ჰემიკრანონი 25მლ ფლ


შემადგენლობა: :ბრიონია (Bryonia) D6 6მლ, ირისი (Iris) D6 6მლ, ციკლამენი (Cyclamen) D6 6მლ, ეთილის სპირტი 40%.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ჰომეოპათიური საშუალება, გამოიყენება სხვადასხვა სახეობის თავის ტკივილის და შაკიკის სამკურანლოდ.
ჩვენებები: სხვადასხვა სახეობის თავის ტკივილის და შაკიკის (აურით და აურის გარეშე) შეტევების თავიდან ასაცილებლად.
პრეპარატში შემავალი კომპონენტები გამოიყენება ჰომეოპათიაში თავის ტკივილების სამკურნალოდ: კლასიკური შაკიკის, აურით ან აურის გარეშე, სამკურნალოდ (წინმსწრები სმენითი და მხედველობითი ფენომენები, თავბრუსხვევა და, აგრეთვე, გულისრევა, პირღებინება და ნერწყვისდენა შეტევის დროს) და სხვა ტიპის თავის ტკივილების შემთხვევაში: დაძაბვის თავის ტკივილი, ნევრალგია და თავის ტკივილი სინუსიტის დროს. პრეპარატს უნარი აქვს შეწყვიტოს შაკიკის შეტევა მხოლოდ მის საწყის ეტაპზე, ამის გამო ის არ გამოიყენება უკვე განვითარებული შეტევის აღსაკვეთად. მას იყენებენ შეტევების თავიდან ასაცილებლად და შაკიკისგან განკურნების მიზნით. პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის მიღება.
გამოყენება: მიიღება 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს 4-კვირიანი განმეორებითი კურსები, კურსებს შორის 1-კვირიანი ინტერვალით.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გაფრთხილება: არ საჭიროებს.
განსაკუთრებული მითითებები – არ საჭიროებს.
სიფრთხილე –არ საჭიროებს.
ურთიერთქმება სხვა წამლებთან და ურთიერთობის სხვა ფორმები - არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი - არ არის შესწავლილი.
ბავშვები – არ გამოიყენება.
ჭარბი დოზირება – არ არის აღწერილი.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალიზე – არ ახასიათებს ზეგავლენა.
მითითება გამოტოვებული დოზის შესახებ – დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება შემდეგი დოზის გაორმაგების გარეშე.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აგრძალულია.
ვიზუალური დაკვირვებისას ნალექის არსებობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა: 25 მლ ნარინჯისფერ პოლიეთილენის ფლაკონში. მეურეული შეფუთვა – მუყაოს კოლოფი.
ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის რაჟიმი: ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.

მწარმოებელი: შპს “ბიოფარმი L” შპს “აქილეა”-სთვის გოთუას ქ.#3, თბილისი, საქართველო.