გრიპობლოკი
შემადგენლობა: ერთი პაკეტი შეიცავს: 500 მგ პარაცეტამოლს; 200 მგ ასკორბინის მჟავა; 25 მგ ფენირამინის მალეატი.
ფორმა: ფხვნილი პაკეტში
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გაციების საწინააღმდეგო საშუალება.
ჩვენებები: სიმპტომატური მკურნალობა: გაციების, გრიპისა და სურდოს დროს; რინოფარინგიტი, ალერგიული რინიტი.
დოზირების რეჟიმი: მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი მიიღება შემდეგნაირად: 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გავხსნათ 200 მლ წყალში და მოვურიოთ. დამზადებული ხსნარი მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შეფუთვა: პაკეტები 8 ცალი
მწარმოებელი: “სლავია ფარმა”, რუმინეთი