გეომინი
Geomini
კაფსულები
Geomini
კაფსულები
ყურადღება!
აღიშნული საშუალება არ არის წამალი და მისი ეფქტურობა არ არის აღიარებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ.
შემადგენლობა: გააქტივებული კლინოპტილოლითი -- 0,5გ;
გამოყენების რეკომენდაცია:
რეკომენდირებულია მისაღებად ორგანიზმის იმუნური სიტემის ფუნქციური მდგომარეობის დაქვეითებისა და გადაღლილობის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ამ სისტემის დაავადებების გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში. გააჩნია ანტისტრესული და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კლინოპტილოლითის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორალურად 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 2 ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვა: სინათლისაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.