გექსავიტი #50დრ

ჰექსავიტი


ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, დამახასიათებელი სუნის მქონე დრაჟეს.
 
შემადგენლობა:
1 დრაჟე შეიცავს
რეტინოლის აცეტატს (ვიტამინი A) – 0,00172 გ (5000 სე)
ან რეტინოლის პალმიტატს (ვიტამინი A) – 0,00275 გ (5000 სე)
თიამინის ქლორიდი (ვიტამინი B1) – 0,002 გ
ან თიამინის ბრომიდი – (ვიტამინი B1) – 0,0026 გ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) – 0,002 გ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) – 0,015 გ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) – 0,002 გ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) – 0,07 გ

დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი, ფქვილი, ტალკი, ზეითუნის ზეთი, ცვილი, ტარტრაზინი, მენთოლის ზეთი ან არომატიზატორი.

გამოშვების ფორმა:
დრაჟე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
პოილივიტამინი.
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A11BA

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰექსავიტი წარმოადგენს პოლივიტამინურ პრეპარატს, რომლის თვისებები განპირობებულია მის შემადგნლობაში შემავალი ვიტამინებით, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმის ჰომეოსტაზს. ვიტამინების ერთობლიობა უზრუნველყოფს შედარებით გამოხატულ და მრავალფეროვან ბიოლოგიურ მოქმედებას.
ვიტამინი A უზრუნველყოფს უშუალოდ ცილებისა და ნახშირწყლების ცვილს პროცესს.
ვიტამინი B1 უზრუნველყოფს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებას.
ვიტამინი B2 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლის პროცესში, იგი ხელს უწყობს მხედველობისა და კანის ფუნქციის ნორმალიზებას.    
ვიტამინი PP წარმოადგენს სპეციფიკურ პელაგრის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც აუმჯობესებს ნახშირწყლების ცვლას.
ვიტამინი B6 აუცილებელია ცილების სინთეზისათვის, ღვიძლისა და კანის, ნერვული სისტემების ფუნქციისათვის. იგი ათეროსკლეროზის დროს აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.
ვიტამინი ჩ მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში. აგრეთვე სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის პროცესებში. ვიტამინი ჩ ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებას, იწვევს B ჯგუფის ვიტამინის ბიოქიმიურ აქტივაციას.

ფარმაკოკინეტიკა:
ვინაიდან ჰექსავიტი წარმოადგენს  კომბინირებულ პრეპარატს და ყველა კომპონენტის ერთდროული შესწავლა მარკერებით ან ბიოლოგიური კვლევებით შეუძლებელია,  მისი ფარმაკოკინეტიკური კვლევების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
 
ჩვენება:
ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ინფექციური  და გაცივებით გამოწვეული დაავადებების მიმართ, ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
პრეპარატი რეკომენდებულია იმ პირებში, რომელთა პროფესიული საქმინობა მოითხოვს მხედველობის მომატებულ სიმახვილეს (მფრინავები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, ოპერატორები  და სხვ.).

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად საკვების მიღების შემდეგ.
მოზრდილებში ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის იგი ინიშნება 1 დრაჟეს ოდენობით დღეში, ხოლო მკურნალობის მიზნით  1 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 1 დრაჟეს ოდენობით 1-2-ჯერ დღეში, 7 წლის ასაკის ზევით ბავშვებში 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს (მკურნალობის კურსს იმეორებენ წლის განმავლობაში 2-3-ჯერ). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა და გამეორება დამოკიდებულია კონკრეტულ ჩვენებაზე, აგრეთვე პათოლოგიური პროცესების ფორმასა და გამოხატულებაზე, პაციენტის ასაკზე.


გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი რეკომენდებულ დოზებში კარგი ტოლერანტობით ხასიათდება და იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, რომლებიც როგორც წესი დაკავშირებულია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების  (ქავილი, კანის ჰიპერემია, კანზე გამონაყარი) განვითარება. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
       

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ მოიპოვება მონაცემები.

ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება წინააღმდეგნაჩვენებია. პრეპარატის ერთდროული გამოყენება ცხიმში ხსნად ვიტამინებთან არ არის რეკომენდებული.
 
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 1 წელი.

გაიცემა ურეცეპტოთ.

შეფუთვა: N50 დრაჟე პოლიეთილენის ქილაში.