ლიმფომიოზოტი N1.1მლ#100ა

ლიმფომიოზოტი ნ
Lymphomyosot N
 
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ ან 100 მლ
საინექციო ხსნარი 1,1 მლ ამპულა #5, 10, 50 ან 100

წვეთები: 100 გ (105 მლ) შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparila D6, Scrophularia nodosa D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulfuricum D4, Fumaria officinalis D4, Levithyroxin D12, Arania diadema D6 _ შესაბამისად 5 g; Geranium robertianum D4, Nas-turtium aquaticum D4, Ferrum jodatum D12 _ შესაბამისად 10 g; Ethanol 30 vol%.
საინექციო ხსნარი: 1, 1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparila D6, Scrophularia nodosa D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulfuricum D4, Fumaria officinalis D4, Levothyroxin D12, Arania diadema D6 _ შესაბამისად 0.55 მკლ; Geranium robertianum D4, Nasturtium aquaticum D4, Ferrum jodatum D12 _ შესაბამისად 1.1 მკლ. ასევე საინექციო ხსნარი, ნატრიუმქლორიდი.
ტაბლეტები: 1 ტაბლეტი შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica officinalis D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparila D6, Scrophularia nodosa D3, Juglans regia D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulfuricum D4, Fumaria officinalis D4, Levothyroxinum D12, Araneus diadematus D6 _ შესაბამისად 15 მგ, Geranium robertianum D4, Nasturtium officinalis d4, Ferrum jodatum D12 _ შესაბამისად 30 მგ; ასევე ლაქტოზა.

ჩვენებები

ლიმფატიზმი, ლიმფური ორგანოების ზედმეტად განვითარების, შეშუპებების და ინფექციებისადმი მიდრეკილება, ლიმფური კვანძების გადიდება, ნუშურების ჰიპერტროფია, ქრონიკული ტონზილიტი.

მიღების წესები და დოზები

წვეთები: ჩვეულებრივ _ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
საინექციო ხსნარი: მწვავე მდგომარეობისას _ 1 ამპულა ყოველდღე, სხვა შემთხვევებში _ 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთში, საჭიროებისას _ ვენაში.
ტაბლეტები: თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია.

უკუჩვენება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები

ჰომეოპათიური კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე პრეპარატი ინიშნება ექსუდატური და ლიმფატური დიათეზის, სისუსტის, სკროფულოზის, სომატური და გონებრივი განვითარების დარღვევებისას. პრეპარატები ნაჩვენებია, ასევე, კარდიალური (გულის მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების უკმარისობა) და თირკმლისმიერი შეშუპებებისას (ნეფრიტი, ნეფროზი, სხვა ნეფროპათიები); ლიმფური სითხის მიმოქცევის დარღვევისას ოპერაციის ან ტრავმის შემდგომ პერიოდში (ლიმფატური შეშუპებები); ნეიროდერმიტების, ეგზემების, ენდოგენური დერმატოზებისას. იგი წარმოადგენს სადეზინტოქსიკაციო და სადრენაჟო საშუალებას იმპრეგნაციის, დეგენერაციის და დედიფერენციაციის ფაზებში, ასევე, ემსახურება მეზენქიმიდან შლაკების გამოდევნას ღვიძლის დაავადებების დროს. თირკმლისმიერი შეშუპებების (ნეფროზების) მკურნალობა საჭიროებს მრავალთვიან თერაპიის კურსს (Berberis-Homaccord და სხვა პრეპარატებთან ერთად). პრეკანცეროზების და სიმსივნეების შემთხვევაში დამატებით ინიშნება Hepeel, Psorinoheel N, Galium-Heel, Traumeel S, Engystol N.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH

გერმანია