ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორული პრეპარატი
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 140 მგ სილიმარინს; 40 მგ ფოსფოლიპიდებს;
ფარმაკოლოგიური თვისებები: აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს და ღვიძლის უჯრედების ფერმენტულ აქტივობას; ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას; ხელს უშლის ტოქსინების შეღწევას ღვიძლის უჯრედებში; ღვიძლში ურთიერთქმედებს თავისუფალ რადიკალებთან;
გამოყენების ჩვენებები: ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაციები; ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღება; ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზმის დროს; ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია; შემანარჩუნებელი თერაპია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების და ციროზის დროს;
მიღების წესი და დოზირება: 1-2 კაფსულა დღის განმავლობაში
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
გამოშვების ფორმა: 60 კაფსულა
აფთიაქიდან გაცემის პირობა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე;
მწარმოებელი: GENERICA spol. sr.o., Vrbovská 39, Piešťany, Slovakia .