გლუკოზა 5% 500მლ ფლ (დელტა)

გლუკოზას 5% ხსნარი
საინფუზიო ხსნარი
(Glucose solution for infusion)

აქტიური კომპონენტი: გლუკოზა.
მოზრდილებში გამოსაყენებლად.
საინფუზიო ხსნარი 250 მლ / 500 მლ / 1000 მლ
ვენაში გადასხმებისათვის.

ქიმიური შემადგენლობა
1000 მლ პრეპარატი შეიცავს:
გლუკოზა უწყლო                    50.0 გ
საინფუზიო წყალი                1000 მლ-მდე

pH-ის სიდიდე:                    3.2-6.5
თეორიული ოსმოლარობა                    278 მოსმ/ლ
ტიტრირებული მჟავიანობა pH 7.4-მდე:             < 0.4 მმოლი/ლ
ენერგეტიკული ფასეულობა                    850 კჯ/ლ (200 კკალ/ლ)

გამოყენების ჩვენებები
-    როგორც საბაზო ხსნარი ელექტროლიტების კონცენტრატებისა და იმ მედიკამენტებისათვის, რომლებიც კომბინირდება გლუკოზას ხსნართან თავისი თვისებებითა და ხარისხით
-    ორგანიზმში არაშეერთებული წყლის შესაყვანად

უკუჩვენებები
-    ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) გლუკოზას 5% ხსნარის რომელიმე კომპონენტის მიმართ,
-    სისხლში შაქრის დონის მომატება, რაც მოითხოვს საათში ინსულინის 6 ერთეულზე მეტი მოცულობით ინფიზიას,
-    სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება (ჰიპოკალიემია) ამავდროულად ელექტროლიტით შეცვლის გარეშე,
-    სისხლის ზეჟანგის არსებობა, განპირობებული ნივთიერებათა ცვლით (აციდოზი), განსაკუთრებით, დაქვეითებული პერფუზიისა და ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდებისას,
-    ორგანიზმში წყლის დიდი რაოდენობით შემცველობა (ჰიპერჰიდრატაცია),
-    ჰიპოტონიური დეჰიდრატაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შერევისას გლუკოზას ხსნარის pH მნიშვნელობის ძლიერ მჟავიანობას შეუძლია გამოიწვიოს ხსნარის კომპონენტების დალექვა.

არ დაიშვება ერითროციტების კონცენტრაციის სუსპენზიის დამზადება გლუკოზას ხსნარის საფუძველზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფსევდოაგლუტინაცია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უკუჩვენება არ არსებობს.

გამოყენების წესი
მოზრდილები:
მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში სითხის შეყვანა არ უნდა აღემატებოდეს 40 მლ სხეულის წონის კგ-ზე დღეში პარენტერალური კვებისას. ამ დოზის გადაჭარბება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. გლუკოზას დოზირებისათვის ნამდვილია შემდეგი საორიენტაციო მაჩვენებლები:
ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე:
5 მლ-მდე საინფუზიო ხსნარი (ე.ი. 0.25 გ-მდე გლუკოზა)/სხეულის წონის კგ/დღე.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:
120 მლ-მდე საინფუზიო ხსნარი (ე.ი. 6 გ-მდე გლუკოზა)/სხეულის წონის კგ.

ნივთიერებათა შეცვლილი ცვლის პირობებში (მაგალითად, ნივთიერებათა პოსტაგრესიული ცვლა, ჰიპოქსიური მდგომარეობები, ორგანოების უკმარისობა) ოქსიდაციური მეტაბოლიზმი შეიძლება შეიზღუდოს. ამის გამო საჭიროების შემთხვევაში ორგანიზმში პრეპარატის შეყვანა უნდა შეიზღუდოს 3 გ-მდე გლუკოზა სხეულის წონის კგ-ზე დღეში.

ბავშვები
თერაპია უნდა ჩატარდეს გლუკოზას მხოლოდ 20%, 40% ან 50% ხსნარების გამოყენებით.
ვენაში ინფუზიებისათვის.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპეროსმოლარობა, ჰიპერგლიკემიური ან ჰიპეროსმოლარული კომა, ჰიპერჰიდრატაცია და ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. პირველადი თერაპია გულისხმობს ორგანიზმში ფგლუკოზას მიწოდების შემცირებას. ნახშირწყლების ცვლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევისას ორგანიმში შეიყვანება ინსულინი და ელექტროლიტები.

გვერდითი ეფექტები
პრეპარატის უკუჩვენებების, მისი დოზირების შესახებ რეკომენდაციების და სხვა მითითებების გათვალისწინების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

გლუკოზას 5% ხსნარის შეფუთვა და შიგთავსი:
1 ტარა ინფუზიისათვის 250 მლ (პლასტიკი)
5 ტარა ინფუზიისათვის 250 მლ (შუშა)
10 ტარა ინფუზიისათვის 250 მლ (პლასტიკი)
1 ტარა ინფუზიისათვის 500 მლ (პლასტიკი)
5 ტარა ინფუზიისათვის 500 მლ (შუშა)
10 ტარა ინფუზიისათვის 500 მლ (პლასტიკი)
10 ტარა ინფუზიისათვის 1000 მლ (პლასტიკი)

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტარის ეტიკეტსა და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა გადის ტარის ეტიკეტსა და შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა გახსნის ან მომზადების შემდეგ
გლუკოზას 5% ხსნარის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
თუ ტარა დაზიანებულია და ტარის შიგთავსი დაბინდულია.
გლუკოზას 5% ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს უშუალოდ შეფუთვის გახსნის შემდეგ.
ინფუზიისათვის გამოუყენებელი ხსნარის ნარჩენები უნდა გადაიყაროს.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მხოლოდ აფთიაქებში გასაყიდად.

ფარმაცევტული კომპანია
DeltaSelect GmbH
Otto-Hahn-Straße 31-33
63303 Dreieich
Germany
For Actavis international Ltd


მწარმოებელი
DeltaSelect GmbH
Zweigniederlassung
Benzstraße 5
72793 Pfullingen
Germany