneri, Staphylococcus hominis, Staphylococcus simulans, Staphylococcus intermedius, Staphylococcus sciuri, Staphylococcus lugdunensis, Streptococcus pneumoniae (პენიცილინის მიმართ მდგრადი და მგრძნობიარე), Streptococcus agalactiae, Streptococcus pyogenes, Streptococcus equi, Streptococcus bovis, Streptococcus mitis, Streptococcus mitior, Streptococcus milleri, Streptococcus sanguis, Streptococcus viridans, Streptococcus salivarius, Streptococcus morbillorum, G და F ჯგუფების სტრეპტოკოკები, Rhodococcus equi;
გრამუარყოფითი აერობები: Achromobacter xylosoxidans, Acinetobacter anitratus, Acinetobacter lwoffii, Acinetobacter baumannii, Aeromonas hydrophila, Aeromonas sorbria, Aeromonas caviae, Alcaligenes faecalis, Bordetella bronchiseptica, Brucella melitensis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Citrobacter freundii, Citrobacter diversus, Citrobacter koseri, Citrobacter amalonaticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter (Pantoea) agglomerans, Enterobacter cloacae, Enterobacter sakazakii, Escherichia coli, Escherichia hermannii, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებისა და ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Haemophilus ducreyi, Helicobacter pylori, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი, პენიცილინ- და სპექტინომიცინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella aerogenes, Klebsiella ozaenae, Klebsiella oxytoca, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Morganella morganii, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus penneri, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Providencia alcalifaciens, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonas alcaligenes, Burkholderia (Pseudomonas) cepacia, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas stutzeri, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas acidovorans, Salmonella spp. (Salmonella enteritidis, Salmonella typhi-ს ჩათვლით), Serratia marcescens, Serratia liquefaciens, Serratia rubidaea, Shigella sonnei, Shigella flexneri, Shigella boydii, Shigella dysenteriae, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica;
ანაერობული მიკროორგანიზმები: Actinomyces odontolyticus, Actinomyces meyeri, Bacteroides-Prevotella-Porphyromonas spp., Bacteroides fragilis, Bacteroides vulgatus, Bacteroides variabilis, Bacteroides pneumosintes, Bacteroides coagulans, Bacteroides uniformis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides eggerthii, Bacteroides capsillosis, Prevotella buccalis, Prevotella corporis, Bacteroides gracilis, Prevotella melaninogenica, Prevotella intermedia, Prevotella bivia, Prevotella splanchnicus, Prevotella oralis, Prevotella disiens, Prevotella rumenicola, Bacteroides ureolyticus, Prevotella oris, Prevotella buccae, Prevotella denticola, Bacteroides levii, Porphyromonas asaccharolytica, Bifidobacterium spp., Bilophila wadsworthia, Clostridium perfringens, Clostridium bifermentans, Clostridium ramosum, Clostridium sporogenes, Clostridium cadaveris, Clostridium sordellii, Clostridium butyricum, Clostridium clostridiiformis, Clostridium innocuum, Clostridium subterminale, Clostridium tertium, Eubacterium lentum, Eubacterium aerofaciens, Fusobacterium mortiferum, Fusobacterium necrophorum, Fusobacterium nucleatum, Fusobacterium varium, Mobiluncus curtisii, Mobiluncus mulieris, Peptostreptococcus anaerobius, Peptostreptococcus micros, Peptostreptococcus saccharolyticus, Peptococcus saccharolyticus, Peptostreptococcus asaccharolyticus, Peptostreptococcus magnus, Peptostreptococcus prevotii, Propionibacterium acnes, Propionibacterium avidum, Propionibacterium granulosum.
Stenotrophomonas maltophilia, Enterococcus faecium და მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები მდგრადია გარდეს მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
30 წთ-ის განმავლობაში 0.5 გ და 1 გ პრეპარატის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანისას Cmax მიიღწევა დაახლოებით 23 მკგ/მლ და 49 მკგ/მლ შესაბამისად, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური ფარმაკოკინეტიკური პროპორციული დამოკიდებულება შეყვანილი დოზისგან არც მაქსიმალური კონცენტრაციისთვის და არც ”კონცენტრაცია - დროს” დამოკიდებულების მრუდქვეშა ფართობისათვის.
