ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე კრემისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის ფხვნილით (დასაშვებია უფრო მუქი ფერის გრანულების არსებობა);
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: ლაქტობაცილა აციდოფილუსი – 18,0 მგ, ლაქტობაცილა ბიფიდუსი – 10,0 მგ, იოგურტის კულტურა – 40,0 მგ;
დამხმარენივთიერებები: რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.
გამოშვების ფორმა:
ვაგინალური კაფსულები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაგინალური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.
ათქ კოდი: A07FA51.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვაგინალური მიკროფლორის რეგულაცია. ლაქტობაქტერიები გამოყოფენ რძემჟავას, რომელიც განაპირობებს ვაგინალური pH-ის შემცირებას. ამის წყალობით რძემჟავა ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და ნორმალიზაციაში.
ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.
ჩვენება:
მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, ძილის წინ. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. გინილაკის კაფსულები გამოიყენება მწვავე პროცესების ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩათავების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა __ 10 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით გინილაკი ინიშნება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრიდან 5-10 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება:
საშოს ლორწოვანი გარსის გავრცელებული, მწვავე ანთებითი (ჩირქოვანი) და ეროზიული დაზიანება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გინილაკი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.
ჰიპერდოზირება:
არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
გინილაკის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.
შეფუთვა:
5 კაფსულა პოლიეთილენის ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში (2-10)ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი და მისი მიამართი:
“ფარმასაიენს ინკ.” (კანადა);
6111 როიალმაუნთ ავენიუ 100, მონრეალი, კვებეკი H4P 2T4, კანადა;
და შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო);
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ.14.