5 წთ-ის განმავლობაში 0.5 გ და 1 გ მეროპენემის ერთჯერადი ინტრავენური ბოლუსური ინექციისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენს დაახლოებით 52 მკგ/მლ და 112 მკგ/მლ შესაბამისად. პრეპარატის დაახლოებით 2% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეროპენემი კარგად აღწევს ორგანიზმის უმეტეს ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტების თავ-ზურგ-ტვინის სითხეში; მიღწეული კონცენტრაცია აღემატება უმრავლესი ბაქტერიის დათრგუნვისათვის საჭირო კონცენტრაციას.
0.5 გ მეროპენემის ინტრავენური შეყვანიდან 6 სთ-ის შემდეგ პრეპარატის დონე პლაზმაში მცირდება 1 მკგ/მლ-მდე და ნაკლებ მნიშვნელობამდე. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მეროპენემის მრავალჯერადი შეყვანისას 8 სთ-იანი ინტერვალით პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება.
შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 12 სთ-ის განმავლობაში, შემდეგი ექსკრეცია შარდით უმნიშვნელოა. გარდეს 0.5 გ დოზით შეყვანის შემდეგ ხდება შარდში მეროპენემის კონცენტრაციის, რომელიც აღემატება 10 მკგ/მლ, შენარჩუნება 5 სთ-ის განმავლობაში. ყოველ 8 სთ-ში 0.5 გ ან ყოველ 6 სთ-ში 1 გ მეროპენემის შეყვანისას პრეპარატის კუმულაცია პლაზმასა და შარდში არ აღინიშნება. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში T1/2 შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს.
მეროპენემის ერთადერთი მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.
ჩვენება:
ბავშვთა და მოზრდილთა ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ერთი ან რამოდენიმე პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმით:
პნევმონია (ჰოსპიტალურის ჩათვლით);
ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის გართულებული აპენდიციტი, პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი;
სეპტიცემია;
მენინგიტი;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები;
გინეკოლოგიური ინფექციები ენდომეტრიტის ჩათვლით;
ემპირიული თერაპია ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვისას ნეიტროპენიის ფონზე ფებრილური ეპიზოდების მქონე მოზრდილებში.
მიღების წესი და დოზირება:
გარდე გამოიყენება ინტრავენურად ბოლუსური ინექციის ან ინფუზიის სახით.
მოზრდილებში დოზირების რეჟიმისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, ასევე პაციენტის მდგომარეობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
პნევმონია, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, გინეკოლოგიური ინფექციები ენდომეტრიტის ჩათვლით, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – 0.5 გ ყოველ 8 სთ-ში ინტრავენურად;
ჰოსპიტალური პნევმონია, პერიტონიტი, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, სეპტიცემია – 1 გ ყოველ 8 სთ-ში ინტრავენურად;
მენინგიტი – 2 გ 8 სთ-ში ერთხელ ინტრავენურად.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსია 50 მლ/წთ და ნაკლები, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:
კრეატინინის კლირენსი |
დოზა (დოზის ერთეულის |
შეყვანის სიხშირე |
50-26 |
დოზის ერთი ერთეული |
12 სთ-ში ერთხელ |
25-10 |
დოზის ერთეულის ნახევარი |
12 სთ-ში ერთხელ |
<10 |
დოზის ერთეულის ნახევარი |
24 სთ-ში ერთხელ |
მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, ამიტომ, თუ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, რეკომენდებულია დოზის ერთეულის (განსაზღვრული ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით) შეყვანა ჰემოდიალიზის დასრულებისას, რათა სისხლის პლაზმაში აღდგენილ იქნას პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ შემთხვევაში, თუ კრეატინინის კლირენსი მეტია 50 მლ/წთ, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვებში 3 თვიდან 12 წლამდე რეკომენდებული დოზა ინტრავენური შეყვანისათვის შეადგენს 10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გარდე გამოიყენება იგივე დოზით, როგორც მოზრდილებში.
ბავშვებში მენინგიტის დროს რეკომენდებული დოზაა 40 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ.
ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი:
გარდე შეყავთ ინტრავენურად ბოლუსური ინექციის სახით არანაკლებ 5 წთ-ის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიით 15-30 წთ-ის განმავლობაში.
ინტრავენური ბოლუსური ინექციისათვის გარდე იხსნება სტერილურ საინექციო წყალში (5 მლ მეროპენემის 250 მგ-ზე), რაც უზრუნველყოფს ხსნარის 50 მგ/მლ კონცენტრაციას.
ინტრავენური ინფუზიისათვის გარდე იხსნება სტერილურ საინექციო წყალში ან შეთავსებად საინფუზიო სითხეში და შემდეგ ზავდება (50-200 მლ-მდე) შეთავსებადი საინფუზიო სითხით.
გარდე შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო სითხეებთან: 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5%-იან ან 10%-იან გლუკოზის ხსნართან, 5%-იანი გლუკოზისა და 0.02%-იან ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნართან, 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდისა და 5%-იან გლუკოზის ხსნართან, 5%-იან გლუკოზისა და 0.225%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5%-იან გლუკოზისა და 0.15%-იან კალიუმის ქლორიდის ხსნართან, 2.5%-იან ან 10%-იან მანიტოლის ხსნართან.
გარდე არ უნდა იქნას შერეული სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებთან.
0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენებით მიღებული ხსნარი ვარგისია 8 სთ-ის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მატება, პირის ღრუს კანდიდოზი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობის განვითარება ან გართულება, გულის გაჩერება, ტაქი- ან ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულის წასვლა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნოს კუმბსის დადებითი პირდაპირი ან არაპირდაპირი რეაქცია;
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, იშვიათად - მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, პარესთეზიები, უძილობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ეპილეპტიფორმული გულყრები, კრუნჩხვები;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია, შეშუპება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში), ჰემატურია;
ადგილობრივი რეაქციები: მტკივნეულობა პრეპარატის შეყვანის ადგილას, ანთება, თრომბოფლებიტი;
სხვა: ვაგინალური კანდიდოზი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრობენეციდი თრგუნავს მეროპენემის ექსკრეციას თირკმელების მიერ, რაც ზრდის მის ნახევარგამოყოფის პერიოდს და კონცენტრაციას პლაზმაში. პრობენეციდისა და გარდეს ერთდროული შეყვანა არ არის რეკომენდებული.
გარდე შეუთავსებელია ჰეპარინთან.
განციკლოვირი ზრდის გენერალიზებული კრუნჩხვების განვითარების რისკს.
მეროპენემი ავლენს ანტაგონიზმს ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან ურთიერთქმედებისას.
გარდემ შესაძლებელია შეამციროს ვალპროის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სუბთერაპიულ დონემდე.
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბება ვითარდება იშვიათად თირკმელების საშუალებით მისი სწრაფი ელიმინაციის გამო. ტარდება სიმპტომური მკურნალობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ეფექტურია ჰემოდიალიზის ჩატარება.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
მეროპენემი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.
გამოყენების თავისებურებები:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია.
გარდეს გამოყენებისას ღვიძლის დაავადების დროს აუცილებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის დონის მონიტორინგი.
გამოყენების წინ საჭიროა განზავებული ხსნარის შენჯღრევა. ყველა ფლაკონი გამოიყენება ერთჯერადად. გარდეს ხსნარის მომზადებისას საჭიროა ასეპტიკის სტანდარტული წესების დაცვა.
გარდე სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა კარბაპენემების, პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება.
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, შესაძლებელია რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, ამიტომ აუცილებელია თითოეული პაციენტის ხანგრძლივი მონიტორინგი.
არ არსებობს მონაცემები გარდეს გამოყენების შესახებ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენება მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს არ არის რეკომენდებული.
ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება შესაძლოა პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას და ინტენსივობის მიხედვით ვლინდება მსუბუქიდან სიცოცხლისათვის სახიფათო ფორმამდე. ამასთან დაკავშირებით, ანტიბიოტიკი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.
მეროპენემი სიფრთხილით გამოიყენება ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან.
გარდეს გამოყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პედიატრიაში ნეიტროპენიის, პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არასაკმარისია.
თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში გარდეს გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული მძიმედ მიმდინარე ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის ან მასზე ეჭვის დროს გარდე მონოთერაპიის სახით სიფრთხილით გამოიყენება.
Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციის მკურნალობის დროს რეკომენდებულია გამომწვევის მგრძნობელობის რეგულარული განსაზღვრა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
გარდეს ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე მონაცემები არ არსებობს.
შეფუთვა:
0.5 გ ან 1 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge